/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ფანტომური ტკივილის ფენომენი

ფანტომური ტკივილის ფენომენი
ამოღებული მაქვს საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი და საკვერცხეები. მას შემდეგ მაწუხებს საშვილოსნოს კედლის ტკივილი, განსაკუთრებით დილაობით, ძილის შემდეგ. რისი ბრალია ეს?

.

  • არარსებულის ტკივილი

ამოკვეთილი ორგანოს (თქვენს შემთხვევაში - საშვილოსნოს) შეგრძნება და ტკივილი ფანტომური ტკივილის სახეს წარმოადგენს. ამპუტირებული (მოკვეთილი) კიდურების ფანტომური ტკივილი პირველად 1552 წელს ამბრუაზ პარემ აღწერა, თუმცა ამ ფენომენის განმაპირობებელი მექანიზმები სრულყოფილად დღესაც არ არის შესწავლილი. არადა, ფანტომური ტკივილი საკმაოდ ხშირია. 1983-1985 წლების გამოკვლევებით ჯენსენმა და კრებსმა აჩვენეს, რომ ამპუტირებულ პაციენტთა 72 პროცენტს ფანტომური ტკივილი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ეწყებოდა. 6 თვის შემდეგ მას უჩიოდა ოპერირებულთა 65%, 2 წლის შემდეგ კი - 60%.

  • როგორი შეგრძნებაა ფანტომური ტკივილი

ფაქტობრივად, ფანტომური ტკივილი არის უსიამოვნო შეგრძნება, ზოგ შემთხვევაში - მწვავე, აუტანელი ტკივილი, რომელიც აღიქმება უკვე არარსებული (მოკვეთილი) კიდურის ან ამოკვეთილი ორგანოს რომელიმე უბანზე, ესე იგი იქ, სადაც ოდესღაც მოქმედი ორგანო იყო. ასეთ პაციენტებს ეჩვენებათ, რომ თითები, მტევანი თუ სხვა, დიდი ხნის წინ მოკვეთილი ორგანო შეიგრძნობს გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს. მაგალითად, საწოლთან დაკავშირებულ უხერხულობას, ცუდად დახურულ საბანს ან სახვევის მოცილებას. ასეთი შეგრძნება ტვირთავს ადამიანის ფსიქიკას. თუმცაღა პაციენტს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა, იგი მაინც ვერ თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას. ერთი შეხედვით, ეს ფენომენი ძნელად გასაცნობიერებელია, მაგრამ არსებული ჰიპოთეზა მისი ნეიროფი-ზიოლოგიური საფუძვლის შესახებ სინამდვილესთან ახლოს უნდა იყოს.

  • ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფანტომური ტკივილის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმის არსი შესაძლოა იმაში მდგომარეობდეს, რომ კიდურის ამპუტაციისას დემარკაციული ანუ დაზიანების პოტენციალების აღძვრის გამო გრძელდება ცენტრალური სტრუქტურებისკენ ნერვული იმპულსების გატარება, ამიტომ ტკივილის შეგრძნება მოკვეთილი კიდურის სწორედ იმ ნაწილზე პროეცირდება, საიდანაც ნორმაში სათავეს იღებდა ტკივილის იმპულსაციის გამტარი მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები. დღეს მორფოლოგებისა და ფიზიოლოგების მიერ კარგად არის შესწავლილი ორგანიზმის პერიფერიულ და შინაგან ორგანოებში სპეციალიზებული წარმონაქმნების (რეცეპტორების) არსებობა, რომელთა საშუალებით ხდება სხვადასხვა მოდალობის გამღიზიანებელთა ზემოქმედების მიმღებლობა.

  • ფანტომურ ტკივილს შემდეგი თავისებურებები ახასიათებს:

  1. ტკივილი გრძელდება დაზიანებულ ქსოვილთა შეხორცების შემდეგ.
  2. ტრიგერული ზონები შესაძლოა ვრცელდებოდეს სხეულის ჯანმრთელ უბნებზე. სხეულის რომელიმე ნაწილში შეხება ზოგჯერ ბიძგს აძლევს ფანტომური ტკივილის შეტევას.
  3. ტკივილის ხანგრძლივი დროით შემსუბუქება შესაძლოა მიღწეულ იქნეს სომატური იმპულსაციის დაქვეითებით. ამისთვის არსებობს მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიც არის საანესთეზიო საშუალებების შეყვანა სხეულის მგრძნობიარე უბნებსა და ნერვული წნულების არეში. ამ ტიპის ბლოკადებმა შესაძლოა ტკივილი დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაშიც კი შეაჩეროს, თუმცა ეფექტი უმეტესად მცირე ხანს (რამდენიმე საათს) გასტანს.
  4. ფანტომური ტკივილის შემსუბუქებას ხშირად სენსორული იმპულსაციის გაძლიერება განაპირობებს. მაგალითად, ჰიპერტონული (სისხლის ოსმოსურ წნევაზე მაღალი ოსმოსური წნევის მქონე) ხსნარის შეყვანა შესაბამის უბნებში თავდაპირველად რამდენადმე აძლიერებს ტკივილს (ტკივილი გრძელდება 10-15 წუთს და ვრცელდება ფანტომური კიდურისკენ ან ორგანოსკენ), შემდეგ კი დიდი ხნით აქრობს. ტკივილს ამსუბუქებს აგრეთვე შესაბამისი უბნის კუნთების ვიბრაციული ან ელექტრული სტიმულაცია. პაციენტებს, რომლებსაც ქრონიკულად ტანჯავთ მეტისმეტად მწველი ტკივილები, ზოგჯერ ელექტროდებს (პერიოდული სტიმულაციისთვის) ზურგის ტვინის შესაბამის უბნებზე ამაგრებენ.
  5. ტკივილის შეგრძნება ხშირად დეპრესიული დარღვევების, ქრონიკული თავის ტკივილის თანხლებით მიმდინარეობს.

ჩვენი მკითხველის პრობლემა, როგორც ჩანს, სწორედ ფანტომური ტკივილია. ამოკვეთილი საშვილოსნოს კედლის ტკივილს დილაობით მთელი ღამის განმავლობაში გადავსებული შარდის ბუშტის მიერ მიმდებარე უბნის რეცეპტორების (მგრძნობიარე წარმონაქმნების) გაღიზიანება და უსიამოვნო შეგრძნების ირადიაცია უნდა განაპირობებდეს. დაუკვირდით იმასაც, ჩათბუნება იწვევს (ან აძლიერებს) ტკივილს თუ, პირიქით, შემცივნება (შედარებით გრილად ძილი). მაქსიმალურად შეზღუდეთ ძილის წინ სითხეების მიღება, რათა თავიდან აიცილოთ დილისთვის შარდის ბუშტის გადავსება. სისტემატურად ჩაიტარეთ წელისა და მენჯის ღრუს ორგანოთა გაკაჟებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები. აუტანელი ტკივილების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფანტომური ტკივილის ფენომენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები