/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა სარგებლობა მოაქვს ფიტონციდებს

რა სარგებლობა მოაქვს ფიტონციდებს
ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ოთახიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად ხახვის გაჭრილი ბოლქვის რამდენიმე წუთით გაჩერებაა რეკომენდებული.

ის მხოლოდ უსიამოვნო სუნს კი არ აქრობს, არამედ ოთახში არსებულ მიკრობებსაც სპობს. ეს მეთოდი უძველესი დროიდან გამოიყენება, თუმცა მისი მოქმედების მექანიზმი მხოლოდ XX საუკუნეში, ფიტონციდების აღმოჩენისას გაიშიფრა. დღეს ფიტონციდების გამოსაკვლევად და შესასწავლად ცალკე სამეცნიერო მიმართულებაც კია ჩამოყალიბებული. ბოტანიკოსები, ქიმიკოსები, მიკრობიოლოგები და მედიკოსები ამ ნივთიერებებს ინტენსიურად შეისწავლიან. ცნობილია, რომ ზოგიერთ მცენარეს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. ამ თვისებას მათ მფრინავი ნივთიერებების - ფიტონციდების - შემცველობა აძლევს. ფიტონციდებს მცენარის ყველა ნაწილი გამოყოფს: ყვავილი, ფოთოლი, ფესვი... ამ ნივთიერებათა წყალობით მცენარეები ფაქტობრივად თვითონვე იცავენ საკუთარ ჯანმრთელობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარ სტერილიზაციას თავიანთივე ცხოველმყოფელობის პროდუქტებით ახდენენ. ფიტონციდები მათი იმუნიტეტია.

რა სარგებლობა მოაქვთ ადამიანისთვის ფიტონციდებს?

ფიტონციდები ამაღლებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, რაც ასე მნიშვნელოვანია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად. მათი ერთ-ერთი თავისებურება მოქმედების სპეციფიკურობაა: ამ "ბუნებრივ ანტიბიოტიკებს" მიკროსკოპული დოზითაც კი შეუძლიათ განსაზღვრულ მიკროორგანიზმთა ზრდისა და გამრავლების შეჩერება. ამავე დროს, სხვა მიკროორგანიზმთა ზრდა-განვითარების სტიმულირების უნარიც შესწევთ. ამ თვისებათა წყალობით ფიტონციდები დიდ როლს ასრულებენ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მიკროფლორის შემადგენლობის რეგულაციაში.

განასხვავებენ ფიტონციდების მფრინავ და არამფრინავ ფრაქციებს. პირველი მცენარის მიწისზედა ნაწილებიდან ატმოსფეროში გამოიყოფა, მიწისქვეშა ნაწილებიდან - ნიადაგში, ხოლო წყალმცენარეებიდან - წყალში. არამფრინავი ფრაქციები მცენარეების ქსოვილთა შიდა წვენში შედის. ციტოპლაზმასა და უჯრედშორის სითხეში არსებული ფიტონციდები წყალშია გახსნილი, ადვილად გამოიყოფა ჰაერში და, ფაქტობრივად, მფრინავ ფრაქციას წარმოადგენს. ამაში ადვილად დარწმუნდებით ხახვის, ნივრის, მდოგვის, პირშუშხას, ლიმონის, მანდარინის, შოთხვისა და სხვა მცენარეთა მაგალითზე.

ფიტონციდები და ჰაერი

ფიტონციდები შესანიშნავად წმენდენ ჰაერს. მათი მფრინავი ფრაქციები ჰაერის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის ბრწყინვალე რეგულატორები გახლავთ. კერძოდ, ისინი ზრდიან უარყოფითი იონების შემცველობას, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე და ამცირებენ მავნე დადებითი იონების რაოდენობას (მაგალითად, ტყის ჰაერში უარყოფით იონთა შემცველობა 7-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ჰაერში). გარდა ამისა, ფიტონციდები ზრდიან ჟანგბადის ბიოლოგიურ აქტივობას, ხელს უწყობენ მტვრის ნაწილაკების დალექვას, ამცირებენ ჰაერის დაბინძურების ელექტრულ მაჩვენებელს და უვნებელყოფენ მასში არსებულ მიკროორგანიზმებს. ამ გზით ფიტონციდები დიდ როლს ასრულებენ დაავადებათა პროფილაქტიკაში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ზოგიერთი მცენარის ფიტონციდები "აფრთხობენ" მწერებსა და მღრღნელებს, რომლებსაც დაავადებათა გამომწვევები გადააქვთ. თანამედროვე მეცნიერებამ ზუსტად განსაზღვრა ჰაერის შემადგენლობა. დღეს უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ჰაერის ღირებულება მხოლოდ ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტისა და სხვა აირების პროცენტული შემცველობითა და თანაფარდობით არ განისაზღვრება. სუფთა, ჯანსაღ ჰაერში მნიშვნელოვანი ოდენობით შედის უარყოფითი იონები, ფიტონციდები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. სწორედ მათ შემცველობაზეა დამოკიდებული ადამიანის თვითშეგრძნება, განწყობა, შრომისუნარიანობა და, ზოგადად, ჯანმრთელობა.

მაგალითად, თუ ოთახში ნემსიწვერა გაქვთ, ძალიან კარგია - ამ მცენარის მიერ გამოფრქვეული ფიტონციდები ჰაერის დეზინფექციასა და დეზოდორირებას ახდენენ, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ამცირებს სასუნთქი სისტემის დაავადებათა აღმოცენების რისკს; ბეგონიას ფიტონციდები ოთახში 43%-ით ამცირებენ მიკრობების რაოდენობას, ხოლო ქრიზანთემასი - 66%-ით. იმ შენობაში, სადაც აწყვია ციტრუსები, ხარობს როზმარინი, მირტი, ჰაერი გაცილებით სუფთაა. სადღეისოდ უკვე მეცნიერულად არის დასაბუთებული, რომ ფიტონციდების მფრინავი ფრაქციები ფილტვებიდან საკმაოდ კარგად აითვისება და ორგანიზმს, ვიტამინებისა და ჰორმონების მსგავსად, აუცილებელ ნივთიერებებს აწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ
ფიტონციდებით მდიდარ იასამანს ანტიდიაბეტური, სიცხის დამწევი, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს

გარდა ამისა, ფიტონციდებს ორგანიზმი ბიოლოგიური კომპლექსების შენებისთვისაც იყენებს. ჯერ კიდევ უძველეს იოგებს სწამდათ, რომ ჰაერში არსებობდა ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებსაც ისინი "ენერგიებს" (პრანას) უწოდებდნენ. თანამედროვე მეცნიერებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ასეთი პრანა ფიტონციდებია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა სარგებლობა მოაქვს ფიტონციდებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები