პირველი დახმარება ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

პირველი დახმარება ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის დროს

პირველი დახმარება ჰიპო- და ჰიპერგლიკემიის დროს
ჰიპოგლიკემია ჰიპოგლიკემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე დაბლა ეცემა. ჰიპოგლიკემიის პირველი ნიშნებია:

* გაღიზიანება;
* შიმშილის გრძნობა;
* კანკალი;
* გულისცემის გაძლიერება;
* სისუსტე, ძილიანობა;





* თავის ტკივილი, თავბრუხვევა;
* მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
* ეიფორია, აღგზნება;
* შფოთვა;
* მომატებული ოფლიანობა;
* არაადეკვატური ქცევა;
* სიფითრე;
* მხედველობის დარღვევა, დიპლოპია (გაორება);
* ენისა და ტუჩების დაბუჟება;
* ინფორმაციის ცუ­დი აღქმა, ყურადღებ­ის გაფანტვა, გონების მო­კრების უუნარობა.

როგორ მოვიქცეთ
ჰიპოგლიკემიის დროს ადამიანის სიცოცხლე პირველი დახმარების სისწრაფეზეა დამოკიდებული. თუ შესაძლებელია, უნდა განისაზღვროს სისხლში
შაქრის დონე. თუ შაქარი სისხლში 5 მმოლ-ზე ნაკლებია, ადამიანს უნდა მივცეთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემ­ცველი პროდუქტები (შაქარი, შაქრის შემცველი წვენი, გლუკოზა ამპულებში ან ტაბლეტებში). 10 წუთში შაქრის დონე ხელახლა უნდა განისაზღვროს. თუ არ აიწია, ნახშირწყლების მიცემა უნდა გაგრძელდეს. თუ ადამიანმა გონება დაკარგა, უნდა გამოვიძახოთ სა­სწრაფო
დახმარება. მან, ვისაც დიაბეტი აქვს, მუდამ თან უნდა იქონიოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტ­ები, რათა მიიღოს ჰიპოგლიკემიის პირველივე სიმპტომების გაჩენისას.

ჰიპერგლიკემია
ჰიპერგლიკემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლში შაქრის დონე მომატებულია. ჰიპერგლიკემიის ნიშნებია:

* პირის სიმშრალე;
* ხშირი შარდვა;
* შიმშილის გრძნობა;
* მხედველობის დაბინდვა;
* გაღიზიანებადობა;
* გულისრევის შეგრძნება;
* პირიდან აცეტონის სუნი;
* ტკივილი მუცლის არეში;
* თავის ტკივილი;
* წონის დაქვეითება.

როგორ მოვიქცეთ

პირველი დახმარება შაქრის დონის დაწევისკენ უნდა იყოს მიმართული. აუცილებელია ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ინექცია - არა უმეტეს 2 ერთეულისა. 2-3 საათის შემდეგ შეიძლება კიდევ 2 ერთეული ინსულინის გაკეთება. ასეთი რეჟიმით თავიდან ავიცილებთ სისხლში შაქრის დონის მკვეთრ დაცემას. სასურველია შაქრის დონის კონტროლიც. თუ ის მაღალი რჩება, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ხანძრისას არა მხოლოდ ღია ცეცხლია საშიში. აალებული მასალების კვამლი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას
ყველა ჩვენგანს აგვიტანია ტკივილი. ხანდახან, ძალიან დიდხანსაც. მაგრამ არსებობს ტკივილის სახეობა, რომლის მოთმენაც არ შეიძლება, რადგან მათ წარმოშობას სიცოცხლისთვის საშიში მიზეზები აქვს.
მთელს მსოფლიოში 12 სექტემბერს პირველადი სასწრაფო დახმარების აღმოჩენის დღე (World First Aid Day) აღინიშნება. 2000 წლიდან მოყოლებული, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე შაბათს ტარდება.
ბენზინის ზოგიერთ სახეობას ანტიდეტონატორის სახით ამატებენ ეთილის სითხეს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს საკმაოდ მომწამვლელ ტეტრაეთილტყვიას (მეტალოორგანული შენაერთი). ეთილირებული ბენზინი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს.
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად