რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ამინდის ცვლილებამ შეიძლება გააუარესოს ართრიტი - მითია თუ რეალობა - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ამინდის ცვლილებამ შეიძლება გააუარესოს ართრიტი - მითია თუ რეალობა

    არსებობს ორი ტიპის ართრიტი: ოსტეოართრიტი(OA) და რევმატიოდული ართრიტი.(RA). OA - ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, მას იწვევს იმ ხრტილის ცვეთა, რომელიც მდებარეობს სახსრებს შორის. RA-ართრიტი იწვევს სახსრებისა და კუნთების ტკივილს, აგრეთვე გალენას ახდენს შემაერთებელ ქსოვილზე, მყესებსა და ფიბროზულ ქსოვილზე.

    ართრიტი არ არის იშვიათი მდგომარეობა. OA არის ხანდაზმულებში ინვალიდობის ძირითადი მიზეზი, რომელიც გავლენას ახდენს გლობალური მოსახლეობის დაახლოებით 7%-ზე, რაც უტოლდება 500 მილიონზე მეტ ადამიანს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სანდო წყაროს მიხედვით, RA ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ ის მაინც ახდენს გავლენას მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 0.3-1%-ზე. ის ასევე უფრო ადრე ჩნდება, ვიდრე OA - ჩვეულებრივ, 20-დან 40 წლამდე. მას შეუძლია სერიოზულად იმოქმედოს ყოველდღიურ საქმიანობაზე.

    OA და RA-ს გარდა, არსებობს ართრიტის რამდენიმე სხვა ფორმა, მათ შორის:

    არასრულწლოვანთა ართრიტი:

    პოდაგრა:

    ინფექციური და რეაქტიული ართრიტი: ეს არის ინფექციით გამოწვეული სახსრების ანთება.

    ფსორიაზული ართრიტი: ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს ფსორიაზის მქონე ადამიანების თითქმის მესამედზე.

    სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ მცდარ წარმოდგენას ართრიტის შესახებ.

    1. მხოლოდ ხანდაზმულებს უვითარდებათ ართრიტი

    მართალია, ართრიტი უფრო გავრცლებული ხანდაზმულებშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ამ დაავადებისგან დაცულები არიან.

    2. თუ სახსრები გტკივა, ეს აუცილებლად ართრიტია

    ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სახსრების ტკივილი ყოველთვის ართრიტის მომასწავლებელი არ არის.

    3. ადამიანებს, რომელთაც ართრიტი აწუხებთ, არ უნდა ივარჯიშონ.

    ვარჯიში პირიქით, გეხმარებათ სახსრების სიძლიერის შენარჩუნებაში

    4. ართრიტის პრევენცია არ არსებობს

    ეს ნაწილობრივ მითია. მაგალითად ჭარბი წონის ადამიანები რისკის ქვეშ არიან, რომ მუხლზე OA ართრიტი განუვითარდეთ, მაგრამ თუ ისინი შეინარჩუნებენ ნორმალურ წონას, მისი გამწვავების რისკიც მინიმუმამდე ჩამოვა.

    თამბაქოს მოწევა ასევე ასოცირდება RA-ს განვითარების რისკთან. მოწევის თავის დანებება შეამცირებს რისკს.

    5. ამინდის ცვლილებამ შეიძლება გააუარესოს ართრიტი

    მუდმივად ამტკიცებენ, რომ წვიმა და ნესტი დიდ გავლენას ახდენს ართრიტზე, მაგრამ ეს არის მითი.

    ავტორი: ია რომანაძე