/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის მეთოდები

რა არის ბართოლინიტი და მისი გამომწვევი მიზეზები

ბართოლინიტი საშოს შესავალთან არსებული ბართოლინის ჯირკვლის ჩირქოვანი ანთებაა.

მას უმეტესად გონოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა მიკროორგანიზმები იწვევს, მათ შორის - ნაწლავის ჩხირი, ასევე - შერეული ინფექცია. ბართოლინიტის დროს პათოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ ჯირკვლის გამომტან სადინარს და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს.

ბართოლინიტი უმთავრესად ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო ვითარდება. მის მიზეზად შეიძლება იქცეს ვენერული დაავადებაც. ზოგჯერ ის ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაშიც აღმოცენდება (ავიტამინოზის, სტრესის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს და სხვა). გართულებად გვევლინება ქირურგიული ოპერაციებისა და აბორტების შემდეგ. ბართოლინის ჯირკვლების ძირითადი ფუნქცია ლორწოს შემცველი სეკრეტის გამომუშავებაა. ეს სეკრეტი ატენიანებს საშოს ლორწოვან გარსს და მას სიმშრალისაგან იცავს.

ბართოლინის ჯირკვლების ფუნქციობა დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებზე. მაგალითად, მენსტრუაციის წინა პერიოდში ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა იმატებს, საკუთრივ მენსტრუაციის დღეებში იკლებს, კლიმაქსისა და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ პერიოდში (მაგალითად, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ამოკვეთის შემთხვევაში) კი პრაქტიკულად წყდება. ამ უკანასკნელის გამო საშოს ლორწოვანი გარსი შრება, რაც ხშირად ნახეთქების წარმოქმნასა და ქავილს იწვევს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ:

  • მწვავე ბართოლინიტს;
  • ქრონიკულ ბართოლინიტს;
  • ცრუ აბსცესს (ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი - ჩირქოვანი კანალიკულიტის ანუ სადინარის ანთების დროს, ისე მეორეული - ადრე ჩამოყალიბებული კისტის დაჩირქების გამო განვითარებული);
  • ჭეშმარიტ აბსცესს (აბსცესი კაფსულით შემოფარგლული ჩირქგროვაა).

ბართოლინიტის სიმპტომები

თავდაპირველად ვითარდება ბართოლინის ჯირკვლის გამომტანი სადინარის ანთება (კანალიკულიტი), რომელსაც გამომტანი სადინარის სანათურის შეწითლება ახასიათებს (ეს უკანასკნელი საშოს შესავალთან, მცირე სასქესო ბაგეზე მდებარეობს). ჩნდება უმნიშვნელო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. კანი მცირე სასქესო ბაგეზე გამომტანი სადინარის სანათურის არეში უმნიშვნელოდ რბილდება. ამასთან, შესაძლოა გადიდებული სადინარი ხელით ისინჯებოდეს. ბართოლინის ჯირკვლის ანთება, წესისამებრ, ცალმხრივია ანუ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ცალ მხარეს ვლინდება. გარკვეული ხნის შემდეგ ბართოლინის ჯირკვლის სეკრეტი (გამონაყოფი) სქელდება და გამომტან სადინარს ახშობს. ვითარდება ბართოლინიტი.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ.გამიკეთდა ბერა თითის რეპლანტაცია.თითი მოკვეთილი მქონდა ფრჩხილსა და სახსარს შორის.რა მკურნალობას მირჩევთ ნერვები რომ აღსდგეს?ან თუ არის შანს რომ აღდგეს?</p>

ანთებითი პროცესი ჯირკვლის ქსოვილზეც ვრცელდება. ჯირკვლის ანთება შესივებით (ინფილტრაციით) იწყება. საყურადღებოა, რომ ამ სტადიაზე ბართოლინიტი შესაძლოა დასრულდეს - ანთებითი პროცესი თავისთავად ჩაცხრეს და ინფილტრატი გაიწოვოს. თუ თვითგანკურნება არ მოხდა, მაშინ ბართოლინის ჯირკვლის სადინარი დაიცობა, რაც დასაბამს მისცემს კისტის ან აბსცესის განვითარებას. ბართოლინიტის დროს ანთებადი ჯირკვალი ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) მტკივნეულია. ქალს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებს, დისკომფორტს შეიგრძნობს სიარულის, სქესობრივი აქტის დროს. თუ ანთებითი პროცესი ჯირკვალსა და მიმდებარე ქსოვილებზე გავრცელდა, ყალიბდება ჭეშმარიტი (პირველადი) აბსცესი.

ცრუ აბსცესის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, მეორეულად ხდება. მას ადრე არსებული კისტის დაჩირქება უდევს საფუძვლად. ჯირკვალი საგრძნობლად დიდდება. მისმა დიამეტრმა შესაძლოა 5 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. მწვავე ბართოლინიტს თან ახლავს ცხელება. ტემპერატურა ზოგჯერ 40 გრადუსამდეც კი იმატებს. ამასთან ერთად შეინიშნება ზოგადი სისუსტე, ლოკალურად - სიწითლე. მძიმე მიმდინარეობისას რეგიონული ლიმფური კვანძები დიდდება. ვლინდება ფლუქტუაციის სიმპტომი: ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) ჯირკვლის შიგნით შეიგრძნობა თხევადი შიგთავსის - ჩირქის გადაადგილება. ყველაზე ხშირად ხდება აბსცესის თვითგახსნა, ჩირქი გარეთ გამოდის და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება, ტემპერატურა იკლებს და სასქესო ბაგის მტკივნეულობა ქრება. მწვავე ბართოლინიტი ზოგჯერ ქრონიკულში გადაიზრდება.

როგორც სხვა ქრონიკულ პათოლოგიებს, ქრონიკულ ბართოლინიტსაც ახასიათებს გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა. გამწვავებას იწვევს მენსტრუაცია, გაციება, ორგანიზმის დასუსტება და სხვა ინფექციების გააქტიურება. რემისიის პერიოდში დაავადებას თან არ ახლავს ნეგატიური სიმპტომები, ხოლო გამწვავების პერიოდში ქალი უჩივის უმნიშვნელო ტკივილს დაზიანებული ჯირკვლის არეში, უსიამოვნო შეგრძნებებს სქესობრივი კონტაქტისა და სიარულის დროს.

მკურნალობა

ადრეულ სტადიაში ბართოლინიტის მკურნალობა ანთებითი პროცესის კუპირებას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და სიცივის გამოყენებას, მოსვენების რეჟიმის დაცვას. პროცესის პროგრესირებისა და აბსცესის ჩამოყალიბების შემთხვევაში ამ უკანასკნელის გახსნასა და დრენირებას მიმართავენ. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას (გამწვავების გარეშე) რეკომენდებულია 38-39 გრადუსი ტემპერატურის გვირილის ნაყენის 20-წუთიანი მჯდომარე აბაზანები, აგრეთვე - ფიზიოთერაპიული სეანსები (მაგალითად, მაღალსიხშირული მაგნიტოთერაპია ან მოკლეტალღური ულტრათერაპია).

კისტის განვითარების შემთხვევაში დაზიანებულ ჯირკვალს ხშირად ამოკვეთენ. ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას ათასგვარი მალამოთი თუ სხვა მედიკამენტებით! აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს, რომელიც დაადგენს დაავადების ფორმას, გაარკვევს მისი მიმდინარეობის თავისებურებებს და სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.

კომენტარები (1)
ნანა
გამარჯობათ .თვითმკურნალობით როგორ შევძლო ვერ ვახერხებ გენეკოლოგთან მისვლას არ ვიმყოფები საწართველოში
თარიღი : 24-08-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ბართოლინიტი და მისი გამომწვევი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები