გინესის წიგნის სამედიცინო რეკორდები

(დენგეს ცხელება, ვირუსული დაავადება, რომელიც მოსკიტებს გადააქვთ) და მისი უფრო მძიმე ფორმა - ჰემორაგიული ტროპიკული ცხელება. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ზოლში ამ პათოლოგიით დაავადებული 275 000 ადამიანზე მეტია აღრიცხული. სიტყვა "სავარაუდო", მართალია, გინესის რეკორდების წიგნს არ უხდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამერიკის კონტინენტის ეს ნაწილი გაუვალი ჯუნგლებით არის დაფარული, რაც ძალიან ართულებს დაავადების ნამდვილი გავრცელების დადგენას. ზემოთ მოყვანილი რიცხვი მიახლოებითია. როგორც ექსპერტები ამბობენ, დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია.
სიკვდილის ძირითადი მიზეზი
განვითარებულ ქვეყნებში ასიდან 50 და მეტ შემთხვევაში ადამიანები გულისა და სისხლძარღვების დაავა-დებებით იხოცებიან. სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი ათეროსკლეროზით გამოწვეული ინფარქტი და ინსულტია.
უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი
განვითარებულ ქვეყნებში უეცარი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი და გულის ყველაზე გავრცელებული პათოლოგია იშემიური დაავადებაა. შესაბამისად, ადამიანისთვის ყველაზე დიდ საშიშ-როებას სიგარეტის წევა, მაღალი არტერიული წნევა და საკვებში ქოლესტერინის უხვი შემცველობა წარ-მოადგენს. თუ ამ რისკფაქტორებს მინიმუმამდე შევამცირებთ, იშემიური დაავადების განვითარების რისკიც მკვეთრად დაიკლებს. ინფარქტის შემდეგ უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი (80%-მდე) გულის პარკუჭების ფიბრილაცია ანუ მისი უწესრიგო არითმიული შეკუმშვებია.
ყველაზე ხშირი ეპიდემია
დაფნის გვირგვინოსანი, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსია. უფრო ზუსტად, A, B და ჩ ვირუსები, რომე-ლთაც სამი ქვეჯგუფი აქვთ - A0, A1 და A2. დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა ვირუსებს ერთმანეთთან სხვა არაფერი აკავშირებთ, ამიტომ ერთ-ერთი მათგანით დასნებოვნება მეორის მიმართ იმუნიტეტს არ ტოვებს. ხშირად გრიპის ეპიდემიები მსოფლიოს ტალღისებურად გადაუვლის.
ხვრინვა
ხვრინვის დროს ყველაზე ძლიერი ხმაური, კერძოდ, 93 დეციბელი, დაფიქსირდა 1993 წლის 24 მაისს შვედეთის ქალაქ კუმალის რაიონულ საავადმყოფოში (ეს მშრალი ინფორმაცია მკითხველისთვის ადვილად გასაგები რომ იყოს, გეტყვით, რომ ზემოთ აღნიშნული სიმძლავრის ხმაურს სახანძრო მანქანის მთელ ხმაზე ჩართული სირენა გამოსცემს). კარე ვალკერტი, რომელიც ამ ხმას გამოსცემდა, მთელი საათის განმავლობაში აზანზარებდა საავადმყოფოს სამი სართულის კედლებს.
საგნების მყლაპავი
2533 უცხო სხეული, მათ შორის 947 ინგლისური ქინძისთავი, აღმოაჩინეს 1927 წლის ივნისში 42 წლის ქალბატონის კუჭში, რომელიც ყლაპვის დაუძლეველი სურვილით იყო დაავადებული, ექიმს კი "მუცლის ყრუ ტკივილის" გამო მიმართა. ყველაზე მძიმე საგანი, რომელიც კი ოდესმე ადამიანის კუჭიდან ამოუღიათ, გახლდათ 2,35-კილოგრამიანი თმის გორგალი. ეს პაციენტიც, ოცი წლის გოგონა, ყლაპვის დაუძლეველი სურვილით იყო შეპყრობილი. გორგალი 1895 წლის 30 მარტს ამოიღეს სამხრეთ დევონისა და აღმოსავლეთ კორნუოლის (დიდი ბრიტანეთი) საავადმყოფოს ექიმებმა.
ადამიანის უჯრედი
ძალიან უცნაურია, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ 40 წლის წინ გარდაცვლილი ჰენრიეტა ლაკეს სხეულის უჯრედები ჯერ კიდევ ცოცხლობს. ბოლო ხანს მათგან გამოყოფილ იქნა ერთი ცოცხალი უჯრედი, რომელსაც ქრომოსომა-11 არ გააჩნია. ეს უკანასკნელი, როგორც რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, სიმსივნეების წარმოქმნის პროცესს თრგუნავს. ფაქტობრივად, ეს უჯრედი უკვდავია და სამედიცინო-ბიოლოგიური გამოკვლევებისთვის მეტად ძვირფას ობიექტს წარმოადგენს.
ყველაზე მეტი მიღებული სისხლი
50 წლის უორენ ჯირიჩს, რომელიც ჰემოფილიით არის დაავადებული, 1970 წლის დეკემბერში ჩიკაგოს საავადმყოფოში გულის ოპერაციის დროს გადაუსხეს 2400 დონორის სისხლი, რომლის საერთო ოდენობა 1080 ლიტრი გახლდათ. დიახ, ერთი ტონა და ოთხმოცი ლიტრი სისხლი.
ყველაზე ხანგრძლივი ტრაქეოტომია
ლონდონელი უინიფრედ კემპბელს 1906 წელს ხორხში ჩაუდგეს ვერცხლის მილი, რომლითაც ის გარდაცვალებამდე (1992 წლამდე) 86 წლის მანძილზე სუნთქავდა.
ყველაზე ხანდაზმული ქირურგიული პაციენტი
ყველაზე ხანდაზმულ ავადმყოფად, რომელმაც ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, ითვლება ჯეიმს ჰენრი ბრეტ-უმცროსი (ქ. ჰიუსტონი, ტეხასის შტატი, აშშ). 1960 წლის 7 ნოემბერს, როცა ჯეიმსი 111 წლისა და 105 დღისა იყო, მას ბარძაყის ოპერაცია გაუკეთეს.
ყველაზე მეტი გადატანილი ოპერაცია
1954-დან 1994 წლამდე ქალაქ ჩესტერის (სამხრეთ დაკოტის შტატი, აშშ) მკვიდრ ჩარლზ იენსენს 970 ოპერაცია გაუკეთეს ახალწარმონაქმნების ამოსაკვეთად.
პირველი საერთო ანესთეზია
1842 წელს ჯეიმს ვენებლესს (ქ. ჯეფერსონი, აშშ) დოქტორმა კროუფორდ უილიამსონ ლონგმა კისრიდან კისტა ამოჰკვეთა. ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად მან პირველმა გამოიყენა დიეთილ ეთერი.
ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია
ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია, რომელიც 96 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გაუკეთდა ქალაქ ჩიკაგოს (ილინოისის შტატი, აშშ) მკვიდრ ჰერტრუდა ლევანდოვსკის 1951 წლის 4-8 თებერვალს. ქალს საკვერცხის კისტა ამოჰკვეთეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტმა 280-დან 140 კილოგრამამდე დაიკლო წონა.
პირველი გულის გადანერგვა
გულის გადანერგვის ოპერაცია პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს განახორციელა დოქტორმა კრისტიან ნიტლინგ ბარნარდმა ქალაქ კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). მისი პაციენტი, 55 წლის ლუი ბაშკანსკი, ოპერაციიდან 18 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ყველაზე გამძლე გადანერგილი თირკმელი
თირკმლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი ჯოან ლეანორე რემპელს (ქ. რედ-დირა, კანადა) ეკუთვნის. მას თირკმელი 1960 წლის 28 დეკემბერს გადაუნერგეს ქალაქ ბოსტონში (აშშ).
გულის ყველაზე ხანგრძლივი გაჩერება
1987 წლის დეკემბერში ნორვეგიის სანაპიროსთან (ბერგენის რაიონი) მეთევზე იან ეგილ რევსდალი გემიდან ზღვაში გადავარდა, სხეულის ტემპერატურა 24 გრადუს ცელსიუსამდე დაუვარდა და გული გაუჩერდა. იგი გონს 4 (ოთხი) საათის შემდეგ მოვიდა ხეუკელანხის საავადმყოფოში, როცა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატთან მიაერთეს.