გენი, რომელიც არავის ინდობს
- ჰაროლდ უილსონი (1916-1995) - ინგლისის პრემიერ-მინისტრი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში.
- ჰოლანდიის პრინცესა იულიანა (1910-2004) - ტახტზე იჯდა 1948-1980 წლებში. მას შემდეგ, რაც დაავადება აღმოაჩნდა, მთელ დროს ავადმყოფების, ინვალიდებისა და მოხუცებულების მოვლა-პატრონობაში ატარებდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობდა.
- ო. ბენჯამინ დევის უმცროსი (1913-2002) - ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალების პირველი შავკანიანი მფრინავი, ლეგენდარული 332-ე გამანადგურებელი ჯგუფის ლიდერი. მან II მსოფლიო ომის დროს ევროპის თავზე 200 საჰაერო საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 1970 წლიდან მარშალის პროგრამის ფარგლებში ფედერალური ცის დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.
ექსპერტები დღემდე ვერ შეთანხმებულან, ჰქონდა თუ არა უინსტონ ჩერჩილს ალცჰაიმერის დაავადება. ზოგი ამტკიცებს, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი მას მართლაც სჭირდა.
მეცნიერები და მწერლები
- დენის ჰარტი (1930-2005) - ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, თანამედროვე ფსიქიატრიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი, თავისი დროის უდიდესი ფსიქიატრი.
- უილიამ კელი (1923-2006) - უდიდესი ქირურგი, კუჭქვეშა ჯირკვლის პირველი წარმატებული გადანერგვის ავტორი.
- უილიამ სომერსეტ მოემი (1874-1965) - ინგლისელი მწერალი, დრამატურგი და ნოველისტი.
- ჯონათან სვიფტი (1667-1745) - ინგლისელი სატირიკოსი და პოლიტიკური პამფლეტისტი, ინგლისური პროზის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ოსტატი. მისი ნაწარმოებები დღესაც იბეჭდება, ყველაზე ხშირად კი "გულივერის მოგზაურობა".
- აირის მერდოკი (1919-1999) - ინგლისელი მწერალი, რომანების "ველური ვარდისა" და "შავი პრინცის" ავტორი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ლიტერატურული პრემიის ექვსგზის ნომინანტი.
ხელოვნების მოღვაწენი
- ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) - ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის არანაკლებ ცნობილი ვაჟი, ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი. ჯორჯ გერშვინსა და რიჩარდ როჯერსთან ერთად მან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საბალეტო დასი შექმნა.
- მორის რაველი (1875-1937) - ფრანგი კომპოზიტორი, ცნობილი "ბოლეროს" ავტორი.
მსახიობები
- რიტა ჰეივორდი (1918-1987) - II მსოფლიო ომის წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სექსუალური მსახიობი. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ყოველწლიურად სოლიდურ თანხას ურიცხავს ალცჰაიმერით დაავადებულთა დამხმარე ასოციაციას.
- ჩარლტონ ჰესტონი (1924-2008) - ცნობილი ფილმების: "ათი მცნების", "ბენ გურის", "ელ სიდის" გმირი, ოსკარის ორგზის მფლობელი.
- ჩარლზ ბრონსონი (1921-2003) - "შესანიშნავი შვიდეულის", "დიდი გაქცევისა" და სხვა ფილმების გმირი. იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, თუმცა ალცჰაიმერით იყო დაავადებული.
- ბერჯეს მერედიტი (1908-1997) - პინგვინი ფილმში "ბეთმენი" და ჭაღარა მწვრთნელი ფილმში "როკი".
- ვინსენტ მინელი (1903-1986) - ცნობილი კინორეჟისორი, ლაიზა მინელის მამა.
- უ. ჰორვარდ კოხი (1917-2001) - კინოსტუდია Paramount Pictures-ის პრეზიდენტი, ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი.
სპორტსმენები
- ბეტი შვარცი (1911-1999) - პირველი ქალი, რომელმაც 1928 წელს ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
- სენდი შორნიკი - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კრივში. 1990 წელს დაჯილდოვდა მსოფლიო კრივის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.
- ფლოიდ პეტერსონი (1935-2006) - მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კრივში.
- რეი რობინსონი (1921-1989) - ყველა დროის საუკეთესო მოკრივე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.
- ფერენც პუშკაში (1927-2006) - ცნობილი უნგრელი ფეხბურთელი.