პროფესიული რეკორდები

14 წლის განმავლობაში საკუთარი ხელით 780 ათასი ქვეწარმავლისგან 3960 ლიტრი შხამი მოიპოვა და ამ ხნის მანძილზე მისთვის არც ერთ გველს არ უკბენია.
ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო სტაჟი
იზიუმიმ 98 წელი იმუშავა. 1872 წელს მან მწყემსად დაიწყო მუშაობა ისინის (ტოკუსიმას პრეფექტურა, იაპონია) შაქრის ქარხანაში, შემდეგ ფერმერი გახდა და შაქრის ლერწმის მოყვანას მიჰყო ხელი. მუშაობას მან 1977 წელს, 105 წლის ასაკში დაანება თავი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ყველაზე ხანგრძლივი საპენსიო სტაჟი
მისის მილისენტ ბერკლი 1872 წლის 10 ივლისს დაიბადა. სამი თვის შემდეგ, როდესაც მამამისი, პოლკოვნიკი უილიამ ბერკლი გარდაიცვალა, მისის მილისენტი აღრიცხვაზე აიყვანა მადრასის საპენსიო ფონდმა, რომელიც ვალდებული გახლდათ, გათხოვებამდე ეხადა მისთვის პენსია. მისის ბერკლი 1969 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის 97 წლისა და სამი თვის განმავლობაში იღებდა პენსიას.
ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე
ერთ ადგილზე მუშაობის სარეკორდო სტაჟი ეკუთვნის პოლ გედსბის. 9 წლის ასაკში მან არჩიბალდ ტერნერის ფაბრიკაში (ქალაქი ლესერი, დიდი ბრიტანეთი) დაიწყო მუშაობა. 1932 წელს, 95 წლის ასაკში, ის ჯერ კიდევ მუშაობდა დამფასოებლად. იმ დროისთვის მისი სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობა 86 წელი გახლდათ.
რეკორდული ქორწინება
სერ თემულჯი ბხიკაი ნარიმანი და ლედი ნარიმანი 87 წლის მანძილზე (1853-დან 1940 წლამდე) ცხოვრობდნენ ერთად. ისინი ხუთი წლის ასაკში დააქორწინეს.
ქორწინებათა რეკორდული რიცხვი
მონოგამიის კანონებით მცხოვრებთა შორის ქორწინებათა რეკორდული რიცხვი ყოფილი ბაპტისტის გლინ (სკოტი) ვულფის (კალიფორნიის შტატი, აშშ) ანგარიშზეა. პირველად იგი 1927 წელს დაქორწინდა. ახლახან გლინი 28-ე ცოლს გაშორდა იმ იმედით, რომ ცხოვრების ახალ თანამგზავრს იპოვის. საკუთარი ანგარიშით, გლინ ვულფს საერთო ჯამში 41 შვილი უნდა ჰყავდეს. ლინდა ესექზის ანდერსონი (ინდიანის შტატი, აშშ) 22-ჯერ გახლდათ გათხოვილი. 1957 წლიდან დღემდე მან 15 ქმარი გამოიცვალა. ბოლოს იგი 1991 წელს დაქორწინდა, თუმცა უკვე გაშორებაც მოახერხა. 1949 წლიდან 1981 წლამდე აშშ-ის 27 შტატსა და 14 სხვა ქვეყანაში ვინმე ჯოვანი ვილოტომ, იმავე ფრედი ჯიპმა, იმავე ნიკოლაი პერუსკოვიმ, 104-ჯერ გააფორმა ქორწინების საბუთი.
ყველაზე ხანგრძლივად დანიშნულები
ოქტავიო გულიენი და ადრიანა მარტინესი 67 წლის მანძილზე იყვნენ დანიშნულნი. ისინი 1969 წელს, 82 წლის ასაკში დაქორწინდნენ მეხიკოში (მექსიკა).
ბრწყინვალე მეხსიერება
1838 წელს ბართოლომიუ პარკერ ბიდერი (1809-1849) სადაზღვევო კომპანიის აქტუარიუსი (სპეციალისტი, რომელიც აფასებს სადაზღვევო ტარიფების სიდიდესა და დამზღვევის საიმედოობას სტატისტიკური ინფორმაციისა და მათემატიკური მეთოდების საფუძველზე) გახდა. როდესაც ხანძარმა ფირმის ოფიციალური საბუთები გაანადგურა, მან მახსოვრობით 6 თვეში აღადგინა ისინი. 1996 წლის 6 ივნისს ლონდონის ზოოპარკში დომინიკო ბრაიენმა (დიდი ბრიტანეთი) 38,29 წამში დაიმახსოვრა აჭრილ ბანქოში კარტების თანამიმდევრობა. 1996 წლის 24 ივნისს ქალაქ ნიაგარა-ფოლსის (კანადა) გინესის რეკორდების მსოფლიო მუზეუმში დეივ ფეროუმ (აშშ) შეძლო, ერთმანეთში არეულ 52 შეკვრა ბანქოში (სულ - 2704 სხვადასხვა მასტის ქაღალდი) ყველა კარტის თანამიმდევრობის დამახსოვრება. მან მხოლოდ ერთხელ, ისიც სწრაფად, გადაავლო თვალი ბანქოს და თანამიმდევრობის ჩამოთვლისას მხოლოდ 6 შეცდომა მოუვიდა. იტალიელმა დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ (1867-1957 წლები) ერთხელ მეხსიერებით აღიდგინა ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების პარტია, რადგან პარტიტურის ვერც ერთი ეგზემპლარის მოძებნა რატომღაც ვერ მოხერხდა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა მხოლოდ ერთხელ მოისმინა ალეგრის "მიზერერე" (ეს ცხრანაწილიანი ნაწარმოები წელიწადში ერთხელ სრულდებოდა) და მისი მთელი პარტიტურა მეხსიერებით დაწერა. სხვათა შორის, ამის შედეგად მოცარტი - რა თქმა უნდა, ხუმრობით - იქცა ადამიანად, რომელმაც პირველად შექმნა არალეგალური მუსიკალური ასლი. რუმინელი მევიოლინე და კომპოზიტორი ჯორჯ ენესკუც (1881-1955) მუსიკალური ნაწარმოებების დამახსოვრების არაჩვეულებრივ უნარს ფლობდა. მან ერთხელ მოისმინა რაველის ახალშექმნილი სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და მეხსიერების წყალობით აბსოლუტურად ზუსტად ჩაწერა პიესის მუსიკალური ტექსტი. სამხრეთაფრიკელმა და საერთაშორისო პოლიტიკურმა მოღვაწემ იან ქრისტიან სმეტსმა (1890-1950) სიკვდილამდე (მიაქციეთ ყურადღება, მან სულ სამოცი წელი იცოცხლა) ზეპირად ისწავლა 5 ათასი წიგნი. 1974 წლის მაისში ბჰანდანტა ვისიტამბ ვუმსმა (1911-1993) რანგუნში (მიანმა, ყოფილი ბირმა) ზეპირად წაიკითხა ბუდისტური კანონიკური ტექსტების 16 ათასი გვერდი. ორმა ცნობილმა გერმანელმა მათემატიკოსმა - გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა (1646-1716) და ლეონარდ ეილერმა - ზეპირად იცოდა ვირგილიუსის "ენეიდა". ფრანგ ფიზიკოსს ანდრე მარი ამპერს (1775-1836) შეეძლო, წაკითხვიდან 50 წლის შემდეგაც კი ზეპირად წარმოეთქვა ვრცელი ნაწყვეტები ენციკლოპედიებიდან, რომლებიც სხვადასხვა თემას, მაგალითად, ჰერალდიკასა და შევარდნებით ნადირობას ეხებოდა. ინგლისელი ისტორიკოსი და ესეისტი თომას მაკოლეი (1800-1859) 15 წლის ასაკში ზეპირად კითხულობდა მილტონის ეპიკური პოემის "დაკარგული სამოთხის" ათივე წიგნს.
მათემატიკური შესაძლებლობები
1995 წლის თებერვალში ტოკიოელმა ჰორიუკი გოტომ მეხსიერებით დაასახელა პი რიცხვი 42195 ნიშნის სიზუსტით. რეკორდი დაფიქსირებულ იქნა ტოკიოს რადიომაუწყებლობის ცენტრში. იმავე წელს ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა იასუმასა კანადაიზმა პი რიცხვის მნიშვნელობა 6442450000 ნიშნის სიზუსტით გამოითვალა. მოგვიანებით მან გამოიყენა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა და ორი სხვადასხვა მეთოდით მოახდინა დამოუკიდებელი გამოთვლა. სამივე გამოთვლამ ერთი და იგივე შედეგი აჩვენა.