/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი ადამიანი მადლს იღებს და განიწმინდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი ადამიანი მადლს იღებს და განიწმინდება

საჭიროა განახლდეს მისი შინაგანი სიწმინდე, სისუფთავე. აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი მორწმუნე ადამიანი მადლს იღებს და განიწმინდება. ყველა უბედურების მიზეზი ცოდვაა. სამოთხე ცოდვების გამო დავკარგეთ.

ცოდვილი ცხოვრება ხშირად ჯანმრთელობის გაუარესებით იჩენს თავს. სამოთხეში სრული ჰარმონია იყო ბუნებასა და ადამიანებს შორის, მაგრამ რაც მეტი ადამიანი ჩავარდა ცოდვაში, მით უფრო გაუხეშდა და გამკაცრდა ბუნება.

  • ბევრი განსაცდელის, ავადმყოფობის დროს იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას...

- როცა ადამიანი ავად ხდება, თუ საღად მოაზროვნე და მართლმორწმუნეა, ეკლესიაში, მოძღვართან მიდის და ცდილობს, აღსარებით, ზიარებით მიიღოს შვება, კურნება. ვინც მძიმე სნეულებაშია და ვერ ახერხებს ტაძარში სიარულს, მასთან შინ მივდივართ და იქ ვაზიარებთ. როგორც შეუძლიათ, ისე ამბობენ აღსარებას. გულდასმით ვუსმენთ, ვუკითხავთ შენდობის ლოცვას და შემდეგ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვაზიარებთ.

არის შემთხვევები, როცა ძალიან მძიმე ავადმყოფთან მივსულვართ, იმდენად მძიმესთან, რომ გონებაზე მყოფს ლაპარაკის თავი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში ვუხსნით, რომ შეუძლია, ჩვენს კითხვებზე თვალების დახუჭვით დაგვეთანხმოს ან თავის ოდნავი გაქნევით უარყოს. ვეკითხებით: ეს ცოდვა ჩაგიდენია? ასე იყო? - და ის გვანიშნებს, ჩააუდენია თუ არ ჩაუდენია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, ავადმყოფს თავის გაქნევის ძალაც არ ჰქონია და უბრალოდ მიკითხავს: ცოდვილი ხარ? აღიარებ, რომ ხარ ცოდვილი? კი, ვაღიარებ, - უპასუხია მას, ეს ჩამითვლია აღსარებად და მიზიარებია.

  • როცა ჩვილი მძიმე მდგომარეობაშია, შეიძლება მისი ზიარება?

- თუ ჩვილი მომაკვდავია, ხელოვნურ სუნთქვაზეა და პირში მილი აქვს ჩადგმული, ეს ნიშნავს, რომ ზიარება კუჭში ვერ ჩავა. ბავშვი წმინდაა, ღმერთმა უშველოს, ღმეთრმა გამოაჯანმრთელოს. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობელი მას ატარებს ეკლესიაში, აზიარებს და იმ ზიარებით და სულიწმიდის მადლის მიღებით ისიც ნელ-ნელა გახდება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.

მონათლული ჩვილი ანგელოზია, თუ გნებავთ, ყოველდღე აზიარეთ. როგორ შეიძლება, მას დანაშაული ჰქონდეს და უღირსად ეზიაროს? ხშირად, მძიმე ავადმყოფებს რომ ვაზიარებთ, მათ არც ეკუთვნით ზიარება არაეკლესიური ცხოვრების გამო, მაგრამ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს - უზიარებელი წავიდეს ამ ქვეყნიდან? მე ხომ პასუხისმგებლობას ვიღებ მასზე? ამას წინათ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კითხვაზე აზრიანი პასუხი გამცა, როგორც კი შევეკითხებოდი: ცოდვილი ხარ? - მაშინვე უარყოფდა. ვერაფრით ვათქმევინე აღსარება. ბოდიში მოვუხადე და არ ვაზიარე. სინანულის ნატამალიც ვერ დავინახე მასში. გარკვეული ხნის შემდეგ გარდაიცვალა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვიცადე - შანსი ჰქონდა, ზიარებულიყო და ვერ ვაზიარე.

იოანე კრონშტადტელმა დღესასწაულზე ბევრი ხალხი აზიარა. შემდგომ მან ღვთისგან შეიტყო, რომ მათგან მხოლოდ 36 ჩაითვალა ნაზიარებად. დანარჩენი უფლის წინაშე სულაც არ იყო ნაზიარები.

გამიჭირდება ზიარება იმ სნეულისა, რომელიც გონზეა, მაგრამ უარყოფს ყველაფერს და ამბობს, რომ არაფერი ჩაუდენია, არაფერს ნანობს. მე მონანიეს ჯერ ცოდვის არსზე ვესაუბრები. ბევრმა არ იცის, რომ ადამიანი როცა აღელვებული ან ნაწყენი ლაპარაკობს, ეს უკვე განკითხვაა. როცა ამას ავუხსნი და აღიარებს, რომ ცოდვილია, ჩავთვლი, რომ აღსარება თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ნამდვილი სინანული, ნამდვილი აღსარება, ამით ვკმაყოფილდები - უზიარებელი რომ გარდაიცვალოს, მთელი სიცოცხლე უნდა ვიდარდო, რომ ჰქონდა შანსი, სიცოცხლეში თუნდაც ერთხელ მიეღო წმინდა ზიარება, მე კი უარი ვუთხარი... თუ არ ვაზიარე საღ გონებაზე მყოფი სნეული, ესე იგი, მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი რესურსი ამოვწურე.

ავადმყოფებთან ხშირი ურთიერთობა მიწევს, ისევე როგორც ჩვენი ტაძრის ყველა მოძღვარს. ჩვენი ტაძარი ლუბლიანას 21 ნომერშია, გივი ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში. ამავე შენობაშია ჯოენის კარდიოლოგიური კლინიკა, ყოფილი მიხეილის, ამჟამად მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საავადმყოფო, ტრავმატოლოგიური საავადმყოფო, ირაკლი ციციშვილის სახელობის ახალი ბავშვთა საავადმყოფო. ამ ტერიტორიაზე მრავალი ავადმყოფი იყრის თავს, უამრავი მძიმე პაციენტი მოდის. საავადმყოფოს შენობაში ეკლესია დეკანოზმა ტარიელ კერესელიძემ 10 წლის წინ გახსნა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოდან თბილისში, ამ ტაძარში გადმოვედი. ხშირად გვიწევს ავადმყოფების ზიარება. საავადმყოფოს პირობებში მაინც მეტი სირთულეა. ერთმა მოსანათლმა ქალბატონმა იმშობიარა და სიკვდილის პირას იყო. ახალნამშობიარები მოვნათლე და მალევე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი დღენაკლული დაიბადა, მაინც გადარჩა.

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დიდებულ და დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი დიდებული, დალოცვილი წინაპრები გვყავდა, ვისი წყალობითაც ჩვენმა სამშობლომ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება.