"მხოლოდ ეკლესიას შეუძლია უფლის მადლით განკურნება” - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

"მხოლოდ ეკლესიას შეუძლია უფლის მადლით განკურნება”

"მხოლოდ ეკლესიას შეუძლია უფლის მადლით განკურნება”

(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)

  • ”ვინ შეძლებს, უწამლოს შეცდომილ ადამის ძეს და განკურნოს სალმობანი სულისა მისისანი, თუ არა ეკლესია, რომელი არს სხეული იესო ქრისტესი, უფლისა ჩვენისა - გზისა, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა”.
  • ”ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო, ხატია ღვთისა და მასში ამ ხატს ვერავინ წაშლის. მაშასადამე, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, რათა მისი უკვდავი სული გადაარჩინო. ამიტომაცაა ქრისტიანული სიყვარული თავისი არსით ღვთაებრივი. სიყვარული მუსულმანებმაც იციან, იუდეველებმაც და საერთოდ ურწმუნოებმაც, მაგრამ მათი სიყვარული ვიწროა, რადგან ამ
    პრინციპით უყვართ: მიყვარს ის, ვისაც მე ვუყვარვარ. ქრისტიანულმა სიყვარულმა კი საზღვრები არ იცის, ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს. პირველი საუკუნეების ქრისტიანები სწორედ ამგვარი სიყვარულის ცოცხალ მაგალითებს წარმოადგენდნენ. როცა რომის იმპერიაში რომელიმე საშინელი სენი გავრცელდებოდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა, ქრისტიანები, მიუხედავად იმისა, რომ მათგან დევნისა და
    შეურაცხყოფის გარდა არაფერი ახსოვდათ, საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ფასად იმ წარმართებსაც უვლიდნენ, რომელნიც სენის გადადების შიშით პატრონებს სახლებიდან გამოჰყავდათ და ქუჩებში ტოვებდნენ”.

 

  • ”მხოლოდ ეკლესიას შეუძლია უფლის მადლით განკურნება სენისა, შემსუბუქება ტანჯვისა”.

 

  • ”როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისთვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ. ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება. უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით - დავითნის წაკითხვას”.

 

  • ”მინდა მოგითხროთ რუმინეთის დედოფლის ელისაბედის ამბავი, რომლის გულმოწყალებასა და სიკეთეს საზღვარი არ ჰქონია. დედოფალი თვითონ მიდიოდა ყველასთან, ვისაც კი უჭირდა და, რაც მთავარია, არც იმათ მონახულებას ერიდებოდა, რომელნიც გადამდები სენით იტანჯებოდნენ. რაც მეტს აკეთებდა, სიკეთის სამსახურის სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა, მაგრამ სულიერ კიბეზე ზეაღსვლას თან ერთი საშიშროებაც ახლავს: ძალიან საშიშია, რომ ამ დროს ადამიანის სულსა და გონებაში ამპარტავნება არ დაიბადოს, ანუ არ იფიქროს, რომ მართლა რაღაც გააკეთა. ერთხელ ლოცვისას დედოფალმა უფალს გაჭირვებულთა საშველად განსაკუთრებული ძალა სთხოვა. ღმერთმა ისმინა მისი და ავადმყოფების განკურნების მადლი უბოძა. ვინც მძიმე სნეულებით იყო შეპყრობილი და მასთან მისვლას ვერ ახერხებდა, ელისაბედი თვითონ მიდიოდა მასთან. მაგრამ მის თავს საოცარი რამ ხდებოდა: სხვას რომ შველოდა და კურნავდა, თვითონ ხდებოდა ცუდად, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებოდა. ერთხელ იგი შინ გაჰყვა გამწარებულ დედას და მისი ვაჟი სასიკვდილო სნეულებისაგან იხსნა. სასახლეში რომ დაბრუნდა, ელოდა, რომ ავად შეიქმნებოდა, მაგრამ თავს ბევრად დიდი უბედურება დაატყდა - ავად საყვარელი შვილი გაუხდა, რომელსაც ვერაფრით უშველა. შვილის გარდაცვალების შემდეგ მის რწმენას ბზარი გაუჩნდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ღვთის სამართლიანობაში ეჭვი შეეპარა. ლოგინად ჩავარდნილმა დედოფალმა არათუ სხვისი შემწეობის, არამედ ლოცვის ძალაც დაკარგა. ერთხელ, როცა ჩაეძინა, მან თავისი ვაჟი იხილა, რომელიც საწოლთან ჩამოუჯდა და უთხრა, რომ სატირალი არაფერი ჰქონდა, რადგან თავისი ლოცვითა და კეთილი საქმეებით - შვილს ბედნიერება მოუტანა და სასუფეველში დაამკვიდრა და რომ ისინი მალე ერთად იქნებოდნენ. დედოფალს ღვთის მადლით ისევ დაუბრუნდა სარწმუნოება, ძალა მოიკრიბა და ისევ განაგრძო თავისი საქმე - გაჭირვებულთა შემწეობა, ოღონდ განკურნების მადლი დაკარგა, რადგან ღვთის არსებობაში - თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც - ეჭვი შეეპარა”.

 

  • ”როცა ადამიანი უფალს სთხოვს, მაგრამ ამ დროს მისი გონება ეჭვით არის შეპყრობილი, რომ სათხოვარი შეიძლება არ აუსრულდეს, - რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რწმენას სიმტკიცე აკლია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუკი მისი სათხოვარი უფლისათვის მისაღები და სათნოა და მას სრული რწმენით ითხოვს, აუცილებლად აუსრულდება. ქრისტეს, რომელიც ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა, განსაკურნავად ვინმე განრღვეული მიუყვანეს, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო შიგ შეყვანა ვერ მოახერხეს. საბედნიეროდ, იმდენად დიდი იყო რწმენა, რომ სახლს სახურავი აეხადა და სნეული სარეცლით ჩაუშვეს უფლის წინაშე. უფალმა ავადმყოფი მაშინვე კი არ განკურნა, არამედ უთხრა, რომ ცოდვები მიეტევებოდა. სინამდვილეში კი ეს ერთი და იგივე იყო, მაცხოვარმა, უპირველეს ყოვლისა, ცოდვების მიტევებით მისი სული განკურნა. იქ მდგომმა ადამიანებმა ვერ გაიგეს, რა მოხდა და გაიფიქრეს: ვინ არის ეს, ცოდვებს რომ მიუტევებს, რადგანაც ცოდვების მიტევების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვსო. გულთამხილავმა უფალმა მათი ფიქრები გამოიცნო და იკითხა: რა უფრო ადვილი იყო, იმის თქმა, რომ ”მოგეტევოს შენ ცოდვანი შენნი” თუ ”განიკურნე, აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა”. ამ კითხვის დასმით უფალმა იქ მყოფთ მიანიშნა, რომ მათ წინაშე ძე ღვთისა იდგა, რომელსაც ცოდვათა მიტევებაც ხელეწიფებოდა; და როცა სული განკურნა, მერე განკურნა სხეული მისი, რადგანაც ხორციელი სენი ხშირად ცოდვების შედეგს წარმოადგენს. როგორც აქედან ჩანს, სასწაული დიდი და მტიცე სარწმუნოების ჯილდო აღმოჩნდა. სწორედ იგია ერთადერთი ძალა, რომელსაც ყოველი ადამიანის გადარჩენა შეუძლია”.

 

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი იმის შესახებ არის თუ არა აუცილებელი სხვადასხვა სახის აცრები
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად