/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინა და რელიგია

"ეკლესია სულის განსაკუთრებული სავანეა"

ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდანX X X"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სულისა და ხორცისგან შედგება და რომ ორივეს საზრდო სჭირდება, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმეტესწილად ჩვენი სხეულისთვის უფრო ვზრუნავთ, ვიდრე სულისთვის და ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული მიწად უნდა მიიქცეს, ანუ იმად იქცეს, რისგანაც თვითონაა შექმნილი, სული კი, რომელიც უკვდავია, მარადიულად უნდა დაემკვიდროს იქ, სადაც დაიმსახურებს. დიდი მარხვაც იმიტომ დაწესდა, რომ ადამიანმა თავისი სული გაიხსენოს და მისთვის იზრუნოს. წმინდა ანდრია კრეტელის დიდ კანონში არის ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია:

სულო ჩემო, სულო ჩემო, რასა გძინავს. მართლაც რომ სძინავს ადამიანს, მართლაც რომ მისი ინტერესები მიწიერ საგნებზე ზრუნვითაა შემოფარგლული. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი წარმოვიდგენთ, რამდენ დროს ვხარჯავთ სულისთვის და რამდენს - სხეულისთვის. ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და დავინახავთ, რამდენად უფრო დიდი აღმოჩნდება ხორცზე ზრუნვისთვის დახარჯული დრო. მაგრამ საბედნიეროდ, უფალი ხშირად ტკივილით, ტანჯვითა და განსაცდელით გვახსენებს მივიწყებულ სულსა და თავის თავს, გვახსენებს იმას, რომ ყოველი ჩვენგანის საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, სული უნდა იყოს. ზოგიერთს ჰგონია, რომ სულისთვის ზრუნვა მხოლოდ ლოცვასა და მარხვას გულისხმობს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სულზე ზრუნვა პირველ რიგში სიყვარულია, რომელსაც ჩვენ ჩვენს გარშემო მყოფთა მიმართ გამოვავლენთ".

X X X

"მახსენდება ასეთი შემთხვევა: ერთხელ სასაფლაოზე გახლდით და ერთ-ერთ საფლავზე ამოვიკითხე წარწერა: ზღაპარი დამთავრდაო. ესე იგი ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს ცხოვრება ზღაპარია, მაშინ როცა იგი რეალობაა და უდიდესი გამოცდაა ადამიანისა, აღსავსე მრავალი საშიშროებით. ეს ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ბედნიერია ამ ბრძოლაში გამარჯვებული, რადგან ის, ვინც საკუთარ თავს დაძლევს, დაძლევს ყოველგვარ წინააღმდეგობასაც, რომელიც კი მის წინაშე წარმოიშობა. ზოგიერთს მართლაც უნდა, რომ ეს ცხოვრება ზღაპარი იყოს და ყოველივე აქ დამთავრდეს. გავიხსენოთ, რას ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში: თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. თუ არ არის ღმერთი და არ არის საუკუნო ცხოვრება, მაშინ ყოველგვარი უზნეობის ჩადენა შეიძლება. აი, რას ქადაგებს ურწმუნოება და აი, რისკენ მიჰყავს მას ადამიანი".

X X X

"ძველ რომაელებს ჰქონდათ შესანიშნავი გამოთქმა: მსგავსი მსგავსით ხარობს. თუ ადამიანი ცდილობს, რომ მასში სიწმინდე იყოს, რა თქმა უნდა, სულიწმიდაც მიდის და რჩება კიდევაც მასთან. ადამიანი ხომ იმისთვისაა მოწოდებული, რომ სულიწმიდის ტაძარი გახდეს. თუ იგი მართლაც იქცევა ტაძრად სულისა წმიდისა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთე მოდის. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბრკოლებები აღარ იქნება და აღარასოდეს შესცოდავს, მაგრამ მთავარი გეზი მისი ცხოვრებისა და მისი მიზანი სიკეთის სამსახური გახდება. სულიწმიდის მოსვლასთან ერთად ადამიანს ეძლევა მადლი, ხოლო მადლი სულისა წმიდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. ესე იგი, თუკი ადამიანს რაიმე უძლურება და ნაკლი აწუხებს, - და ისეთი არც არავინაა, რომ სრულიად უნაკლო იყოს, - მადლი სულისა წმიდისა კურნავს და ავსებს ამ ნაკლს. მთავარია, თვითონ ადამიანს ჰქონდეს მისწრაფება სულიწმიდის მისაღებად".

X X X

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

"ძალიან ხშირად ჩვენს ახალგაზრდობაში იმედისა და ცხოვრების მიზნის დაკარგვა შეიმჩნევა, რაც შედეგია იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ ცხოვრობს ქრისტიანული, ღვთივსულიერი ცხოვრებით და ემორჩილება გრძნობებსა და ვნებებს, რომელიც იარაღია ბოროტი სულისა. დიდ ნაწილს ახალგაზრდებისა ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს ცხოვრების შინაარსი ვნებების დაკმაყოფილებაში მდგომარეობდეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რაც უფრო მეტად ემორჩილება ადამიანი ვნებებს, სულიერად უფრო და უფრო ცარიელი და გამოფიტული ხდება. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ აღდგეს დაკარგული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, დავიბრუნოთ ერთმანეთის სიყვარული - ქრისტიანობა ხომ სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულით ცხოვრება".

X X X

"ეკლესია სულის განსაკუთრებული სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწორონ ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერიცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა".

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენიმე მითი კბილის იმპლანტაციის შესახებ
რამდენიმე მითი კბილის იმპლანტაციის შესახებ
დენტალური იმპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, შესაბამისად, კარგად შესწავლილი სტომატოლოგიური ოპერაციაა.
სრულად
დენტალურ იმპლანტები - რომელი მასალაა უკეთესი, იწვევს თუ არა უცხო სხეული ძვლის სიმსივნურ გადაგვარებას და რა იქნება მომავალში?
დენტალურ იმპლანტები - რომელი მასალაა უკეთესი, იწვევს თუ არა უცხო სხეული ძვლის სიმსივნურ გადაგვარებას და რა იქნება მომავალში?
რა ინფორმაცია გვაქვს ამჟამად დენტალურ იმპლანტებთან დაკავშირებით: რომელი მასალაა უკეთესი,
სრულად
ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია!
ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია!
“ბავშვობიდან ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ კი ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!”
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

"ეკლესია სულის განსაკუთრებული სავანეა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები