/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინა და რელიგია

სულისა და ხორცის სიმრთელისათვის

სულისა და ხორცის სიმრთელისათვის
"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია", - გვაუწყებს ძველი ბერძნული შეგონება. სხეულის სიჯანსაღეზე ექიმების დახმარებით ვზრუნავთ, ვიტარებთ გამოკვლევებს, ვიღებთ მედიკამენტებს, ვასრულებთ ექიმის მითითებებს.

როგორ ვიზრუნოთ სულის სიჯანსაღეზე, რა გზით მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს? გვესაუბრება ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა სოგრატი (ჭულუხაძე).

- ყველას სურს, იყოს ჯანმრთელი არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. რას გვირჩევდით?

- ადამიანმა მთელი არსებით უნდა ცნოს თავისი შემოქმედი; სულით, გულით, სიყვარულით აკეთოს კეთილი საქმე და უყვარდეს მოყვასი; უპირველესი ადგილი მიანიჭოს ღმერთს, უპირველეს სალოცავად გაიხადოს იესო მაცხოვარი. ვინც ამბობს, რომ ქრისტიანია, ისე უნდა მოიქცეს და იცხოვროს, როგორც მაცხოვარი იქცეოდა.

თუ გვინდა, განვიკურნოთ ხორციელი თუ სულიერი ტკივილებისაგან და შევინარჩუნოთ სიჯანსაღე, გულის კარი უნდა გავუღოთ, შევეხოთ მას, შემოვუშვათ ჩვენს სულებში, რადგანაც მხოლოდ ღმერთს, განკაცებულს იესოში, აქვს ძალაუფლება განკურნოს ადამიანი. არა მხოლოდ საქციელი, არამედ აზრები და გულიც სუფთა უნდა გვქონდეს.

- როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა?

- ჩვენ ვცხოვრობთ წუთისოფელში, რომელიც სავსეა ცდუნებით, ფათერაკით. ამიტომაც გვჭირდება ქრისტეს მცნებით, ღვთის დიდებით სიარული. უნდა ვიცხოვროთ წესიერებით, გვქონდეს წრფელი და ძლიერი რწმენა, რათა მოგვენიჭოს მარადიული ნეტარება.

- რა გადაგვარჩენს?

- განკითხვის დღეს ყოველ ადამიანს მოუწევს ღმერთთან ანგარიშის ჩაბარება, ამიტომ თუ გადარჩენა გვინდა, უნდა ვიაროთ ქრისტეს ნაფეხურებზე, მოვუხმოთ მის სახელს, "რამეთუ ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (რომ. 10:13), ვირწმუნოთ და აღვასრულოთ.

- როგორ აღვასრულოთ?

- საქმით.

- სიმდიდრის ფლობასა და ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე რას გვეტყოდით?

- არიან მდიდარი ადამიანები, მაგრამ ამასთან - დიდად მოწყალენი. დასაგმობი თავად სიმდიდრე კი არ არის, არამედ ვერცხლის სიყვარული. ზოგი ისეა შეპყრობილი სიმდიდრის მოპოვების სურვილით, რომ ღმერთი, საკუთარი სული და სინდისიც კი ავიწყდება. სახარებაში მოთხრობილია მდიდარი ჭაბუკის შესახებ, რომელსაც ძალზე უყვარდა ამქვეყნიური კეთილდღეობა. იგი მოწიწებით მიეახლა იესოს „და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაი საქმე ვქმნე, რათა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო?“. ქრისტემ ათ საღმრთო მცნებაზე მიუთითა. ჭაბუკმა უპასუხა, რომ ყოველივე ამას ასრულებდა. იესომ უთხრა: "ყოველი, რაიცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე". მაგრამ ეს მეტისმეტად ბევრი აღმოჩნდა ჭაბუკისთვის. მან ამქვეყნიური სიკეთენი ამჯობინა ზეციურ საუნჯეს და დატოვა უფალი.

ქრისტემ ბრძანა: "უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა". მოწაფენი ძლიერ შეაწუხა და გააკვირვა ამ სიტყვებმა. მაშ, ვიღა ცხონდებაო? - ჰკითხეს მათ მაცხოვარს. „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“.

- ზოგი შინ ლოცულობს, სანთელს ანთებს, მაგრამ ეკლესიაში რეგულარულად ვერ დადის, ყველა წირვა-ლოცვას ვერ ესწრება...

- მათ ვეტყოდი, რომ ისინი შორს დგანან უფლისაგან. იმის მიზეზი, რომ ადამიანი ეკლესიაში არ დადის, ზოგჯერ ღვთისმსახურების მნიშვნელობის არცოდნაა, ზოგჯერ - სულიერი სიზარმაცე. გარდა ამისა, ადამიანმა ეკლესიასთან კავშირი შეიძლება გაწყვიტოს აღზრდის გამო, რასაც ბავშვობიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება.

- რაკი საუბარი აღზრდას შეეხო, როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვებს სულიერი სიწმინდე და სიჯანსაღე?

- ბავშვი ანგელოზია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იზრდება და ყალიბდება იგი. ბავშვს უნდა მივცეთ სათანადო აღზრდა-განათლება. უფალი გვეუბნება: "და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისაითა" (ეფეს. 6:4).

შვილები უნდა გავზარდოთ და ჩავუნერგოთ ღვთის შიში, სამშობლოს სიყვარული, მოყვასის სიყვარული, რათა შემდგომ საზოგადოების სასარგებლო წევრებად ჩამოყალიბდნენ; შევამზადოთ, რათა ღირსეულად გაუმკლავდნენ სხვადასხვა განსაცდელსა თუ საცდურს, რათა ემსახურონ ღმერთსა და სამშობლოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სულისა და ხორცის სიმრთელისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები