/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მცენარეთა მოვლა

ტიტა

შროშანისებრთა ოჯახის ამ საუცხოო წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. ტიტის სამშობლო შუა აზიაა. იქ XII საუკუნიდან გამოჰყავდათ მისი სხვადასხვა სახეობა. XVI საუკუნეში კი ტიტამ დასავლეთ ევროპა დაიპყრო და სელექციონერთა ყურადღება დაიმსახურა. სწორედ მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტების სიმრავლით ვტკბებით. კაშკაშა ფერის ტიტები ბაღს სადღესასწაულო განწყობას სძენენ. მათი მშვენებით შეგვიძლია ადრე გაზაფხული-დან ზაფხულის დამდეგამდე ვისიამოვნოთ. დეკორატორების აზრით, უმჯობესია, იშვიათი ჯიშები ბილიკთან ახლოს დავრგოთ, რათა ადვილი შესამჩნევი იყოს და სხვებში არ აგვერიოს, კარგად ნაცნობი ტიტა კი `მასაშიც~ შეიძლება მოვაქციოთ.

ტიტა ტენის მოყვარული ყვავილია. თუ გაზაფხული მშრალია, აუცილებელია ყვავილის მორწყვა იმ სიხშირით, რომ ნიადაგი არ გამოშრეს. მოსარწყავად საჭიროა ოთახის ტემპერატურის დამდგარი წყალი. მორწყვისას ის ფოთლებს არ უნდა დაესხას. კარგი ყვავილობისა და გამრავლებისთვის აუცილებელია სასუქიც. მისი მიწოდება განსაკუთრებული რეჟიმით უნდა მოხდეს. პირველად - მაშინ, როცა ტიტა მწვანე ფოთლებს ამოიყრის. ამ დროს ერთ სათლ წყალზე აზოტოვანი სასუქი 30 გრამია საჭირო, კალიუმიანი – 20 გრამი, ფოსფორიანი – 20 გრამი. ყვავილობის წინ სასუქით გამდიდრების მეორე ეტაპი იწყება: აზოტოვანი სასუქი - 20 გრამი, კალიუმიანი – 20 გრამი, ფოსფორიანი – 30 გრამი. მესამედ სასუქის შეტანა ყვავილობის შემდეგ ხდება. ამჯერად 20 გრამი კალიუმიანი და 30 გრამი ფოსფორიანი სასუქია საკმარისი. ყვავილობის დასრულებისთანავე სათესლე კოლოფი უნდა გავხსნათ, რათა ბოლქვში არსებული საკვები ნივთიერებები თესლის წარმოქმნაზე არ დაიხარჯოს. თუ ყვავილის მოჭრა გადავწყვი-ტეთ, მცენარეს ქვედა 2-3 ფოთოლი უნდა დავუტოვოთ, რათა ბოლქვის ნორმალური კვება და განვითა-რება შევინარჩუნოთ. ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ საჭრელი ინსტრუმენტი ისევე შეიძლება ტიტის ინფიცირების მიზეზად იქცეს, როგორც ადამიანისა. ვირუსული ინფექცია, მაგალითად, ფურცლების სიჭრელე, ერთი ძირიდან მეორეზე რომ არ გადავიტანოთ, ინსტრუმენტს ყოველი ყვავილის მოჭრის შემდეგ დეზინფექცია უნდა ჩავუტაროთ. გაცილებით მოხერხებულია, ყვავილი უბრალოდ მოვტეხოთ. თუ შევამჩნიეთ, რომ ტიტა ავად გახდა, უნდა შეველიოთ. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ავადმყოფი ყვავილი მიწიანად ამოვთხაროთ და დავწვათ. ფურცლების სიჭრელეს ადვილად შევამჩნევთ – ინფიცირებული ტიტის გვირგვინი ისეთი ხაზებითა და ლაქებით იფარება, როგორიც მოცემული სახეობისთვის არ არის დამახასიათებელი. ხაზები ფოთლებზეც ჩნდება. ეს დაავადება ვირუსულია და, ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მსგავსად, ადვილად ვრცე-ლდება. ბევრს წერენ იმის შესახებაც, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები დასნებოვნებულ ბოლქვებს ყიდიან, რომელთაგან აღმოცენებული ყვავილის გაჯანსაღება წარმოუდგენელია. ამიტომ უმჯობესია, ტიტის ბოლქვები მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში ან სანდო პირისგან შევიძინოთ. ტიტა სოკოთიც შეიძლება დაავადდეს. ამ შემთხვევაში მას ფუნგიციდებით უნდა ვუმკურნალოთ. თუ წვიმიანი ამინდები დიდხანს გაგრძელდა, ფუნგიციდების გამოყენება პროფილაქტიკისთვისაც არის საჭირო. ამ მიზნით 20 გრამი ფუნგიციდი 10 ლიტრ წყალში უნდა გავხსნათ. უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ შესაძლოა, მავნებლებთან ბრძოლაც მოგვიხდეს. ამისთვის დაგვჭირდება სპაციალური ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. მათი შეძენა ყვავილების მაღაზიებში შეიძლება. არსებობს დაავადებული ტიტების მკურნალობის სხვა მეთოდებიც. მაგალითად, ზოგიერთი მეყვავილე გვირჩევს, თუ ფოთლები გაყვითლდა, ტიტა ამოვთხაროთ, ბოლქვი გამოვაცალკეოთ, გავრეცხოთ და 30 წუთით ფუნგიციდის ხსნარში ჩავდოთ, შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში ისე გავაშროთ, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს, შემოდგომამდე სიბნელეში შევინახოთ, მერე კი კვლავ მიწაში ჩავრგოთ. რე-კომენდებულია, ბოლქვები ყოველ წელს ამოვთხაროთ და ადგილი ვუცვალოთ, თუმცა ბაღის ტიტის ამოთხრა მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ შეიძლება. ამ შემთხვევაში ბოლქვი ღრმად – 20-25 სანტი-მეტრ სიღრმეზე უნდა იყოს ჩარგული. არსებობს რეკომენდაციები ტიტების დარგვის ადგილის თაობაზეც. უმჯობესია, ქარისაგან დაცული ადგილი შევარჩიოთ. ხეების ჩრდილს არსებითი მნიშვნე-ლობა არ აქვს, რადგან ტიტა მაშინ ყვავის, როცა ხეები ჯერ არ არის გაფოთლილი. აუცილებელი ერთი პირობაა – ბოლქვი ისეთ ადგილას უნდა ჩავრგოთ, სადაც ტიტებს სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში უხარია. ეს ერთგვარი საკარანტინო ღონისძიებაა, რათა ახალი ბოლქვების დასნებოვნება თავიდან ავიცილოთ. ბოლქვები 10-20 სანტიმეტრ სიღრმეზე, ერთმანეთისგან 5-10 სანტიმეტრის დაშორებით უნდა ჩაირგოს. თუ გსურთ, რომ ტიტამ, უბრალოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში დაამშვენოს თქვენი ბაღი, შეგიძლიათ, რამდენიმე (5-დან 12-მდე) ბოლქვი ერთ ღრმულში მოათავსოთ 25 სანტიმეტრის სიღრმეზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტიტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები