/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მცენარეთა მოვლა

რატომ მოიწყინეს ყვავილებმა

რატომ მოიწყინეს ყვავილებმა
ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა. რისი ბრალია ეს?

მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე - ასეთია იმ მიზეზების არასრული სია, რომლებმაც შეიძლება ყვავილის ავადმყოფობა და მავნებლებით დასნებოვნება გამოიწვიოს. ნიადაგის გამოშრობა ან ზედმეტი სინოტივე ადვილი შესამჩნევია. არც მავნებლების შემჩნევაა რთული.

თუ ხედავთ, რომ ნიადაგი არც ზედმეტად მშრალია და არც ზედმეტად ტენიანი, ვერც მავნებლებს ამჩნევთ, აუცილებელია, მცენარე ქოთნიდან ამოიღოთ და კარგად დაუთვალიეროთ ფესვები - არ არის გამორიცხული, მავნებლებს სწორედ იქ ედოთ ბინა. თუ მავნებლებს ვერ ხედავთ, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ მიწა ფესვებით არის სავსე, ესე იგი მცენარის უგუნებობის მიზეზი პატარა ქოთანი და საკვების დეფიციტია. ასეთ დროს ყვავილი დიდ ქოთანში უნდა გადარგოთ და ქოთანი ახალი მიწით შეავსოთ.

თუ შეამჩნიეთ, რომ ფესვები მომპალია, აუცილებელია დაზიანებული ნაწილების მოცილება და მცენარის გადარგვა. თუ შეამჩნიეთ, რომ მიწა ალაგ-ალაგ მშრალია, უნდა მიიღოთ ზომები ნიადაგის თანაბარი დატენიანებისთვის. ზოგჯერ ვერც მიწას და ვერც ფესვებს ვერავითარ ცვლილებას ვერ ვამჩნევთ. ამ შემთხვევაში მიზეზი სინათლის უკმარისობა ან ჰაერის სიმშრალე იქნება. პირველ შემთხვევაში ქოთანი ნათელ ადგილას უნდა გადავიტანოთ, ხოლო მეორე შემთხვევაში აუცილებელია მისი რეგულარული დატენიანება - წყლის წვრილი ჭავლის დასხმა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაბოლოს, აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ მცენარის გარეგნულ იერს. არ არის გამორიცხული, ფოთლები ძლიერ იყოს დაბინძურებული და მცენარეს სუნთქვა უჭირდეს. ზოგიერთი ყვავილების მოყვარული კვირაში (ან თვეში) ერთხელ უწყობს მცენარეს "შხაპს". ეს ძალიან კარგია. უფრო უკეთესია, თუ ფოთლებს რბილი სველი ღრუბლით გავწმენდთ. ასეთი წყლის პროცედურები ძალიან კარგად მოქმედებს ოთახის მცენარის მდგომარეობაზე. სპეციალისტთა რჩევების თანახმად, პარაზიტებისა და სოკოებისგან მცენარის დასაცავად "ბანაობასთან" ერთად კარგია პერიოდულად თამბაქოს ნაყენის გამოყენებაც. გარდა ამისა, აუცილებელია, დროულად შეველიოთ გამომშრალ, დამჭკნარ ფოთლებს - ხშირად სწორედ იქ იბუდებენ პარაზიტები. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ქოთნების სისუფთავეზეც, დროულად მოვაცილოთ მათ მტვერი და ობი, შევამოწმოთ, ხომ არ არის დახშული ქოთნის ფსკერზე არსებული ნაჩვრეტი. რეგულარულად არის საჭირო ქოთანში ნიადაგის გაფაშრება, სარეველების მოცილება, ოღონდ ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს.

ვეცდებით, განვიხილოთ ქოთნის მცენარეთა ზოგიერთი ცვლილება და მათი მიზეზები:

  • ფოთლების კიდეები შრება, შემდეგ ხმება, ყავისფრდება, ფოთლები ყვითლდება და ცვივა. ამის მიზეზი ჰაერის ზედმეტი სიმშრალეა. ჩვეულებრივ, როცა ჰაერის სიმშრალე ნორმას ოდნავ აღემატება, ხოლო მცენარეს დიდი ფოთლები აქვს, ცვლილებები მხოლოდ ფოთლის კიდეს ეხება, თუმცა თუ მცენარე მცირეფოთლიანია, შესაძლოა, ფოთლები ჩამოცვივდეს კიდეც.
  • თუ მიწა ზედმეტად დატენიანდა, ქვედა ფოთლები ყვითლდება. თუ ზომები დროულად არ მივიღეთ, ფოთლები გაუფერულდება, ნახევრად გამჭვირვალე გახდება, შემდეგ დაიწყება ფესვების, ღეროს ლპობა.
  • თუ ნიადაგიც ზედმეტად არის დატენიანებული და ოთახშიც მაღალია ტენიანობა, ფოთლებზე ჩნდება ქერქოვანი წანაზარდები. ეს არის წყალმანკის - მცენარის დაავადების ნიშანი.
  • როცა მცენარეს წყალი აკლია, ფოთლები დრეკადობას კარგავს, შრება და ცვივა. ამ მდგომარეობას ნიადაგის დატენიანებით უნდა "ვუმკურნალოთ", თუმცა ნიადაგის ძლიერი გამოშრობის შემთხვევაში მორწყვაც ჭირს, ვინაიდან წყალი ცუდად შეიწოვება, ამიტომ ჯობს, ქოთანი მთლიანად მოვათავსოთ ოდნავ შემთბარ წყალში, რათა ნიადაგი კარგად დატენიანდეს.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ფოთლების დამწვრობა - ყველა მცენარე როდი იტანს მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას... დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია მზის სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. მსგავს შემთხვევებში დაზიანებული ფოთლები უნდა მოვაცილოთ, მცენარეს კი დღის ცხელ პერიოდში მოვუჩრდილოთ ხოლმე.
  • ზედა ფოთლები დრეკადობას არ კარგავენ, მაგრამ ყვითლდებიან. უმეტესად ეს ნიადაგში კალციუმის ჭარბი შემცველობის შედეგია. ამ შემთხვევაში ნიადაგი ნაკლებად ხისტი წყლით უნდა მოვრწყოთ.
  • ჭარბი ფოთოლცვენა ნიადაგის ზედმეტი სინოტივის ან ცივი ორპირი ქარის ბრალია.
  • ძველი ფოთლების გაყვითლება ზაფხულში მაკროელემენტების უკმარისობაზე ან ნიადაგის გამოშრობაზე მეტყველებს, ხოლო ზამთარში სინათლის დეფიციტს ან ღამით მაღალ ტემპერატურას უკავშირდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ მოიწყინეს ყვავილებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები