ყოჩივარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყოჩივარდა

ყოჩივარდა მეტად კოლორიტული, კომპაქტური და ოთახის მოსართავად შესაფერისი მცენარეა. ოთახის კულტურად უმთავრესად თურქული და ევროპული ყოჩივარდა გვევლინება, თუმცა შესაძლებელია, სხვა სახეობებიც მოვიშინაუროთ. მთავარია, ისეთი რეჟიმი შევურჩიოთ, რომ ზამთარშიც - სხვა ყვავილების დასვენების პერიოდში - იყვავილოს. თანაც ყოჩივარდას ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია - არსებობს ჰიბრიდები თეთრი, მოვარდისფრო, მუქი წითელი, მეწამული და იისფერი ყვავილებით. თანაც ყვავილობა საკმაოდ დიდხანს - 3,5 თვემდე გრძელდება.

ყოჩივარდას სახეობისა და ოთახში არსებული პირობების შესაბამისად, ყვავილობა შესაძლოა ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყოს და მარტის ბოლომდე გაგრძელდეს. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ოთახში ყოჩივარდების გამოზრდა ძნელია. სინამდვილეში ეს მცენარე სულაც არ არის მომთხოვნი, მისთვის სათანადო პირობების შექმნა არც ისე ძნელია.

ყვავილობის პერიოდში ყოჩივარდას ნათელი, მაგრამ არა მზიანი ცივი ოთახი სჭირდება. ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარში 10-14 გრადუსია. უფრო მეტი სითბო მცენარეს დისკომფორტს უქმნის. მაღალი ტემპერატურის პირობებში მცენარე ყოველდღე უნდა დავნამოთ, მაგრამ ისე, რომ წყალმა ბოლქვები და ყვავილები დაასველოს. მოყვავილე ყოჩივარდას კარგი განათება სჭირდება, მაგრამ გაზაფხულზე აუცილებელია მისი დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. ამისთვის საკმარისია, ფანჯარას თხელი ნაჭრისგან დამზადებული "დარაბები" ჩამოვაფაროთ.

ყოჩივარდას მოვლა

ყოჩივარდა თანაბრად უნდა მოირწყოს. რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ ნიადაგი არც გამოშრეს და არც მის ზედაპირზე დაგროვდეს წყალი. უნდა გამოვიყენოთ რბილი წყალი, რომელსაც წინა დღეს ავიღებთ და ოთახში დავტოვებთ. ჭავლი ქოთნის კიდეზე უნდა დავასხათ, რათა წყლის ნაკადი ზრდის ზონაში, ბოლქვებთან ახლოს არ მოხვდეს. დამჭკნარი ყვავილები და გაყვითლებული ფოთლები ყოჩივარდას არ უნდა მოვაჭრათ. ისინი ნაზად უნდა გადავგრიხოთ და მცენარეს მოვაცილოთ. ყვავილობის შემდეგ გვიან გაზაფხულზე მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება, ივნისისთვის ის შიშველი რჩება. ამ დროისთვის, როგორც კი ფოთლების გაყვითლება დაიწყება, მორწყვას საგრძნობლად უნდა ვუკლოთ. უმჯობესია, წყალი მხოლოდ ქოთნის სადგამზე დავასხათ, რათა მიწა სულმთლად არ გამოშრეს. ამ პერიოდში უმჯობესია ქოთანი ფანჯარას მოვაცილოთ და ჩრდილში გადავდგათ.

ახალი ფოთლების გამოტანისთანავე (ჩვეულებრივ, ეს ივნის-აგვისტოში ხდება) ყოჩივარდა უნდა გადავრგოთ და ფანჯრის რაფაზე დავაბრუნოთ. გადარგვისას მცენარის ბოლქვი მთლიანად მიწაში არ უნდა მოვათავსოთ. უმჯობესია, მისი მესამედი ან ნახევარი მიწის ზემოთ დარჩეს - ეს შემდგომ ყვავილობას შეუწყობს ხელს.

გადარგვა

ყოჩივარდას დიდი ქოთანი არ უყვარს, მასში ის ლპობას იწყებს, არ ყვავის. 1-1,5 წლის ყვავილისთვის ოპტიმალურია 7-8 სმ დიამეტრის ქოთანი, ხოლო 2-3 წლის მცენარეს 14-15 სმ დიამეტრისა შეეფერება. ბოლქვი ქოთნის კიდეს 2-3 სანტიმეტრით უნდა სცილდებოდეს. გადარგვისას ბოლქვსა და ფესვებთან ახლოს მიწის ბელტი არ უნდა დაშალოთ. უმჯობესია, ის მთლიანად გადაიტანოთ ახალ ქოთანში. გადარგვიდან 1 თვის შემდეგ ყოჩივარდას შეიძლება ძლიერ განზავებული სასუქი მივაწოდოთ. პროცედურის განმეორება რეკომენდებულია თვეში ერთხელ, ყვავილობის დასრულებამდე.

ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსების მოვლისას, ყოჩივარდას მოვლის დროსაც შეიძლება ზოგიერთმა პრობლემამ იჩინოს თავი:

  • ფოთლების გაყვითლება. ყველაზე სავარაუდო მიზეზი თბილი, მშრალი ჰაერია. ყოჩივარდა 17 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ცუდად იტანს. მიზეზი შეიძლება არასაკმარისი მორწყვა ან მეტისმეტად კაშკაშა მზეც იყოს.
  • ფოთლებისა და ყვავილების ლპობა. მიზეზი ნიადაგის ზედმეტი დატენიანებაა, განსაკუთრებით - წყლის მოხვედრა ბოლქვის ზედა ნაწილზე.
  • ყვავილობის ხანმოკლე პერიოდი. შესაძლო მიზეზი ბევრია, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს მეტისმეტად მაღალ ტემპერატურას, მშრალ ჰაერს ან არასწორ მორწყვას უკავშირდება.
  • დეფორმირებული, პატარა ფოთლები. მიზეზი ყოჩივარდას ტკიპა ან სხვა მავნებელია. მათი გაჩენისას აუცილებელია, ფოთლები ყოველდღიურად ჩამოვრეცხოთ მავნებლების საწინააღმდეგო სპეციალური საპნით. დამატებით შეიძლება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაც.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, სათანადო რეჟიმისა და წესების დაცვისას ყოჩივარდა ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მშვენიერი ყვავილით გაგვახარებს და ეს სიამოვნება დაახლოებით 20-25 წელს გაგრძელდება.