პრენატალური დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

პრენატალური დიაგნოსტიკა

პრენატალური დიაგნოსტიკა

ყოველი ქალი, შეიტყობს თუ არა, რომ ორსულად არის, უპირველეს ყოვლისა, კითხულობს: "ხომ ყველაფერი რიგზე აქვს ჩემს პატარას?" სულ ცოტა ხნის წინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ შეიძლებოდა, მაგრამ დღეს მედიცინის ახალგაზრდა და პერსპექტიული დარგი, პრენატალური დიაგნოსტიკა, საშუალებას გვაძლევს, ამ და მრავალ სხვა შეკითხვას ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდშივე ვუპასუხოთ. პრენატალური დიაგნოსტიკის ამოცანებზე, მიზნებზე, კვლევის მეთოდებსა და სამეცნიერო მიღწევებზე ექიმი პედიატრი ელზა მაზმიშვილი გვესაუბრება.


- ქალბატონო ელზა, რატომ გახდა აუცილებელი მედიცინის კიდევ ერთი დარგის - პრენატალური დიაგნოსტიკის ჩამოყალიბება და რა

მიზანს ისახავს ის?

- ამ დარგის მიზანზე თვითონ სახელწოდება მიგვანიშნებს. სიტყვა "პრენატალური" ლათინური წარმოშობისაა: "პრე" - წინ, "ნატალის" - დაბადებასთან, შობასთან დაკავშირებული. ამრიგად, პრენატალური ნიშნავს მშობიარობისწინას, დაბადებისწინას. პრენატალური დიაგნოსტიკა ნაყოფის დაბადებამდელი დიაგნოსტიკაა. ეს არის ნაყოფის დედის მუცელშივე გამოკვლევა, რომლის მიზანია, თვალყური ადევნოს ბავშვის განვითარებას, დროულად

აღმოაჩინოს განვითარების პათოლოგიები და მუცლადყოფნის პერიოდშივე ჩაუტაროს ნაყოფს მკურნალობა. ყველაზე ხშირად პრენატალური დიაგნოსტიკა მიმართულია იმ მემკვიდრეობითი დაავადებების აღმოსაჩენად, რომლებსაც განვითრების ანომალიები ახასიათებს. ცნობილია, რომ ქრომოსომულ ანომალიათა პოპულაციური სიხშირე ახალშობილებს შორის 0,6-0,8%-ია, მაგრამ იმ ახალშობილებს შორის, რომლებსაც განვითარების მრავლობითი ანომალია აღენიშნებათ, ქრომოსომული ანომალიების სიხშირე 40%-მდე აღწევს. ასეთი პაციენტების მკურნალობა უეფექტოა, პროგნოზიც არასაიმედოა.


- გამოდის, რომ პრენატალური დიაგნოსტიკის კვლევის ობიექტი ადამიანის ჩანასახია. რა მეთოდებით იკვლევენ მას?
- პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდებს პირობითად ორ ჯგუფად - არაპირდაპირ და პირდაპირ მეთოდებად ყოფენ. არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებისას ნაყოფის შესახებ ინფორმაციას ორსულის ორგანიზმიდან მოვიპოვებთ, ხოლო პირდაპირი კვლევის დროს - უშუალოდ ნაყოფიდან და მისი უჯრედებიდან. პირდაპირი მეთოდი გულისხმობს, როგორც უკვე მიხვდით, საშვილოსნოში შეღწევას და კვლევისთვის საჭირო მასალის მოპოვებას. ასეთი მეთოდებით შესაძლებელია სანაყოფე წყლის, ქორიონის, პლაცენტის უჯრედებისა და სხვა მასალის ნიმუშების გამოსაკვლევად აღება. რა თქმა უნდა, კვლევის ინვაზიურ მეთოდებს ხანდახან გართულებებიც ახლავს თან, ამიტომ ექიმი მაქსიმალურად ცდილობს ნაყოფის შესახებ ინფორმაციის არაინვაზიური გზით მოპოვებას, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ინვაზიური მეთოდების გამოყენება გარდაუვალია. კერძოდ, თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების ალბათობის დროს. თანამედროვე პრენატალური დიაგნოსტიკა ფლობს 1 000-ზე მეტი მემკვიდრეობითი დაავადების მოლეკულურ მარკერს (სპეციფიკურ ნიშანს) მათი დიაგნოსტიკისთვის. აქვე დავაზუსტებ: პრენატალური დიაგნოსტიკა ყველა ქალს არ სჭირდება. მას მხოლოდ მაშინ ვიყენებთ, როდესაც საქმე გვაქვს თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.


- როდის არის აუცილებელი ორსულის პრენატალური გამოკვლევა?
- დადგენილია რისკჯგუფები, რომლებიც პრენატალურ კვლევას ექვემდებარება. ამ ჯგუფებს შეადგენენ:

  • ქალები, რომლებიც დაორსულდნენ 35 წლის შემდეგ;
  • ქალები, რომელთაც ჰქონდათ არანაკლებ ორი თვითნებითი აბორტი ორსულობის სხვადასხვა საფეხურზე;
  • ქალები, რომელთაც წინა ორსულობიდან ჰყავთ ისეთი ქრომოსომული დაავადების მქონე ბავშვი, რომელსაც

მრავლობითი თანდაყოლილი ანომალია ახასიათებს;

  • ქალები, რომლებმაც დაორსულებამდე ან ორსულობის ადრეულ ეტაპზე მიიღეს განსაზღვრული სამედიცინო პრეპარატები;
  • ქალები, რომლებმაც ორსულობისას გადაიტანეს ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც ნაყოფს აზიანებს;
  • ქალები, რომელთა ოჯახის წევრს აქვს მემკვიდრეობითი დაავადება ან თვითონ არიან ავად.

კვლევის პირველადი მონაცემები, წესისამებრ, შემდგომ კვლევებს მოითხოვს დიაგნოზის დასაზუსტებლად.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ბიოლოგიური სახეობა გამოირჩევა ამტანობითა და დიდ დისტანციებზე სირბილის უნარით. მეცნიერების აზრით,
აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ, სამუდამოდ შეცვლიან ჩვენს მომავალს!
ბუნებაში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. რატომ, რის გამო ხდება ასე? რას უკავშირდება ესა თუ ის გასაოცარი მოვლენა?
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
აგრესიის გამოვლინება ბევრ ცხოველს ახასიათებს. მას გარკვეული უპირატესობის მიცემა შეუძლია, ისეთის,
მეცნიერებმა უჩვეულო კვლევის ჩატარების შემდეგ დაადგინეს, რომელი ბიოლოგიური ფუნქციის გაკონტროლება
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად