როგორ შევარჩიოთ პოლივიტამინების კომპლექსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ პოლივიტამინების კომპლექსი

შეგახსენებთ: ვიტამინები სხვადასხვა ქიმიური ბუნების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. ისინი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. ვიტამინები ჩვენს ორგანიზმში ან საკვებთან ერთად ხვდება, ან მათ ნაწლავის მიკროფლორა გამოიმუშავებს (გამონაკლისია ნიკოტინის მჟავა და D ვიტამინი, რომლებიც კანში სინთეზდება მზის სხივების ზემოქმედებით). ამჟამად ცნობილია 13 ვიტამინი და ათამდე ვიტამინის მსგავსი ნივთიერება.

როგორ შევარჩიოთ პოლივიტამინების კომპლექსი

ვიტამინები, მათი საერთაშორისო სახელწოდება და ვიტამერები

წყალში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა

ვიტამინი B1 (თიამინი) - თიამინი

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - რიბოფლავინი

ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) - პანტოთენის მჟავა

ვიტამინი B6 -  პირიდოქსალი, პირიდოქსინი, პირიდოქსამინი

ვიტამინი B12 (კობალამინი) - ციანკობალამინი, ოქსიკობალამინი

ვიტამინი BC (ფოლატი) - ფოლიუმის მჟავა, ფოლიუმის მჟავას პოლიგლუტამატები

ვიტამინი PP (ნიაცინი) - ნიკოტინის მჟავა, ნიკოტინამიდი

ვიტამინი H (ბიოტინი) - ბიოტინი

ცხიმში ხსნადი ვიტამინები

ვიტამინი A - რეტინოლი, რეტინოლის აცეტატი

ვიტამინი D (კალციფეროლები) - ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

ვიტამინი E (ტოკოფეროლები) - ა-, ბ-, გ-, დ-ტოკოფეროლები

ვიტამინი K - ფილოქინოლი (ვიტამინი K1); მენაქინონი (ვიტამინი K2); 2-მეთილ-1,4-ნაფტოქინონი (მენადიონი, ვიტამინი K3)

ვიტამინის მსგავსი ნივთიერებები

ინოზიტი

ვიტამინი U - შ-მეთილმეთიონინი

ვიტამინი N - ლიპოის მჟავა

ვიტამინი B8 - ქოლინი

ვიტამინი B10 - პარაამინობენზოის მჟავა

ვიტამინი B13 - ოროტის მჟავა

ვიტამინი B15 - პანგამის მჟავა

ვიტამინი P - ბიოფლავონოიდები

კარნიტინი

კოენზიმ Q10


ცხიმში ხსნადი ზოგიერთი ვიტამინის მარაგი ორგანიზმში ივსება საკვებთან ერთად მოხვედრილი პროვიტამინის დაშლის შედეგად. მაგალითად, რეტინოლის (A ვიტამინის) პროვიტამინები კაროტინებია. პოლივიტამინურ კომპლექსებში ხშირად შედის სწორედ პროვიტამინი A - ბეტა კაროტინი, რომელსაც უფრო მაღალი ბიოლოგიური აქტივობა აქვს. თანამედროვე კვლევებით დადგენილია, რომ დიდი დოზით ამ პროვიტამინის მიღება მწეველებში ფილტვის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. მრავალი ვიტამინი ვიტამინების კომპლექსში სხვადასხვა ნაერთის, ე.წ. ვიტამერების სახით შედის, რაც ასევე გასათვალისწინებელია პოლივიტამინური პრეპარატის შერჩევისას. მაგალითად, ვიტამინი E შეიძლება წარმოდგენილი იყოს ა-, ბ-, გ-, დ- ტოკოფეროლების სახით. მათგან ყველაზე აქტიურია ა-ტოკოფეროლი. ვიტამინების მსგავსად, ორგანოთა სისტემების ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია მინერალური ნივთიერებებიც (მაკრო- და მიკროელემენტები). მაკროელემენტებს მიეკუთვნება კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ქლორი, - ისინი შედარებით დიდი რაოდენობითაა ჩვენს ორგანიზმში, ხოლო მიკროელემეტებს - რკინა, კობალტი, იოდი, ფთორი და სხვა ელემენტები, რომელთა შემცველობაც 0,01%-ს არ აღემატება. საკვების მეშვეობით ჩვენ ყოველთვის ვერ ვიღებთ საკმარისი ოდენობის მიკრო- და მაკროელემენტებს, ამიტომ მინერალურ ნივთიერებებს პოლივიტამინურ კომპლექსებშიც ამატებენ. იდეაში, სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება სათანადოდ უნდა ამარაგებდეს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი კვება იდეალურისგან შორსაა, მეორე - პროდუქტები, რომლებსაც მივირთმევთ, ქიმიური ნივთიერებებით დამუშავების, რაფინირების, ხანგრძლივი შენახვის, დაკონსერვების და სხვა პროცესების შედეგად სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს კარგავს. გარდა ამისა, თამბაქო, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკები, სტრესები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების რაოდენობას ამცირებს. ამიტომაც ექიმები გვირჩევენ, პროფილაქტიკური მიზნით წელიწადში 2-3-ჯერ ჩავიტაროთ პოლივიტამინების ერთ-ორთვიანი კურსი. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორგანიზმს შესწევს ვიტამინების ნაკლებობასთან ადაპტაციის უნარი და თუ არ შეინიშნება ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციური გადახრა, ორგანიზმში მიმდინარე რომელიმე პროცესის სერიოზული დარღვევა, უმჯობესია, ვიტამინების მარაგი კვების სრულფასოვანი რაციონით შევივსოთ და არა პრეპარატებით. პოლივიტამინების მიღება რეკომენდებულია:

  • ერთფეროვანი, არაბალანსირებული და არარეგულარული კვების დროს;
  • მკაცრი, დაბალკალორიული დიეტისა და მონოდიეტის დროს;
  • მოჭარბებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვისას;
  • სპორტსმენებისთვის;
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
  • ავადმყოფობისას და ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში;
  • ქრონიკულად მოავადეთათვის;
  • ვეგეტარიანელებისთვის;
  • ჰორმონული და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
  • ქალებისთვის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
  • ბავშვებისთვის ინტენსიური ზრდის პერიოდში;
  • მოხუცებულთათვის;
  • ისეთი მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც აქვეითებს ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ათვისებას;
  • მწეველებისთვის, მსმელებისთვის.

როგორ შევარჩიოთ პოლივიტამინების კომპლექსი

1. შემადგენლობა. ყურადღება მიაქციეთ კომპლექსში შემავალი ვიტამინების რაოდენობასა და დოზას. თუ ვიტამინების მიღებას საპროფილაქტიკოდ აპირებთ, უმჯობესია, შეარჩიოთ ისეთი კომპლექსი, რომელშიც ყველა ვიტამინი შედის, ხოლო დოზა შეადგენს რეკომენდებული სადღეღამისო ნორმის არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100%-ს. ეს განსაკუთრებით ცხიმში ხსნად ვიტამინებს ეხება. მეტისმეტად დიდმა დოზებმა, რომლებიც რამდენჯერმე აღემატება სადღეღამისო ნორმას, შესაძლოა მხოლოდ არასასურველი ეფექტი კი არ გამოიწვიოს, არამედ საფრთხეც შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. დადგენილია, რომ C ვიტამინის დაჟანგვისას წარმოიქმნება ორი ტოქსიკური მეტაბოლიტი. შესაბამისად, რაც უფრო დიდია ამ ვიტამინის დოზა, მით მეტი ტოქსიკური ნივთიერება წარმოიქმნება ორგანიზმში. ამიტომ ასკორბინის მჟავას ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს. კვლევები იმაზეც მეტყველებს, რომ ორსულობისას, განსაკუთრებით - მის პირველ ტრიმესტრში, A ვიტამინის ჭარბმა (დღეში 3000 საერთაშორისო ერთეულზე მეტის) მიღებამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების დარღვევა გამოიწვიოს, ამიტომ მისი გამოყენებაც დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ღვიძლი, კვერცხის გული, კარაქი და რძის ნაწარმი. თუ ქალი მკურნალობდა A ვიტამინის დიდი დოზებით, დაორსულება 6-12 თვით უნდა გადადოს, რადგან ტერატოგენული ეფექტი (ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითი ზემოქმედების უნარი) ამდენ ხანს ნარჩუნდება. ვიტამინების მიახლოებითი სადღეღამისო ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის სხვადასხვაა.


2. მინერალური ნივთიერებებით თუ მათ გარეშე? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ პოლივიტამინების კომპლექსის აბში ვიტამინებთან ერთად, ჩვეულებრივ, მინერალური ნივთიერებებიც შედის. ერთი მხრივ, მიკროელემენტების არარსებობისას ვიტამინების ათვისება შეუძლებელია (მაგალითად, D ვიტამინი მხოლოდ კალციუმის თანხლებით აითვისება), მეორე მხრივ კი ვიტამინებისა და მინერალების ურთიერთქმედება ორგანიზმში მათი ერთდროული შეყვანისას ბოლომდე არ არის შესწავლილი. ცნობილია, რომ სპილენძის, რკინისა და E ვიტამინის ერთდროული გამოყენებისას ეს უკანასკნელი იჟანგება. სპილენძი ასევე იწვევს C ვიტამინის დაშლას. მინერალური ნივთიერებების გამოყენება, საზოგადოდ, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან მათი ზედოზირება საშიშია, სერიოზულ დარღვევებსა და დაავადებებს იწვევს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მინერალურ ნივთიერებათა საპროფილაქტიკო და ტოქსიკურ დოზებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა. გარდა ამისა, სამრეწველო ქალაქების მოსახლეობა გარკვეულწილად ისედაც იღებს მინერალების ჭარბ ოდენობას, რომელიც ორგანიზმის მოწამვლას (ინტოქსიკაციას) იწვევს. მრავალწლიანი გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ გარდამავალი ვალენტობის მეტალების (მაგალითად, სპილენძის, ქრომის, რკინის) უკონტროლო მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს მუტაციების რიცხვი და ამან პროვოცირება გაუწიოს ორგანიზში სიმსივნური უჯრედების რაოდენობის ზრდას.

მინერალური ნივთიერებების სადღეღამისო ნორმა ზრდასრული ადამიანისათვის (მგ)

რკინა - 15 მგ-მდე

იოდი - 0,1-0,2 მგ

კობალტი - 0,1-0,2 მგ

სპილენძი - 2 მგ

სელენი - 0,5 მგ

ფთორი - 0,5 მგ

თუთია - 10-15 მგ

მანგანუმი - 10 მგ-მდე

მოლიბდენი - 0,5 მგ-მდე

ქრომი - 0,5 მგ

კალიუმი - 5 გ-მდე

კალციუმი - 1 გ-მდე

მაგნიუმი -  0,5 გ

ნატრიუმი -  4-5 გ-მდე

გოგირდი - დაუდგენელია

ფოსფორი - 1,5 გ-მდე

ქლორი - 6 გ-მდე

ორგანიზმში მიკროელემენტების სიჭარბე ზოგჯერ ამა თუ იმ დაავადების შედეგია. მაგალითად, ეგზემის დროს სისხლში იმატებს სპილენძის დონე, ართრიტის დროს - ნიკელისა. ზოგიერთი მინერალური ნივთიერების უკონტროლო მიღებამ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად შესაძლოა ამ უკანასკნელთა სამკურნალო ეფექტი დააქვეითოს. მაგალითად, კალციუმი, რკინა და თუთია არღვევს ტეტრაციკლინების შეწოვას, ხოლო კლიუმის დიდი დოზები ამცირებს კოაგულანტების ეფექტს. ყველა ჩამოთვლილი და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები უფრო და უფრო მეტად იხრებიან იმ აზრისკენ, რომ ვიტამინების კომპლექსები ცალკე უნდა მივიღოთ, ხოლო მინერალური ნივთიერებები - მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, სათანადო გამოკვლევებისა და კონკრეტული ელემენტის დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში, სასურველია, მონოპრეპარატების სახით. ყველაზე უკეთესია ისეთი პოლივიტამინების მიღება, რომლებიც ორი ან სამი აბის სახითაა წარმოდგენილი. მათში ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები განცალკევებულია ან გაერთიანებულია შესაბამისობისა და უსაფრთხო ურთიერთქმედების მიხედვით. ჩვეულებრივ, ასეთი კომპლექსების აბები დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში მიიღება (დუოვიტი, ალფავიტი).


3. ნატურალური თუ სინთეზური? თუმცაღა მწარმოებლები საპირისპიროს ამტკიცებენ, სინთეზური ვიტამინები არ არის ნატურალურის “აბსოლუტურად იდენტური”. ნატურალური ნედლეულისგან მიღებული ვიტამინური დანამატები შეიცავს თანმხლებ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ძირითადი ვიტამინების ეფექტურად ათვისებაში. სინთეზურ კომპლექსებში ვიტამინები წარმოდგენილია იზოლირებულად, საჭირო ბუნებრივი კომპონენტების გარეშე, ამიტომ, მიუხედავად იდენტური მოლეკულური სტრუქტურისა, სინთეზურ ვიტამინებს ნატურალურზე გაცილებით უარესად ითვისებს ორგანიზმი. გარდა ამისა, სინთეზურ ვიტამინებში დანამატების სახით გამოყენებულია ხელოვნური საღებავები, შაქარი, სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, კონსერვანტები, არომატული დანამატები და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მთავარი მაინც ის არის, რომ სინთეზური პოლივიტამინების კომპლექსებს ბევრად ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

4. ინსტრუქცია და ხარისხის ნიშანი. ისევე როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, პოლივიტამინების კომპლექსსაც უნდა ახლდეს ინსტრუქცია, რომელშიც მითითებული იქნება მისი შემადგენლობა, გამოყენების ჩვენებები, დოზა, გვერდითი ეფექტები, შენახვის პირობები და ვადა, სარეგისტრაციო ნომერი და მწარმოებლის (ან წარმომადგენლის) კოორდინატები. თუ პრეპარატი სერტიფიცირებულია, მას ექნება შესაბამისი ნიშანი. იმპორტული ვიტამინების ხარისხის გარანტიაა ნიშანი”GMP - ხარისხის გარანტია”, რაც მოწმობს, რომ პრეპარატი შეესაბამება საერთაშორისო ფარმაცევტული წარმოების მოთხოვნებს (Good Manufacturing Practices). მიაქციეთ ყურადღება შენახვის (ვარგისობის) ვადას და პირობებს. ვიტამინები ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას. უნდა გამოიყენოთ გახსნიდან 12 თვეში.

5. შესაძლოა თუ არა, ვიტამინების კომპლექსმა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია?  რა თქმა უნდა, შესაძლოა. ალერგია პოლივიტამინური კომპლექსის ნებისმიერ კომპონენტზეა მოსალოდნელი, განურჩევლად იმისა, ნატურალური წამოშობისაა ის თუ სინთეზური, ამიტომაც ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილმა პირებმა მათ გამოყენებამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.

6. რამდენ ხანს უნდა მივიღოთ პოლივიტამინები? ვიტამინების მუდმივი მიღება არ შეიძლება. ჰიპოვიტამინოზის საპროფილაქტიკოდ პოლივიტამინების კომპლექსი უნდა მიიღოთ ზამთარში და გაზაფხულზე, ერთთვიანი ან ორთვიანი კურსის სახით, წელიწადში არა უმეტეს 2-3-ჯერ. შედარებით ხანგრძლივად ვიტამინები შეიძლება მიიღონ სპორტსმენებმა, მძიმე კლიმატურ პირობებში მცხოვრებმა პირებმა, მათ, ვინც ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას, მავნე წარმოების მუშაკებმა და სხვა. თუ კომპლექსი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, K, E), სამ კვირაზე მეტხანს მისი მიღება არ არის სასურველი. ორგანიზმმა ვიტამინები უკეთ რომ აითვისოს, უმჯობესია, მიიღოთ ისინი დილით ან დღის საათებში საკვებთან ერთად. არ არის სასურველი ვიტამინების მიღება ძილის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში კომპლექსის შერჩევამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინისა თუ მინერალის ნაკლებობა. ეს დაგეხმარებათ ისეთი პრეპარატის შერჩევაში, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება თქვენს ორგანიზმს.