დიურეტიკების ხანგრძლივი მიღებისას გირჩევთ, მიირთვათ ბანანი, ქიშმიში და გარგრის ჩირი, უარი თქვით მარილსა და ალკოჰოლზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიურეტიკების ხანგრძლივი მიღებისას გირჩევთ, მიირთვათ ბანანი, ქიშმიში და გარგრის ჩირი, უარი თქვით მარილსა და ალკოჰოლზე

დიურეტიკების მიღებას ყველაზე ხშირად მოსდევს:

  • შარდვის გაძლიერება - ეს მათი მოქმედების ბუნებრივი ეფექტია, რადგან ისინი შარდმდენი პრეპარატებია;
  • არითმია - გულის რიტმის მოშლა. ეს ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი მიკროელემენტების, უპირველეს ყოვლისა, კალიუმისა და კალციუმის დაკარგვის ბრალია, რომლებიც გულის მუშაობაში მონაწილეობენ.
  • შესამჩნევი სისუსტე და მოთენთილობა, რაც ელექტროლიტების დანაკარგის შედეგია, თუმცა პრეპარატისადმი ორგანიზმის მიჩვევის შემთხვევაში ეს ეფექტი ჯერ სუსტდება, შემდეგ კი ქრება.
  • კუნთთა კრუნჩხვები - უკავშირდება კალიუმისა და კალციუმის დანაკარგს. თუ თავს ასეთი რამ შეატყვეთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატს სწორად იღებთ, ამისთვის კი ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.
  • თავბრუსხვევა - არტერიული წნევის დაქვეითებას უკავშირდება, ამიტომ დიურეტიკის მიღების შემთხვევაში ეცადეთ, მკვეთრად არ წამოდგეთ საწოლიდან ან სკამიდან. თუ თავბრუხვევა გაქვთ, გაგიჩნდათ ძლიერი წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდმა მოიკლო ან გამუქდა, - ეს ყოველივე გაუწყლოებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში მიღებული სითხის ოდენობას კი ნუ გაზრდით, არამედ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიურეტიკის მიღებამდე აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს. ის გეტყვით, რომელი მათგანია თქვენთვის ოპტიმალური.ზედმიწევნით დაიცავთ ექიმის რეკომენდაციები.თუ პრეპარატი დანიშნული გაქვთ დღეში ერთხელ მისაღებად, სჯობს დილით დალიოთ - დღის მეორე ნახევარში მიღებულმა დიურეტიკმა შესაძლოა ძილი დაგირღვიოთ.დიურეტიკების მიღებისას აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი და თირკმელების ფუნქციის პერიოდული შემოწმება.არტერიული წნევის დასაქვეითებლად უმჯობესია დიურეტიკი წნევის დამწევ პრეპარატთან კომპლექსში მიიღოთ.

დიურეტიკების ხანგრძლივი მიღებისას:

  • აუცილებელია დაიცვათ დიეტა და შეამციროთ სუფრის მარილის მიღება საკვებთან ერთად.
  • ეცადეთ, მიიღოთ კალიუმის შემცველი პრეპარატები ან პროდუქტები, რომლებიც მას უხვად შეიცავს: ბანანი, ქიშმიში, გარგარის ჩირი. თუ, პირიქით, კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებს იღებთ, ჯობს თავი არიდოთ კალიუმით მდიდარ პროდუქტებს.
  • გახსოვდეთ, ალკოჰოლი და საძილე პრეპარატები დიურეტიკების გვერდით მოვლენებს აძლიერებენ.