წითელი ღვინისგან წნევის წამალს შექმნიან

ეფექტური პრეპარატის შექმნაზე.
ანტიოქსიდანტ რესვერატროლს შეიცავს ყურძენი და მას დიდი ხანია მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოსა და დემენციის, სამკურნალო უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევენ. თუმცა მეცნიერებმა ვერ შეძლეს რეალურად მუშა საშუალების მიღება.
ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ რესვერატროლი სისხლძარღვების კედლებში ურთიერთქმედებს PKG1 ცილასთან. იგი ცილას უმატებს ჟანგბადს, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და წნევის დაქვეითებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერებმა ნაერთი მისცეს თაგვებს, რომელთაც აღენიშნებოდათ წნევის დაქვეითება. ეფექტი მიიღწეოდა 15 დღის განმავლობაში.
დღეს არსებული არც ერთი წამალი ამგვარად არ მუშაობს. ანუ შესაძლებელია პრინციპულად ახალი კლასის პრეპარატების შექმნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წნევის დასაქვეითებლად ღვინო უნდა დავლიოთ. ანალოგიური შედეგის მისაღებად უნდა მივიღოთ დღეში 1000 ბოთლი.
მეცნიერებს მოუწევთ ნაერთის სტრუქტურის შეცვლა, რათა იგი უფრო სტაბილური და იმავდროულად ხელმისაწვდომი გახდეს.
ლალი ჩხიკვაძე