რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

როგორ მოვაცილოთ ნაჭერს მელნის ლაქა?

მელნის ლაქის მოსაცილებლად ცოტაოდენი რძე დაგჭირდებათ. დასვრილი ნივთი რძიან ჯამში მოათავსეთ და ლაქა თქვენ თვალწინ დაიწყებს გაქრობას.

როგორ გამოვრეცხოთ ბოთლი შიგნიდან?

თუ სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, ბოთლის შიგნიდან გამოსარეცხად ჩვეულებრივი ქვიშა გამოგადგებათ. ქვიშა ბოთლში ჩაყარეთ, ცოტა წყალი დაამატეთ და კარგად გააჯანჯღარეთ. შემდეგ სუფთა წყალი გამოავლეთ.

როგორ მოვხარშოთ გაბზარული კვერცხი?

თუ მაღაზიიდან სახლში მისულმა აღმოაჩინეთ, რომ ბადურაში რამდენიმე კვერცხი გაიბზარა, არ იდარდოთ. მათი მოხარშვა შესაძლებელია, უბრალოდ, ხარშვის დროს წყალში ცოტაოდენი ძმარი უნდა დაამატოთ.

როგორ ამოვიღოთ ხელში შერჭობილი უცხო საგანი?

თუ პინცეტი ხელთ არ გაქვთ, სხეულში შერჭობილი ხიწვის, შუშის ან მეტალის ნამსხვრევის ამოსაღებად ჩვეულებრივი ქილა ან ფართოპირიანი ბოთლი დაგჭირდებათ. ჩაასხით ქილაში ცხელი წყალი და ხიჭვშერჭობილი ხელი მჭიდროდ დააფარეთ. ცოტა ხანში უცხო სხეული ჭრილობიდან თვითონ გამოვა.

როგორ მოვხარშოთ კარტოფილი გემრიელად?

მოხარშული კარტოფილი რომ გემრიელი გამოვიდეს, მარილის გარდა, ხარშვის დროს მწიკვი შაქარიც უნდა დაუმატოთ. როცა კარტოფილი მოიხარშება, წყალი გადაღვარეთ და ქვაბი 2-3 წუთით ცეცხლზე დააბრუნეთ. კარტოფილი თანაბრად გაშრება და გაცილებით გემრიელი გამოვა.

როგორ დავჭრათ პური თხელ ნაჭრებად?

ამისთვის საჭიროა დანის გაცხელება. დანა რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ და სანამ პურის ჭრას შეუდგებოდეთ, კარგად გაამშრალეთ.

როგორ გავაცალკევოთ ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქები?

გახსოვდეთ, ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქების ძალით დაცილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. უბრალოდ, ზედა ჭიქა ცივი წყლით გაავსეთ, ქვედა კი, პირიქით - ცხელში ჩაუშვით და ჭიქები ადვილად დაცილდებიან.

როგორ მოვხარშოთ სწრაფად ქათამი?

გარდა იმისა, რომ საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, სახლში გაზრდილ დედალს, ფერმის ქათამთან შედარებით, ხარშვისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება. თუ ქათამს ნაწილებად დაჭრილს მოხარშავთ, ამით ხარშვის პროცესს დააჩქარებთ. კარგი იქნება, თუ მოხარშვამდე ქათამს ლიმონის წვენს წაუსვამთ და ერთი საათით გააჩერებთ. ბებიები გვირჩევენ, რომ დედლის მოხარშვის დასაჩქარებლად, წყალში ბროლის პატარა ჭიქა ჩავდოთ და ხარშვის დასრულებამდე დავტოვოთ. თუ ქათამი ძალიან ბებერია, შეიძლება ხარშვის დროს მწიკვი სოდა ან სუფრის კოვზი მდოგვი დავუმატოთ.