/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

მადის აღმძვრელიც, გემრიელიც და სასარგებლოც

მადის აღმძვრელიც, გემრიელიც და სასარგებლოც
გსურთ, მოამზადოთ ჯანსაღი საკვები ორისათვის?თქვენ ორნი ხართ, მაგრამ სხვადასხვანაირები; გაქვთ სხვადასხვანაირი მისწრაფებები და გატაცებები, სხვადასხვანაირი გემოვნება... თქვენ სასარგებლო საკვებს ამჯობინებთ, მისთვის კი მთავარია, კერძი გემრიელი იყოს. თუმცა ერთ რამეში თანხმდებით: ორივეს ძალიან გიყვართ ერთად ვახშმობა მყუდრო სამზარეულოში. როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, როგორ მოვახერხოთ, რომ კერძი მადის აღმძვრელიც იყოს და მსუბუქიც? უწინარესად, ყურადღებით შევარჩიოთ ინგრედიენტები. აი, ერთ-ერთი რეცეპტი, რომელიც თქვენც მოგეწონებათ და თქვენს საყვარელ მამაკაცსაც.

ღუმელში გამომცხვარი კალმახი ახალი ბოსტნეულის გარნირით

დაგჭირდებათ:

  • 1 კგ კალმახის ფილე (კანიანად, უფხოდ);
  • მსუბუქი (ნაკლებცხიმიანი) მაიონეზი;
  • ზეითუნის ზეთი;
  • ქორფა ბოსტნეული და მწვანილი.

კალმახის ფილე ოდნავ დავამარილოთ, მოვაყაროთ წიწაკა, მოვასხათ ლიმონის წვენი. გამოსაცხობ ფირფიტას წავუსვათ ზეითუნის ზეთი, დავდოთ ზედ ფილე, მოვასხათ მაიონეზი და შევდგათ ღუმელში, 170 გრადუს ტემპერატურაზე, 15-20 წუთით, სანამ მაიონეზი არ შევარდისფრდება. გამოვიღოთ, მოვრთოთ მწვანილით, სუფრაზე მივიტანოთ დაჭრილ კიტრსა და პომიდორთან ერთად.

რა თქმა უნდა, მამაკაცები უპირატესობას ხორცს ანიჭებენ, მაგრამ ქალებმა კარგად იციან, რომ თევზის კერძები აუცილებლად უნდა იყოს რაციონში. თევზი A და D ვიტამინების წყაროა. გარდა ამისა, შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს და მიკროელემენტებს. თქვენს საყვარელ მამაკაცს აუცილებლად მოეწონება ცხიმიანი თევზები (ორაგული, კალმახი, თინუსი). თანაც მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. თუ ვახშმად მაინც ხორცის მომზადება გადაწყვიტეთ, არც ესაა ურიგო - ხორცი ხომ ცილებთან ერთად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, თუთიას და რკინას. შემწვარი ცხვრის ხორცის შესანიშნავი ალტერნატივაა მჭლე ღორისა და ძროხის ხორცი, კურდღლისა და ფრინველის ხორცი. გარნირად კი კიტრისა და პომიდვრის სალათა მოამზადეთ - ის გაცილებით მსუბუქი და სასარგებლოა, ვიდრე შემწვარი კარტოფილი თუ საწებლიანი მაკარონი. კიტრი შეიცავს C, B1, PP ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ხოლო პომიდორში ბევრია A და C ვიტამინები, მაგნიუმი, კალიუმი და რკინა. თუ სოიის სოუსს გამოიყენებთ, დაგჭირდებათ 2-3-ჯერ ნაკლები მარილი, რომლის სიჭარბე მავნებელია ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, სოიის საწებელი შეიცავს გლუტამინის მჟავას ნატურალურ მარილებს, რომლებიც გემოს აღქმას ამძაფრებს. მაიონეზს დიეტოლოგები მაინცდამაინც არ სწყალობენ, თუმცა ის თითქმის ყველა კერძს უხდება. თუ მასზე უარის თქმა გიჭირთ, შეარჩიეთ მსუბუქი მაიონეზი, რომელიც ნაზი, ფაფუკი და გემრიელია და, რაც მთავარია, მისი ცხიმიანობა სულ 25%-ს უდრის. ხარისხიანი მაიონეზი მზადდება ნატურალური კომპონენტებისგან: მცენარეული ცხიმისგან, რომელიც E და F ვიტამინების წყაროა, და კვერცხის გულისგან, რომელიც მდიდარია A, B12, B1 და H ვიტამინებით. არ არის აუცილებელი, მამაკაცმა ყველაფერი იცოდეს თქვენი კულინარიული ხრიკების შესახებ. თუ ცოტაოდენ ფანტაზიას მოიშველიებთ, მუდამ გააოცებთ მას ახალ-ახალი, მადის აღმძვრელი და მსუბუქი კერძებით, რომლებიც ძალიან მოეწონება. რით გაამდიდროთ ყოველდღიური მენიუ, თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, გემრიელისა და სასარგებლოს ბალანსი დაიცვათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მადის აღმძვრელიც, გემრიელიც და სასარგებლოც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები