საოჯახო ჰიგიენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საოჯახო ჰიგიენა

სისუფთავის მანია

სისუფთავის მანიით შეპყრობილ ადამიანს ღირსების საქმედ მიაჩნია ყოველ კუთხე-კუნჭულში სტერილური სისუფთავის დაცვა. მას შეუძლია, გიჟივით დაეძგეროს ერთ ნამცეც მტვერს ან რაიმე ნარჩენს. ასეთი ადამიანის სახლში ყოფნისას ისეთი განცდა გიჩნდება, თითქოს მიკროსკოპის ქვეშ თხემით ტერფამდე შეგისწავლიან. სისუფთავის ასეთ დამცველებმა ზედმიწევნით იციან, რა როგორ უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს, სად რომელი ფხვნილი თუ ხსნარია საჭირო. ისინი განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც სისუფთავის მაღალ ეფექტს იძლევა. ასეთია, მაგალითად, ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალება, ქლორის შემცველ პრეპარატებს კი ღირსებებთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვთ: ძლიერი მჟავა ეფექტი გამოაშრობს და თანდათან შლის ნებისმიერ ზედაპირს, თანაც მათში დიდი რაოდენობით არის ტოქსინები. ასე რომ, ასეთი საშუალებების სისტემატური ხმარება მავნებელია.

პათოლოგიური სიბინძურე

ეს მეორე უკიდურესობა კიდევ უფრო ძნელი ასატანია. თუ დიასახლისი პათოლოგიურად ბინძურია, მის ირგვლივ ყოველთვის უწესრიგობა და უსუფთაობა მეფობს. ის მთელი დღეები უყურებს ტელევიზორს, ზის კომპიუტერთან, უსმენს მუსიკას, ლაპარაკობს ტელეფონით... შესაძლოა, ხანდახან გაუჩნდეს უწესრიგოდ მიყრილი ნივთების შეხების სურვილი, გაურეცხავი ჭურჭლის მთებს კი მხოლოდ მაშინ უახლოვდება, როცა სუფთა ჭურჭელი გამოელევა და ქვაბებსა და ტაფებზე შემხმარ ცხიმს მწვანე ფერი დაედება. ასეთ ადამიანებს ვერც თანამედროვე ტექნიკა შველის. შესაძლოა, იატაკის ჭუჭყიანი ტილო პირსაბანში გარეცხონ ან აბაზანის სახეხი ღრუბელი სხვა ჭურჭლის გასახეხად გამოიყენონ. საოჯახო ჰიგიენა დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამაზეა დამოკიდებული ოჯახის წევრების არა მარტო კომფორტი, არამედ ჯანმრთელობაც. მაგალითად, არ შეიძლება, ერთად გაირეცხოს უფროსებისა და ბავშვების ტანსაცმელი, თეთრეული და ჰიგიენის სხვა ნივთები. ზედმიწევნით უნდა დაიცვათ აბაზანისა თუ პირსაბანის სისუფთავეც. სასურველია, კბილის ჯაგრისს თავსახური დაახუროთ და ისე შეინახოთ, რათა მიკრობებისგან დაიცვათ. ოჯახის ყველა წევრს საკუთარი პირსახოცი და ღრუბელი უნდა ჰქონდეს.

სრულყოფილების მოყვარული

სრულყოფილების მოყვარულებს არ ჰყოფნით ის, რასაც ბაზარი სთავაზობს მომხმარებელს. ისინი გამუდმებით ეძებენ ახალ საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც სამზარეულოს თვალის დახამხამებაში აქცევენ სისუფთავის ოაზისად, რომლებსაც ჭუჭყის მოცილებასთან ერთად ანტიმიკრობული მოქმედების უნარიც შესწევს, ანუ წმენდს კიდეც და საიმედო დეზინეფქციასაც ახდენს და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მათი წყალობით დაზოგილ ენერგიას ასეთი ადამიანები სხვა საქმიანობას ახმარენ. ასე აღწევენ ისინი სასურველ სრულყოფილებას ყველგან და ყველაფერში.

დიასახლისის ჰიგიენა

სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული მართლაც საქებარია, მაგრამ ეს აკვიატებაში არ უნდა გადაიზარდოს. მოსაწონია, როცა სახლში ყველაფერი ბზინავს და კრიალებს, მაგრამ ეს პირად ჰიგიენასთან უნდა იყოს შერწყმული. სახლის დალაგების შემდეგ დიასახლისმა ხელები გულმოდგინედ უნდა დაიბანოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეხოს სამზარეულოში ჭურჭელს და სურსათს. დიასახლისს არ უნდა ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, ხოლო კერძების მომზადებისას თმა შეიკრას. ყურადღებით უნდა გაირეცხოს საკვები - ხორცი, ხილი თუ ბოსტნეული. ზოგიერთი საზამთროს ან ნესვს გასაცივებლად წყლით სავსე აბაზანაში ათავსებს. ეს დაუშვებელია. ნურც გაურეცხავს შედებთ მაცივარში - მასში შეიძლება უამრავი მიკრობი მოხვდეს. არც ჭურჭლის პირსაბანში დარეცხვა შეიძლება.


საყოფაცხოვრებო ნივთების მოვლა

საყოფაცხოვრებო ნივთები საქმიანობას გვიადვილებენ, ამიტომ მათ მოვლა და მოფრთხილება სჭირდებათ. თითოეულ ნივთს აქვს გამოყენების წესები და ვადა. ყოველი მათგანი სათანადოდ რომ ასრულებდეს თავის ფუნქციას, მათი ექსპლუატაციის თავისებურებებშიც უნდა გავერკვიოთ და მოვლის წესებიც დავიცვათ. მაგალითად, თუ წყლის ფილტრს იმაზე მეტხანს გამოვიყენებთ, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული, ის სიკეთის ნაცვლად ზიანს მოგვიტანს. ღრუბლის გამოყენება არ შეიძლება 4 თვეზე მეტხანს - დროთა განმავლობაში მასში სახლდებიან და მრავლდებიან ბაქტერიები. ერთადერთი გამოსავალი ის არის, ხშირად ვცვალოთ ეს აქსესუარი. მტვერსასრუტის, სამზარეულოს ნიჟარის, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრები რეგულარულად უნდა გამოიცვალოს და გაიწმინდოს.

გეშინიათ, რამე არ გამოგრჩეთ?

შეადგინეთ იმ ნივთების სია, რომლებიც შეცვლას და რეგულარულ მოვლას საჭიროებს და თითოეულის გასწვრივ აღნიშნეთ გაწმენდისა თუ განახლების თარიღი.

საძინებლის აქსესუარები

კარგად რომ გვეძინოს, მოხერხებულად უნდა ვიწვეთ, ლეიბიც კომფორტული უნდა გვეგოს. დიდხანს რომ გვემსახუროს, ის ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა გადავაბრუნოთ, ხოლო წელიწდში ერთხელ განვაახლოთ.

რბილი და მოხერხებული

მიკროფიბრის ხელსახოცები ყოველი ხმარების შემდეგ წყალში უნდა გავავლოთ და გავაშროთ, ყოველ სამ დღეში ერთხელ კი სარეცხ მანქანაში გავრეცხოთ 60-95 გრადუს ტემპერატურაზე (ფხვნილის გარეშე). ისინი 300 გარეცხვას უძლებენ. რეგულარულად გამოიღეთ და წყლის ჭავლის ქვეშ გარეცხეთ სარეცხი მანქანის ფხვნილის ჩასაყრელი რეზერვუარი. რეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია დატოვეთ - გაანიავეთ, რათა უსიამოვნო სუნი არ გაუჩნდეს. მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული ფილტრი, რომელიც ნაგავს აკავებს, ყოველი მეათე რეცხვის შემდეგ გაასუფთავეთ.

სუფთა ჯაგრისი

კბილის ჯაგრისი გამოყენების შემდეგ ჯერ გამდინარე წყალში გაავლეთ, შემდეგ საპნის ქაფით გარეცხეთ. შეინახეთ თავით მაღლა და არ დაივიწყოთ ორ თვეში ერთხელ ცვლა!

სხვადასხვა დანიშნულების ჯაგრისები

ჯაგრისი, ეს უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთი, არც ისე ადვილი შესარჩევია... ტრადიციული ჯაგრისი ღორის ჯაგრისგან მზადდება და იდეალურია ზედა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გასაწმენდად. დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს და კარგად უძლებს გარემოს ყოველგვარ ზემოქმედებას. ასეთივე თვისებები აქვს ცხენისა და ძროხის ძუისგან დამზადებულ ჯაგრისებსაც, თუმცა ისინი გაცილებით რბილია და სათუთი ნივთების მოსავლელად გამოდგება. არსებობს ჯაგრისები, რომლებიც ქოქოსის ბოჭკოსგან, ნეილონისა და შაქრის პალმისგან მზადდება. მათ სამზარეულოს ავეჯისა და ჭურჭლის გასაწმენდად და გასარეცხად იყენებენ. ფუნჯები, რომლებიც თხის და მაჩვის ბეწვისგან მზადდება, ძალიან სწრაფად და ადვილად აცილებს მტვერს ავეჯს. თხის ბეწვისა და მცენარეული ბოჭკოებისგან დამზადებული ჯაგრისი კარგად ასუფთავებს ოთახის მცენარეთა ფოთლებს. ბაიას ბოჭკოს მრგვალი ჯაგრისი აცილებს ქოთანს მიწის ძნელად მოსაცილებელ ნარჩენებს. ღორის ჯაგრისგან დამზადებული ჯაგრისი ყველაზე ვიწრო ნაპრალებშიც კი აღწევს. ჯაგრისგან დამზადებული ტანსაცმლის მინიჯაგრისი (8სმ) ბუსუსებს აშორებს ქსოვილს. წიგნის ჯაგრისი თხის ბეწვისა და ღორის უხეში ჯაგრისისგან მზადდება. ის კარგად წმენდს წიგნის თაროებს. პროფესიული ჯაგრისი, განკუთვნილი ფეხსაცმლისთვის, დამზადებულია ცხენის ფაფრისგან და ხშირად მორკალული სახელური აქვს. დაიცავით ჰიგიენა, მოუარეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს - დაზოგეთ ჯანმრთელობა.