კულინარიული ჩანართი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კულინარიული ჩანართი

სამეფო პიცა

ცომისთვის საჭიროა:

* 1ჩ/ჭ ფქვილი;

* 25გ საფუარი;

* 1ჩ/ჭ რძე;

* 1ს/კ შაქარი;

* 1/2 ჩ/კ მარილი;

* 3ს/კ ზეთი;

ზედაპირზე დასაწყობად:

  • 4-5 ცალი პომიდორი;
  • 200გ მოხარშული ლორი;
  • 2ს/კ ზეთი (სასურველია, ზეითუნისა);
  • 100გ მდნარი ყველი;
  • 10-12 ცალი ზეთისხილი;
  • შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.

მოზილეთ ცომი, პომიდორი გაფცქვენით, დაჭერით მრგვალად. ლორი დაჭერით თხლად, დაალაგეთ ცომზე, წაუსვით მდნარი ყველი, მოაყარეთ ზეთისხილი, მარილი, პილპილი. აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.

თინუსი პომიდვრის სოუსით

საჭიროა:

  • 4 ნაჭერი თინუსი;
  • 4ს/კ ზეითუნის ზეთი;
  • 2ჩ/ჭ დაჭრილი პომიდორი;
  • 12 ცალი ზეთისხილი;
  • 1/4 დაჭრილი ოხრახუში;
  • 3ს/კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 კბილი ნიორი;
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით.

პომიდორი გაჭერით შუაზე, კურკაგამოცლილი ზეთისხილი დაჭერით, აურიეთ ერთმანეთში პომიდორი, ზეთისხილი, ოხრახუში, დაჭრილი ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააჩერეთ. თინუსის ნაჭრებს მოასხით ზეთი და შეწვით გრილზე. შემწვარი თევზის ნაჭრები დააწყვეთ თეფშებზე და მოასხით პომიდვრის სოუსი.

სპაგეტი სიცილიურად

საჭიროა:

  • 500გ სპაგეტი;
  • 500გ პომიდორი;
  • 1 თავი ხახვი;
  • 6 ზეთისხილი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • 1/3 ჩ/ჭ დაჭრილი ოხრახუში;
  • 2ს/კ დაჭრილი რეჰანი;
  • 0,5ჩ/კ ჩილი;
  • 1ს/კ ძმარი;
  • 120მლ ზეითუნის ზეთი;
  • 0,5ჩ/კ ქონდარი;
  • ყველი “პარმეზანი”;
  • შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.

დაჭერით პომიდორი, ხახვი, ზეთისხილი. ნიორი დანაყეთ. აურიეთ ერთმანეთში პომიდორი, ხახვი, ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, ქონდარი და წიწაკა. მოასხით ძმარი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ. მაკარონი მოხარშეთ მარილწყალში, მოასხით მზა სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან. შეგიძლიათ, მოაყაროთ ყველის ნაჭრებიც.

კარტოფილის პიცა

საჭიროა:

  • 600 გ კარტოფილი;
  • 2 კვერცხი;
  • 200 გ ყველი;
  • 100 გ ქამა სოკო;
  • 2 ცალი პომიდორი;
  • 1ს/კ დაჭრილი ოხრახუში;
  • 1/2ს/კ მარილი;
  • 1 თავი ხახვი;
  • 4ს/კ მაიონეზი.

100 გ ყველი და 600 გ კარტოფილი გახეხეთ, აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ 2ს/კ მაიონეზი და მარილი. გადაიღეთ 24სმ დიამეტრის ტაფაში. აცხვეთ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.

ქამა სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად, პომიდორი - კუბიკებად, ხახვი - ალყა-ალყა. ხახვი, სოკო, პომიდორი, მწვანილი შეურიეთ დარჩენილ მაინეზში, შეაზავეთ მარილით.

გამომცხვარი კარტოფილის ფირფიტა გამოიღეთ, ზემოდან დაადეთ ბოსტნეულის მასა, მოაყარეთ დარჩენილი ყველი, შედგით ღუმელში და აცხვეთ კიდევ 40 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.