ჯანსაღი კვების ყველაზე გემრიელი ინგრედიენტი - თინუსია !
ეს ყველა კომპონენტი სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ინტელექტის განვითარებასა და ფიზიკურ სრულყოფაში.
ჩვენი ორგანიზმის მთავარი შემადგენელი ქიმიური კომპონენტები ცილები, ანუ პროტეინებია. იმისათვის, რომ უჯრედი განახლდეს, გაიზარდოს, გამართულად იფუნქციონიროს იმუნურმა სისტემამ, ძვლები იყოს მყარი და კუნთი სწორად ჩამოყალიბდეს, აუცილებელია ეს სტრუქტურული ელემენტი, რომელიც ამინომჟავების ჯაჭვისაგან შედგება.
ომეგა 3-ის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ჩამონათვალთა სიიდან აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ და აღვნიშნოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება და რეპროდუქციული ჰორმონების ზრდა. ის ასევე შესანიშნავად მოქმედებს კანზე, ატენიანებს, ხდის უფრო მეტად ელასტიურს, ანიჭებს დრეკადობასა და სიგლუვეს. ომეგა 3-ის მოქმედება ასევე ეფექტურია კანზე ფსორიაზის დროს; ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, სწორად ამიტომ აუცილებელია თევზის მიღება, რომელიც მისი ყველაზე მდიდარი, ბუნებრივი წყაროა. ომეგა 3 მოიპოვება ყველა თევზის სახეობაში, თუმცა ბევრად მეტია, ცხიმიან თევზში, რომელიც ცივ წყლებში ბინადრობს (ზუსტად ასეთია დარდანელის თინუსიც).
სელენი არის მიკროელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ის ხელს უშლის რეპროდუქციული დაზიანებების განვითარებას, გავლენას ახდენს ყველა სახის მამაკაცურ ფუნქციაზე, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის აქტიურ გამომუშავებას და იცავს ორგანიზმს, როგორც მინიმუმ, 50 დაავადებისგან როგორიცაა: პროსტატის სიმსივნე, იმუნოდეფიციტი და სხვა.
მკვლევარებმა ახლახანს აღმოაჩინეს თინუსში სელენის ახალი ფორმა - სელენონეინი, რომელიც ანტიოქსიდანტია და აფერხებს სხვა მოლეკულების ოქსიდაციას. ოქსიდაციის დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით მრავალი დაავადების გამომწვევია. თუ ორგანიზმი საკმარის ანტიოქსიდანტებს იღებს, მაშინ თავისუფალ რადიკალებთან გამკლავებას თავადვე შეძლებს. 100 გრამი დარდანელის თინუსი 0.5მგ/კგ სელენიუმს შეიცავს.
ცილებთან ერთად დარდანელის თინუსში ისეთი მნიშვნელოვანი მინერალები მოიპოვება, როგორიცაა: მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და სხვა. ასევეა რიგი ვიტამინებისა : B12, A, D, E და K.
უნდა გვახსოვდეს, რომ „დარდანელის“ თინუსი მოიპოვება სუფთა ზღვებში და თევზის მთლიანი ნაჭრები უახლესი ტექნოლოგიით იფუთება ყველაზე ჰიგიენურ პირობებში. ის დანამატების, კონსერვანტების გარეშეა წარმოებული და შესაბამისად ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
თინუსი უამრავი სალათის თუ სენდვიჩის ინგრედიენტია. მისი საბოლოო კერძად ფორმირებისათვის მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის დამატებაა საჭირო. Dardanel - ი წარმოგვიდგენს თინუსის თევზის კონსერვს საკუთარ წვენში, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთში, სიმინდის, ლობიოსა და პომიდვრის დამატებებით, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საუკეთესო საკვებია.
R