კულინარიული ჩანართი
მწვანე ლობიო თინუსით
საჭიროა:
- 600 გ მწვანე ლობიო;
- 400 გ პომიდორი;
- 2 მწვანე ხახვი;
- 1 კონა ოხრახუში;
- 1 ქილა თინუსი თავისივე წვენით;
- 3/4 ჩ/კ ძმარი ან თეთრი ღვინო;
- 5ს/კ ზეითუნის ზეთი;
- მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მწვანე ლობიო მოხარშეთ და გააცივეთ. პომიდორი დაჭერით. დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვიც. თინუსი გაწურეთ და ჩანგლით დაანაწევრეთ. ჩაყარეთ ჯამში მწვანე ლობიო და თინუსი, მოასხით ძმარი, ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ხახვი და ნახევარი ოხრახუში. კარგად აურიეთ, მოაყარეთ დარჩენილი ოხრახუში და მიიტანეთ სუფრასთან.
ორაგული კარტოფილითა და ზეთისხილით
საჭიროა:
- 1 კგ კარტოფილი;
- 5ს/კ ზეითუნის ზეთი;
- 3 დაჭრილი ხახვი;
- 3ს/კ დაჭრილი ზეთისხილი;
- 2ს/კ ძმარი;
- 700გ ორაგულის ფილე;
- 3 ს/კ დაჭრილი რეჰანი.
კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, დაჭერით. გაახურეთ ღუმელი. ტაფაზე, ზეთში, მოშუშეთ ხახვი, ზეთისხილი, ძმარი და სუნელები. დაამატეთ მოხარშული კარტოფილი და მოურიეთ. შეაზავეთ მარილით და პილპილით. გადაიღეთ თიხის ჯამში (კეცში), ზემოდან მოაწყვეთ ორაგულის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით დარჩენილი ზეთი და მოაყარეთ დაჭრილი რეჰანი. შედგით ღუმელში 15 წუთით, გამოიღეთ და გააცივეთ.