ტანსაცმლის მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტანსაცმლის მოვლა

ტანსაცმელი, ისევე, როგორც ფეხსაცმელი, სწორი შენახვის შემთხვევაში, დიდხანს უნდა გვემსახურებოდეს. ისევე როგორც ფეხსაცმელს, ტანსაცმელსაც დასვენება ესაჭიროება. ასევე უნდა გაანიავოთ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სუნი. ამიტომ ზედა ტანსაცმელი სასურველია ყოველდღიურად გამოიცვალოთ. ტანსაცმლის მოვლის საიდუმლოებები მითითებულია ტანსაცმლის საჭდეზე, რომელიც მის შიგნითა ზედაპირზეა მიკერებული.

ტანსაცმლის გარეგნობის შესანარჩუნებლად რეცხვა ერთადერთი საშუალება არ არის. თუ როგორ გამოვიყურებით ამა თუ იმ კოსტიუმში, ამაზე ფიქრს მაღაზიაშივე ვიწყებთ, როდესაც ახალ სამოსს ვირჩევთ.

მაშ, საიდან იწყება ტანსაცმლის მოვლა? მისი ზომის, მოდელის, ქსოვილის და ა.შ. სწორი შერჩევით.

თავდაპირველად ვისაუბროთ იმ მასალაზე, რისგანაც შეკერილია ტანსაცმელი. ტრადიციული ქსოვილებია ტყავი, ბამბა, სელი, აბრეშუმი, შალი. მათ ბევრი დადებითი თვისება აქვთ, მაგრამ ასევე უარყოფითიც, რომელიც გვკარნახობს მათი მოვლის წესებს.

ტყავი

ადამიანის ყველაზე ძველი და ტრადიციული ზედა ტანსაცმელი ტყავისგანაა დამზადებული. ეს ბუნებრივი მასალა სხვადასხვა ცხოველის დამუშავებული ტყავია. ტყავის სპეციალისტებს თავისი საიდუმლო აქვთ, თუ როგორ გადააქციონ ნესტიანი ტყავი ლამაზ ჩასაცმელად, რათა მან ბუნებრივი თვისებები შეინარჩუნოს.

რასაკვირველია, აქ არ მოვყვებით ამბავს იმაზე, თუ როგორ გადაიქცა მოკლული მამონტის ტყავისგან დამზადებული მოსასხამი ელეგანტურ პიჯაკად, მაგრამ შევეცდებით მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც შეიძლება დიასახლისებისთვის საჭირო აღმოჩნდეს.

ტყავს ბუნებრივი ელასტიკურობა და სიმტკიცე აქვს. ის სუნთქავს და ამასთან, გვიცავს ქარისგან, იწოვს სხეულის სისველეს და არ ატარებს წყალს.

ნებისმიერ ტყავს აქვს თავისი ტიპური აგებულება და მისი დამუშავების თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს რბილი, ხავერდოვანი, მბზინვარე და ბეწვიანი. ტყავის ზოგიერთ სახეობას პიგმენტური ლაქები და კაპილარული ნახატი ახასიათებს. ჩვეულებრივ, ტყავის ტანსაცმლის დამზადებისას გამოიყენება სხვადასხვა ცხოველის ტყავი. სწორედ ამით აიხსნება მისი სხვადასხვაგვარი სტრუქტურა (სისქე, სტრუქტურული ხაზების მიმართულება და ა.შ.). გამოყვანილი ტყავის სხვადასხვა ნაწილი გამოიყენება ზედა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან ჩანთების შესაკერად. არსებობს ტყავის დამუშავების უამრავი მეთოდი. აქედან მოდის სწორედ ტყავის ამდენი სახეობა:

  • ნუბუკის, ზამშის და ველიურის (დრაპი) ტიპის ფოროვანი რბილი ტყავი;
  • ლაიკის ტყავი, რომელიც გამოიყენება ძალიან თხელი ხელთათმანებისთვის;
  •  ფეხსაცმლის, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების დასამზადებლად გამოყენებული ლაკირებული ტყავი და ბეწვის დუბლირებული ტყაპუჭები.

    ეს ყველაფერი ტყავია. თითოეული მათგანი მოითხოვს სპეციფიკურ მოვლას. მაგრამ ვინ არ იცის, რომ დღეს პროფილაქტიკა საუკეთესო მკურნალობაა. ამიტომ, დავიწყოთ პროფილაქტიკური საშუალებებიდან.

ტყავის მოვლის  ძირითადი წესები

  • ახალი ტყავის ნივთებს აქვთ სპეციფიკური სუნი (ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომლითაც ვასხვავებთ ტყავის ნივთებს მისი შემცვლელისგან). თუ ეს სუნი არ გსიამოვნებთ, მისგან თავის არიდება შესაძლებელია შემდეგნაირად: აიღეთ დაფქული ყავა და ტყავს დააფრქვიეთ. დატოვეთ ასეთ მგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში.

ყურადღება! ამის გაკეთებას არ გირჩევთ ნათელი ფერების ტყავზე - რადგან მასზე ყავამ შეიძლება თავისი კვალი დატოვოს. 

  • ტყავის ნივთები და პიჯაკები, რომლებიც ორივე მხრიდან შეგიძლიათ მოიხმაროთ, უნდა ატაროთ თანაბრად და ასევე ორივე მხრიდან გაწმინდოთ.
  • ტყავის ნივთები უფრო ხშირად საყელოებისა და მანჟეტების ადგილას ჭუჭყიანდება. ამიტომ რეკომენდებულია მის ქვეშ როლინგის ან შარფის ტიპის სამოსი გამოიყენოთ.
  • ზამშის ქვედაბოლოები და შარვლები სარჭიან საკიდზე დაკიდეთ, რომ მათზე ნაკეცი არ წარმოიშვას. 
  •  ტყავის ნივთების მოსავლელი საშუალებების გამოცდა შეგიძლიათ შიგნიდან (ჯიბეები, შიგნითა ნაკერები).

ტყავის გაწმენდა

ტყავის ტანსაცმელზე, როგორც სხვა ნებისმიერი ქსოვილის ტანსაცმელზე, წარმოიქმნება ლაქები და ჭუჭყიანი ადგილები. ტყავის გაწმენდა და ლაქების ამოყვანა გარკვეულ გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვს. ზოგჯერ მცირე ზომის, თითქმის შეუმჩნეველი ლაქის ადგილას წარმოიშვება ახალი, დიდი ლაქა. ამიტომ, მიუხედავად ტყავის მოვლის საშუალებების დიდი ასორტიმენტისა, მიმართეთ ძველ, უკვე კარგად ნაცად ხერხებს:


 

  • ნებისმიერი ტანსაცმელი იმტვერება. ყველაზე მთავარია - მისი მტვრისგან გაწმენდა. ამის შემდეგ შეიძლება კიდევ გაწმინდოთ, გაჟღინთოთ, შეღებოთ და ა.შ. ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ მტვერსასრუტი, დაფერთხოთ ან გაწმინდოთ სველი ნაჭრით.
  • წვიმის წვეთები ლაქებს ტოვებს ბეწვეულზე. ამიტომ საკმარისია დავარცხნოთ ჯაგრისით სხვადასხვა მიმართულებით და ბუსუსები გასწორდება.
  • ტყავზე გაჩენილ ცხიმის ლაქებს დააყარეთ ცარცის ფხვნილი და დატოვეთ ერთი დღე-ღამის განმვალობაში. შემდეგ ცარცი გადმოფერთხეთ და ტყავი გაწმინდეთ ჯაგრისით.
  • კალმისტრის ლაქები წებოვანი ზონრების საშუალებით სცილდება. დააწებეთ იგი ლაქას, მაგრად მიაჭირეთ და შემდეგ მოქაჩეთ. ნარჩენები შეგიძლიათ გაწმინდოთ საშლელით ან ქვით. დამატებით შეგიძლიათ დაამუშაოთ ტყავის საწმენდი სითხით.
  • ფლომასტერისგან დატოვებული ლაქები არ იწმინდება.
  • ძალიან დაბინძურებული ტყავისა და ზამშის ტანსაცმელი უმჯობესია ქიმწმენდაში გააწმენდინოთ.
  • ფოროვანი რბილი ტყავი რეგულარულად უნდა გაწმინდოთ მშრალი ღრუბლით.
  • ტყავის ნაწარმი სასარგებლოა დროდადრო გლიცერინით გაწმინდოთ, განსაკუთრებით მანჟეტები და საყელო - ეს მას ბზინვარებას მიანიჭებს (გლიცერინი შეგიძლიათ ვაზელინით ან აბუსალათინის ზეთით შეანაცვლოთ).
  • ტყავის ტანსაცმელზე გაჩენილი გაქექილი და გაფერმკრთალებული ადგილები შეგიძლიათ გაწმინდოთ ახალგათლილი ფორთოხლის კანით.
  • ძალიან რბილი თხელი ტყავის გაწმენდა შეიძლება ახალი რძისა და სკიპიდარის ნარევით (1:1). ამის შემდეგ შეგიძლიათ ტყავს უფერო კრემი წაუსვათ და გაწმინდოთ ჯაგრისით გაპრიალებამდე.
  • დუბლირებული ტყაპუჭიდან ხანდახან ბუსუსები და ბეწვი ცვივა, რაც ტანსაცმელზე უშნოდ ჩანს. ამიტომ, პერიოდულად აუცილებელია მისი შიგნითა ნაწილის გაწმენდა სველი რბილი ნაჭრით და ჯაგრისით.
  • ახალი ზამშის ტანსაცმელს სანამ ჩაიცვამთ, კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით, რათა ტყავის დამუშავების პროცესში წარმოშობილი მტვრისგან გაათავისუფლოთ.
  • დრაპისა და ზამშის ტანსაცმელი რეკომენდებულია რეგულარულად წმინდოთ დაბალბეწვიანი ჯაგრისით. შელახული, გაქექილი და გაჭუჭყიანებული ადგილები სპეციალური ჯაგრისით ან ზამშის რეზინით გაწმინდეთ. საყელო, სახელოები და ჯიბეები, ჭუჭყით რომ არ დაიფაროს, შეგიძლიათ თბილი სოდიანი რძით დაამუშაოთ (ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა რძეზე).

უთო

თუკი აუცილებელია ტყავის ტანსაცმლის დაუთოება, მკაცრად უნდა დაიცვათ მისი გაუთოების წესები. 

  •  ტყავის ტანსაცმელი აუცილებლად დააუთოეთ შიგნითა ზედაპირიდან;
  •  დაუთოება დასაშვებია ნაჭრის ქვემოდან;
  • უთო დააყენეთ შალის რეჟიმში;

როგორ შევინახოთ ტყავი

ტყავის ნივთების შესანახად მათ გადააფარეთ ბამბის ან სელის ქსოვილის ტომარა. უმჯობესია, საკიდზე დაკიდოთ გრილ ბნელ კარადაში. საკიდი უნდა შეარჩიოთ ტყავის ნაწარმის წონის მიხედვით, რათა მხრის ნაკერები არ დეფორმირდეს, უმჯობესია გამოიყენოთ საკიდები ფართო მხრებით.

დაუშვებელია

  • ტყავის გასაწმენდად ბენზინის, აცეტონისა და სხვა გამხსნელების გამოყენება. ისინი ცხიმს აცლიან ტყავს;

  •  ტყავის ნივთების ძლიერი წვიმის დროს ჩაცმა. მაგრამ თუ მიუხედავად ყველაფრისა, წვიმამ მაინც მოგისწროთ, მაშინ სველი ტყავი გაწმინდეთ მშრალი და რბილი ქსოვილით და მხოლოდ შემდეგ გააშრეთ ოთახის ტემპერატურაზე ისე, რომ საკიდზე დაკიდოთ გამათბობელი საშუალებების მოშორებით;
  • ტყავის ტანსაცმლის პოლიეთილენის პარკში შენახვა, რადგან იგი უნდა სუნთქავდეს;

    ს შეღებილმა ტყავმა შეიძლება დაკარგოს თავისი ფერი მზის სხივების პირდაპირი მოხვედრისას. შესაბამისად დაუშვებელია მათი მზეზე მოთავსება;

  • ტყავის ნაწარმს აქვს თხელი დამცავი შრე, ამიტომ მათი ხშირი წმენდა სასურველი არ არის. სანამ სახლიდან ტყავის ახალი ტანსაცმლით გამოხვალთ, სპეციალური გასაჟღენთი საშუალებით დაამუშავეთ. ასე მას დაიცავთ ნესტისა და ჭუჭყისაგან. თუ თქვენს საყვარელ ნივთს ლაქა მაინც გაუჩნდა, მაშინ მისი გაწმენდა უფრო გაგიადვილდებათ.

     

(გაგრძელება იქნება)