/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

საინტერესო ინფორმაცია დიასახლისებისთვის

საინტერესო ინფორმაცია დიასახლისებისთვის

საუკეთესო გამოგონებები, რომლებიც, გაგიკვირდებათ და, სწორედ ქალებმა შექმნეს.

ისტორიაში მრავლად არიან ქალები, რომლებმაც ნამდვილად ღირებული ნივთები გამოიგონეს:

1. ცირკულარული ხერხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტაბიტა ბებიტი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მამაკაცებს, რომლებიც გრძელი, ორსახელურიანი ხერხებით ჭრიდნენ მორებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კაცზე დატვირთვა ერთნაირი იყო, მორებს ჭრიდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ხერხი წინ მიიწევდა, უკან გაწევისას კი არაფერი ხდებოდა. ბებიტი ფიქრობდა, რომ ეს იყო ენერგიის ფუჭად ხარჯვა და 1810 წელს შექმნა წრიული ხერხის პროტოტიპი, რომელიც მოგვიანებით საამქროებში გამოიყენეს.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჯოზეფინ კოკრეინმა შექმნა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჭურჭელს რეცხავს და არ ამსხვრევს, ეს მოხდა 1886 წელს, მაგრამ მხოლოდ 40 წლის შემდეგ მოიპოვა კოკრეინის მოწყობილობამ დიასახლისების აღიარება როგორც აუცილებელმა ნივთმა.

3. მინის საწმენდები

პირველი მანქანის საწმენდები გამოიგონა მერი ანდერსონმა 1903 წელს. მას შეეცოდა მძღოლები, რომლებიც ქარბუქის დროს მანქანას ყოველ წუთს აჩერებდნენ და საქარე მინიდან თოვლს ნიჩბებით ყრიდნენ.

4. მაყუჩი

ეს აკუსტიკური ფილტრი გამოიგონა ელ დოლორეს ჯონსმა 1917 წელს, რის შემდეგაც სამყარო ცოტათი მშვიდი გახდა.

5. კევლარი

1965 წელს ექიმმა სტეფანი კვოლეკმა გამოიგონა სინთეზური მასალა კევლარი. შემდგომში ამ მასალისგან დაიწყეს ჯავშნის დამზადება, რამაც ათასობით პოლიციელის, სამხედროსი თუ მეხანძრის სიცოცხლე გადაარჩინა.

6. თოვლის გამწმენდი მანქანა

„სისუფთავე უნდა იყოს არა მარტო სახლში, არამედ ქუჩებშიც!“ – გაიფიქრა უბრალო მდივანმა, სინტია ვესტოვერმა, და 1892 წელს ააწყო ქუჩების თოვლისგან გასაწმენდი თანამედროვე მანქანების წინაპარი.

7. წყალქვეშა პერისკოპი

პერისკოპის პროტოტიპი გამოიგონა იოჰანეს გუტენბერგმა 1430-იან წლებში, ხოლო 1845 წელს ამერიკელმა ქალმა, სარა მატერმა, ეს გამოგონება დააპატენტა.

8. სილიკონი

მოქანდაკე პატრიცია ბილინგსმა შექმნა ცემენტის შემცველი დანამატი, რომელიც ხელს შეუშლიდა მისი შემოქმედების დაშლას. ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ, 1970 წელს, მან საბოლოოდ მიაღწია მიზანს და გამოიგონა ურღვევი თაბაშირი. ცოტა ხნის შემდეგ ბილინგსმა აღმოაჩინა, რომ მასალა ასევე საოცრად მდგრადია ხანძრის მიმართ.

9. WiFi-ს საფუძველი

ჰედი ლამარმა სკანდალური პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორის, გუსტავ მახატის, ფილმში ითამაშა, რომელშიც კინოს ისტორიაში პირველად იყო სექსუალური სცენა. ადოლფჰიტლერმა მას მესამე რაიხის მტერი უწოდა, ხოლო პაპი პიუს XII მოუწოდებდა კარგ კათოლიკეებს, არ ენახათ ფილმი. ჰედი არა მხოლოდ კინომოყვარული, გამომგონებელიც იყო. 1941 წელს მან დააპატენტა საიდუმლო საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელიც დინამიკურად ცვლიდა სამაუწყებლო სიხშირეს, რათა მოწინააღმდეგისთვის ხელი შეეშალა. 1962 წლიდან ეს მოწყობილობა გამოიყენება ამერიკულ ტორპედოებში, ახლა კი ამ ტექნოლოგიას მობილურ კომუნიკაციებსა და WiFi-ში იყენებენ.

10. ვარდისფერი შამპანური

ნიკოლ ბარბე კლიკომ 1808 წელს შეიმუშავა „რემუაჟის“ ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც შამპანური სამ თვეში ათავისუფლებს ნალექს და ხდება კრისტალურად სუფთა.

11. ხორცის კონსერვების დამზადების ხერხი

პირველი დაკონსერვებული საკვები 1749 წელს წარადგინა ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლას აპერმა, ხოლო 1873 წელს ვენის მსოფლიო გამოფენაზე ვინმე ნადეჟდა კოჟინამ აჩვენა მომზადების ახალი მეთოდი, რისთვისაც მედალიც მიიღო.

12. ყავის ფილტრი

მელიტა ბენცის წყალობით ყავის მოყვარულები ყავის ულუფის მომზადების დამღლელი პროცედურისგან გათავისუფლდნენ. მელიტამ 1909 წელს სტუდენტის რვეულის ფურცლისგან საკუთარი ხელით შექმნა ყავის პირველი ფილტრი-კონუსი. ყავის ფილტრების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Melitta ამ ქალის სახელს ატარებს.

13. ბავშვის საფენები

დაღლილი დედა და დიასახლისი, მარიონ დონოვანი, 1917 წელს დაჯდა სამკერვალო მანქანასთან და შექმნა წყალგაუმტარი საფენები. ბაზარზე უკვე გაყიდული რეზინის საფენებისგან განსხვავებით, დონოვანის დიზაინი არ აზიანებდა ჩვილის კანს და მჭიდროდ არ ეკვროდა. ერთჯერადი საფენების გამომგონებლის წოდების კიდევ ერთი პრეტენდენტი არის შვედური კომპანია Paulistrm, რომელმაც 1942 წელს გამოუშვა ცელულოზის შთამნთქმელი ბალიშები, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც ერთჯერადი საფენები. მწარმოებლები ცდილობდნენ ბევრი იდეის განხორციელებას, მაგრამ ერთჯერადი საფენების მასობრივი ინდუსტრიული წარმოება მხოლოდ 50-იანი წლების შუა ხანებში დაარსდა, იდეის ავტორი ვიქტორ მილსია.

14. შოკოლადის ორცხობილა

კლასიკური ბისკვიტების დამზადებისას რუთ უეიკფილდმა 1930 წელს ექსპერიმენტი ჩაატარა და შოკოლადის ფილები პირდაპირ ცომში ჩაყარა. შედეგად კი გემრიელი დესერტი მიიღო. მოგვიანებით რუთმა ქმართან ერთად ორცხობილების წარმოება და გაყიდვაც დაიწყო.

15. ბიუსტჰალტერი

ქალის გარდერობის ეს ნაწილი დააპატენტა ერმინი კადოლმა საფრანგეთში 1889 წელს. თავის კორსეტის სახელოსნოში ქალბატონმა კადოლმა გამოფინა ნამუშევარი სახელწოდებით „le Bien-Etre“ („კეთილდღეობა“). ამ ბიუსტჰალტერის ჭიქებს იჭერდა ორი ატლასის ლენტი, უკან კი მთელი სტრუქტურა კორსეტზე იყო მიმაგრებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საინტერესო ინფორმაცია დიასახლისებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები