კულინარიული ხრიკები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კულინარიული ხრიკები

წარმოგიდგენთ საკმაოდ საჭირო და გამოსადეგ კულინარიულ ხრიკებს:

1) თუ გნებავთ, რომ ბოსტნეულის სალათი განსაკუთრებულად არომატული გამოვიდეს, დაამატეთ ცოტაოდენი ვანილი;

2) ხორცი განსაკუთრებით გემრიელი გამოგივათ, თუ ბროწეულის წვენში შეწვავთ;

3) თუ გნებავთ, ბულიონი გამჭვირვალე გამოვიდეს, ჩააგდეთ ქვაბში ყინულის კუბი;

4) თუ გნებავთ, რომ მარილი „გაანელოთ“, დაამატეთ კერძში ლიმონის წვენი, ის აქრობს ჭარბი მარილის გემოს;

5) თუ გნებავთ, რომ ხორცი რბილი და წვნიანი იყოს შეწვის შემდეგ, გაახვიეთ ფოლგაში;

6) თუ გნებავთ, რომ ყავა, კაკაო, ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელი გამოგივიდეთ, დაამატეთ მწიკვი მარილი;

7) ხახვი დაბრაწული და გემრიელი გამოგივათ, თუ შეწვისას შაქარს დაამატებთ.

რა საფრთხეს შეიცავს „ბულიონის კუბები“ და რატომ არ უნდა გამოიყენოთ

სხვადასხვა კერძის მომზადებისას უამრავი დიასახლისი იყენებს ყველასთვის ცნობილ ბულიონის კუბებს, ის საჭმელს უფრო აგემრიელებს. მაგრამ კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ბულიონის კუბები საკმაოდ ბევრ მომწამლავ ნივთიერებას შეიცავს და მისი ხმარება არარეკომენდებულია.

ბულიონის კუბებში შედის მონოსოდიუმი გლუტამატი, რომელიც იწვევს:

1) ალერგიულ რეაქციებს;

2) ღებინებას;

3) თავის ტკივილს;

4) გულის არითმიას;

5) ალცჰაიმერის განვითარებას.

მისი ყოველდღიური მოხმარება არასასურველია, ის იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს და შეიცავს უამრავ ქიმიურ დანამატს.

მარტივი ხრიკები დიასახლისებს:

1. რძე მალე რომ არ აგიმჟავდეთ, დაამატეთ მასში გახსნისთანავე მწიკვი მარილი.

2. შენახულ კონტეინერს მძაფრი და უსიამოვნო სუნი რომ არ გაუჩნდეს, მასში ასევე მარილი უნდა ჩაყაროთ.

3. თუ გიყვართ ხრაშუნა შემწვარი კარტოფილი, ის ჯერ ხელსაწმენდით გააშრეთ ზედმეტი წყლისაგან, ხოლო შემდეგ ჩაყარეთ გაცხელებულ ზეთში.

4. თუ გსურთ, რომ შემწვარ თევზს განსაკუთრებული გემო ჰქონდეს, ჯერ 10-15 წუთით რძეში მოათავსეთ, შემდეგ კი ფქვილში ამოსვარეთ და მერე მოათავსეთ ტაფაზე.

5. ხორცს გალღობისას დაასხით ცოტაოდენი ძმარი, ასე ხორცი რბილი გამოდის და ადვილადაც ლღვება.

6. სანამ წიწაკას დაჭრიდეთ, ხელზე დაიტანეთ სუფრის ზეთი. ასე კანში ის ნაკლებად შეიწოვება.

7. განსაკუთრებით გემრიელი პიურე გამოდის ოქროსფერი კარტოფილისაგან.

8. ღვინის ნარჩენები უნდა გაყინოთ, შემდეგ შეგიძლიათ არომატისთვის დაუმატოთ ნებისმიერ წვნიანს.

9. შემჩნეულია, რომ თუ კვერცხს მაცივარში ვიწრო თავით დავდებთ, უფრო დიდხანს გაძლებს.

10. გემრიელი ბატიბუტი რომ გამოგივიდეთ, ჩაყა­რეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააშრეთ და ჩვეულებრივ მოამზადეთ.

11. ლიმონის არომატი უფრო მეტად საგრძნობი რომ იყოს, გადაავლეთ მას მდუღარე წყალი.

12. ბანანი არ უნდა შეინახოთ სხვა ხილთან ერთად და ისინი უნდა იყოს ერთმანეთისგან დანაწევრებული.

13. თუ გსურთ ხახვის დაჭრისას არ აგეტიროთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი.

როგორ გავაკეთოთ სანელებლები გამხმარი მწვანილისგან

საკვების მოსამზადებლად აუცილებელია სანელებლები (ხმელი სუნელები), რომლებსაც ყველა დიასახლისი იყენებს. რადგან ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია ნაყიდი სანელებლების წარმომავლობა, ვარგისიანობის ვადა და დამზადების ტექნოლოგია, შეგვიძლია, შინ თავადვე დავამზადოთ სხვადასხვა სახის სანელებელი და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ.

განვიხილოთ სხვადასხვა მწვანილის გახმობის ტექნოლოგია

1. აუცილებელია, მწვანილი გადაირჩეს, მოშორდეს არასასურველი, დაზიანებული ფოთლები და კარგად გაირეცხოს.

2. გარეცხილი მწვანილი აუცილებლად კარგად გააშრეთ. შეიძლება, გარეცხილი მწვანილი მოათავსოთ სუფთა ნაჭერზე და კარგად გააშროთ.

3. გასახმობი მწვანილი უნდა მოთავსდეს ნათელ (უმჯობესია ოთახში) ადგილზე, ისე, რომ მზის პირდაპირი სხივი არ ეცემოდეს (მშრალ ადგილას). სხვადასხვა მწვანილს გასახმობად სხვადასხვა დრო სჭირდება. უმჯობესია, თუ მწვანილს დაკიდებთ თოკზე და თავზე ჩამოაფარებთ ქაღალდის პარკს, რომ არ დაბინძურდეს (გასახმობად შეიძლება გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელიც, მასში მაღალ ტემპერატურაზე მოათავსეთ მწვანილი ძალიან მცირე დროით).

4. როდესაც მწვანილი კარგად გამოშრება და ხელში დაფშვნას დაიწყებს, ის უკვე მზადაა შესანახად. ასეთი მეთოდით დამზადებული მზა სანელებელი მოათავსეთ მინის ქილაში, რომელიც ჰერმეტულად თავდახურული იქნება.

ამგვარად, შეიძლება გავახმოთ ყველა მწვანილი და გამოვიყენოთ სურვილისამებრ.

როგორ მოვამზადოთ გამაფხვიერებელი სახლის პირობებში

გამაფხვიერებელი ცომეულსა და ნამცხვრებში გამოიყენება იმისათვის, რომ ფქვილოვანი ნაწარმი უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი გამოვიდეს. ასეთი ეფექტი ნახშირორჟანგის გამოყოფითაა განპირობებული. ცხობის დროს გამოიყოფა აირი, რის გამოც ნამცხვარი უფრო ჰაეროვანი ხდება. ასეა საფუვრიანი ცომის დროსაც, სადაც CO2-ის გამოყოფა უზრუნველყოფს ცომის აფუებას. სხვა სახის ცომეულის დროს კი გამაფხვიერებელს (Baking powder) ვიყენებთ.

ზოგიერთ რეცეპტში მხოლოდ სოდა გამოიყენება, მაგრამ თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ამ შემთხვევაში რეცეპტში მჟავე პროდუქტებია (მაწონი, ლიმონი, თაფლი), რომლებიც სოდასთან რეაქციაში შედის და აფუებს ცომს. ზოგიერთი დიასახლისი სოდას ძმართან ერთად იყენებს, მაგრამ არ არის რეკომენდებული, რადგან რეაქცია მყისიერია და ისეთი ეფექტი აღარ აქვს ცხობის დროს.

სოდა თუ გამაფხვიერებელი? უმჯობესია გამაფხვიერებლის გამოყენება, რადგან 2-ჯერ უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის, ვიდრე სოდით. სახლში დამზადებული გამაფხვიერებელი, ნაყიდისგან განსხვავებით, ბევრად უფრო იაფი და კონსერვანტებისგან სუფთაცაა.

გამაფხვიერებლის მომზადება:

1. 3 ჩ.კ. ლიმონმჟავა;

2. 5 ჩ.კ. სოდა;

3. 12 ჩ.კ. ფქვილი ან 6 ჩ.კ. ფქვილი და 6 ჩ.კ. სახამებელი (კრახმალი).

ავიღოთ გარეცხილი და კარგად გამშრალებული მინის ქილა. ჩავყაროთ მასში ყველა ინგრედიენტი და მშრალი კოვზით კარგად მოვურიოთ, ან ქილას ხუფი დავაფაროთ და მანამდე ვანჯღრიოთ, ვიდრე ყველა მასალა ერთმანეთს კარგად არ შეერევა.

ნაყიდ გამაფხვიერებელს შემადგენლობა გრამობით აწერია:

ფქვილი – 12, 2 გ, ლიმონმჟავა – 3 გ და სოდა – 4, 8 გ.

სახლში დამზადებული გამაფხვიერებლის შემადგენლობა ჩაის კოვზით არის განსაზღვრული და ზუსტად ნაყიდის მსგავსი ოდენობისა გამოდის. ამიტომ გამოყენების დროს რეცეპტში მითითებული რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

შენიშვნა: ლიმონმჟავა არ უნდა იყოს გრანულებით, ის შეგიძლიათ წმინდად დაფქვათ ყავის საფქვავში.

გამოიყენეთ ამგვარად დამზადებული გამაფხვიერებელი და მის ეფექტურობაში უთუოდ დარწმუნდებით.