/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

რჩევები დიასახლისებს

რჩევები დიასახლისებს
რატომ ვჭამოთ ბროწეული კურკასთან ერთად ტყუილად არ უწოდებენ ბროწეულს სამეფო ხილს. და ეს არა მხოლოდ მის „გვირგვინს“ უკავშირდება,

არამედ მასში არსებულ უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და უნიკალურ შემადგენლობას, რის გამოც ბროწეული ფართოდ გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით. აღნიშნული ხილი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რაც არაჩვეულებრივ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. გამოსცადეთ საკუთარ თავზე. შედეგით ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩებით!

როგორც აღმოჩნდა, ბროწეულის წვენში 15 სახეობის ამინომჟავა შედის, აქედან ექვსს მხოლოდ ხორცში აღმოაჩენთ. ასე რომ, თუ გადაწყვიტეთ ხორცპროდუქტზე უარის თქმა, შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებები სწორედ ამ ხილისგან მიიღოთ. სტატიაში მოგითხრობთ ბროწეულის საოცარი თვისებების შესახებ. წაიკითხეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ.

ბროწეულის სასარგებლო თვისებები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთებს, რომლებიც აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს. განსაკუთრებული ყურადღება ქალებმა უნდა მიაქციონ, რადგან ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს, აგაცილებთ თავის ტკივილებს და ეხმარება კლიმაქსის დროს. ასრულებს ბუნებრივი ინსულინის ფუნქციასაც – ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს. 0,5 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი დღეში 4-ჯერ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

ზრდის ჰემოგლობინის დონეს

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ანემიით იტანანჯებიან, რეკომენდებულია 0,5 ჭიქა წყალში გაზავებული ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას

ბროწეულის ქერქის ნახარში ხსნის ტკივილს და აკეთებს ყელისა და პირის ღრუს დეზინფექციას სტომატიტის, ფარინგიტის და ანგინის დროს.

ამცირებს არტერიულ წნევას

ბროწეული მნიშვნელოვანია ჰიპერტონიკებისთვის, რამდენადაც შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა ორგანიზმისთვის ნეგატიური შედეგების გარეშე. ამასთან, ეს ხილი ფლობს დამამშვიდებელ თვისებას. ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, უძილობისა და შფოთვისგან გასათავისუფლებლად უნდა მიიღოთ ჩაი და დაუმატოთ ბროწეულის გამხმარი გარსი.

აუმჯობესებს მეხსიერებას

როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიურად 8 გ ბროწეულის წვენის მიღება 4 კვირის განმავლობაში აუმჯობესებს ვერბალურ ფუნქციებს და თვალის მეხსიერებას.

ხსნის ანთებას

ღვიძლის, თირკმელების, სისხლძარღვების, თვალისა და სასქესო ორგანოების დაავადებების დროს ექიმები ბროწეულის ქერქის ნახარშს გვირჩევენ. მოსამზადებლად – 2 ჩ. კ. დაფქულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და ადუღეთ სითხე 30 წუთი წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადაწურეთ ნახარში და დაუმატეთ მდუღარე წყალი. ამ საშუალებას დღეში 2-3-ჯერ იღებენ, 50 გ-ს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამცირებს შიმშილის გრძნობას

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ბროწეულის წვენი ეხმარება წონის ნორმალიზებას. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ეფექტი წვენში არსებული პოლიფენოლებით მიიღწევა, რომლებიც ცნობილია მადის დამთრგუნველი თვისებებით.

იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

ბროწეულის ჩართვა თქვენს რაციონში მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილის რისკს. ამასთან, 0, 5 ჭიქა ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ იცავს ორგანიზმს გულის შეტევისა და ინსულტისგან.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ, ამიტომ ეცადეთ მიიღოთ სწორი და სასარგებლო პროდუქტები. ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაზე ძლიერ და ჯანმრთელ ორგანიზმსაც სჭირდება ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა. იმედს ვიტოვებთ, დაგარწმუნეთ იმაში, რომ ბროწეულს ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს თითოეული ადამიანის კვების რაციონში.

ხორცის ხარისხი ფასზე მნიშვნელოვანია!

ხორცის ყიდვისას ძირითადად მისი ფასით ინტერესდებით. არადა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ნამდვილად მაღალი ხარისხისა და ძალიან სუფთა იყოს.

ამ სტატიაში ისწავლით, თუ როგორ უნდა აარჩიოთ ყველაზე გემრიელი ხორცი. წაიკითხეთ და გაეცანით რჩევებს!

რჩევები:

  • ხორცი არ უნდა იყოს ბოჭკოვანი, თუ ის ბოჭკოვანია, სავარაუდოდ, მას ვადა გასული აქვს და სასარგებლო თვისებები დაკარგული.
  • ხორცი უნდა იყოს მტკიცე და მშრალი, არ უნდა იყოს ლორწოვანი.
  • ხორცის შიგნითა ფერი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ზედაპირზეა.
  • თუ ხორცი იშლება, მაშინ მას აუცილებლად პარაზიტი ჰყავს.
  • ხორცი არ უნდა იყოს ძალიან მუქი ან პირიქით.
  • ღორის ხორცის ყიდვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ცხიმი არ არის გამოყოფილი ხორცისგან. ხორცის ფერი უნდა იყოს ღია ვარდისფერი და არ უნდა შეიცავდეს ბევრ სისხლს.
  • თუ ხორცი კარგი ხარისხისაა, ის უნდა იყოს რბილი და ელასტიკური.
  • ცხვრის ხორცის საუკეთესო ნაწილია ძვალზე არსებული ხორცი. ეს არის ყველაზე ნაზი და რბილი ადგილი.
  • არომატი – ერთ-ერთი დეტალი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ხორცს არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი, რაც ადვილად შესამჩნევია.
  • ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე, მაშინაც კი, თუ მის გამოყენებას არ აპირებთ. ცხიმი უნდა იყოს თეთრი. ყვითელი ცხიმი – ძველი ხორცისთვის დამახასიათებელი ნიშანია. ძროხის ხორცის ცხიმი უნდა იშლებოდეს, ხოლო ცხვრის ხორცის ცხიმს მკვრივი კონსისტენცია აქვს.
  • სამწუხაროდ, მოსახლეობის 80% ყიდულობს დაბალი ხარისხის ხორცს. ზოგიერთი სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ კარგი ხარისხის ხორცის არჩევაში.

იცოდით, რომ ხახვს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს?

ხახვის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციებასთან გამკლავებაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. იმ იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განკურნებაში ხახვი დაეხმარებათ, ხშირად მას დიდი რაოდენობითაც მოიხმარენ. სამწუხაროდ, ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან – ძალიან ბევრი!

უმი ხახვი

უმი ხახვის საკვებად გამოყენება შეიძლება მხოლოდ გაფცქვნისთანავე. რაც მეტ დროს გაატარებს გაფცქვნილი და გაჭრილი ხახვი ჰაერზე, მით მეტ ბაქტერიას შეიწოვს. 2-3 დღის შემდეგ ამგვარად დატოვებული ხახვი ინფექციების ძალიან საშიშ წყაროდ იქცევა და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.

ასე რომ, მხოლოდ გაუფცქვნელი ხახვის შენახვა შეიძლება. მაგრამ სწორად შენახვის შემთხვევაშიც კი არ ღირს ამ ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება. განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემები გაქვთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით. ხახვი (მათ შორის – მწვანე ხახვიც) ძლიერ ამაღლებს კუჭის მჟავიანობას და აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანს. ამიტომ ადვილი შესაძლებელია ჭარბი მოხმარება გასტრიტის, შემდეგ კი წყლულის მიზეზიც გახდეს.

თუ აღნიშნული პრობლემები უკვე გაწუხებთ, უმჯობესია, საერთოდ არ ჭამოთ ხახვი. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ხახვის უარყოფითი გავლენებიდან აღსანიშნავია მეტეორიზმი და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც.

ხახვის მიღება არარეკომენდებულია მათთვისაც, ვინც თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმია მიდრეკილი. ხახვის წვენი აძლიერებს და მნიშვნელოვნად აჩქარებს ამ პროცესს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა, ხახვი უარყოფითად მოქმედებს გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზეც. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო მას ადვილად შეუძლია ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოსმენა: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს ძალით ჭამა. ზიზღის გრძნობა ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალია იმისა, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა.

უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადატანილი აქვთ ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ბოსტნეულის მოხმარება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და თავს უკეთ იგრძნობენ.

მოხარშული და შემწვარი ხახვი

ხახვის საზიანო თვისებები არ მცირდება მისი მოხარშვით ან შეწვით. პირიქით, ამ დროს ის თავის დადებით თვისებებს კარგავს, საზიანო კი – რჩება. განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ხახვი. შეწვის დროს ის შეიწოვს მთელ კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც გაცხელებულ ზეთში არსებობს. კანცეროგენები კი, ყველამ იცის, ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის წყაროა. შემწვარი ხახვი იწვევს მუცლის შებერილობასა და ბოყინს, რაც უკიდურესად საზიანოა პანკრეატიტის, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. პაციენტებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კუჭზე, ღვიძლსა და ნაწლავებზე, ექიმები ურჩევენ, საერთოდ უარი თქვან ხახვის მიღებაზე ნებისმიერი ფორმით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები