20 საუკეთესო შინაური საშუალება დასასუფთავებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

20 საუკეთესო შინაური საშუალება დასასუფთავებლად

1. ღუმლის გაწმენდა ძალიან გაგიადვილდებათ, თუ ნიშადურის სპირტს გამოიყენებთ. საჭიროა, გახურებულ ღუმელში ცეცხლგამძლე თასებით შედგათ წყალი და ნიშადურის სპირტი (თითო-თითო ჭიქა). ამ პროცედურის შემდეგ ნებისმიერი ჭუჭყი ადვილად მოსცილდება.

2. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გასარეცხად ერთი ჭიქა ძმარი მოათავსეთ აპარატში და მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა მიუთითეთ.

3. შხაპის ყურმილი იპრიალებს და წყალსაც კარგად გაატარებს, თუ ღამით ძმრით სავსე პოლიეთილენის პარკში შეფუთავთ.

4. მიმწვარი ტაფა კარგად გაირეცხება, თუ ძმარს ჩაასხამთ და წამოადუღებთ. თუ ძალიან მიმწვარია, შეგიძლიათ ძმარს სოდაც დაუმატოთ.

5. ბლენდერის გასარეცხად საჭიროა, რომ გაავსოთ წყლით, რომელშიც სარეცხი საშუალება იქნება დამატებული და ჩართოთ. ერთ წუთში ბლენდერი თავად გაირეცხება.

6. თუ ერთ ჭიქა ძმარში 4 აბ ალკაზელცერს (მედიკამენტი, იყიდება აფთიაქებში) გახსნით, მიიღებთ გაჭედილი მილის საწმენდ საშუალებას.

7. ვერცხლის ნაკეთობები კარგად იწმინდება მარილითა და სოდით გაჯერებული თბილი წყლით.

8. ცხიმიან ლაქებს ცარცი წაუსვით, გააჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ სველი ტილოთი გაწმინდეთ.

9. პლინტუსები და მტვრიანი კუთხეები ანტისეპტიკური ნივთიერებებით დამუშავებული სველი ხელსახოცებით გაწმინდეთ. ასე უფრო ნაკლებად გამტვერიანდება.

10. სამზარეულოს ღრუბელზე მიკრობები განადგურდება, თუ ცოტა ხნით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსებთ.

11. შინაური ცხოველების ბეწვისგან ხალიჩებს ყველაზე კარგად რეზინისბოლოიანი ნიჩაბი გაწმენდს.

12. ლეიბის გასასუფთავებლად სანამში არაყი ან სპირტი ჩაასხით და ზედაპირზე მოასხურეთ. ლეიბს ახლის იერი მიეცემა.

13. ყავის საფქავი რომ კარგად გაიწმინდოს, მასში ბრინჯი დაფქვით.

14. სველი ფეხსაცმელები უფრო მალე გაშრება, თუ მასში გაზეთების გარდა ბრინჯის თითო პატარა ტომარას მოათავსებთ.

15. ხალიჩიდან ლაქა რომ ამოიყვანოთ, დაასველეთ ძმრით და სუფთა ტილო გადააფარეთ. შემდეგ რამდენიმე წუთით ცხელი უთო დაადეთ.

16. წვრილი შუშის ნამსხვრევებს იატაკიდან პურის გულით აკრეფთ.

17. ტყავის ავეჯის მოვლის საუკეთესო საშუალება ფეხსაცმლის საცხია. მთავარია, ფერი სწორად შეარჩიოთ.

18. სავენტილაციო გისოსები ყველაზე კარგად ძმრიანი ტილოთი იწმინდება.

19. კერამიკის ზედაპირს ყველაზე კარგად ლიმონი და გრეიპფრუტი წმენდს. გაჭრილ ლიმონს ცოტა მარილი მოაყარეთ და აბაზანის ან ხელსაბანის ნიჟარები ისე გაწმინდეთ. ამ პროცედურისთვის გამოწურული ლიმონიც გამოდგება.

20. გრილს სველი ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ და მთელ ჭუჭყს შეიწოვს.

სუფთა იატაკი რომ გქონდეთ – გამოცდილი დიასახლისების ხრიკები

თუ იატაკზე რეზინის ფეხსაცმლის შავი ზოლები დარჩა, მათი მოცილება შეიძლება ჩვეულებრივი ჩოგბურთის ბურთით, რომლითაც იატაკს გაწმენდთ. ასევე შეიძლება ის გაწმინდოთ საჭმელი სოდისა და სველი ტილოს დახმარებით (გაწმენდთ, შემდეგ წყლით გაასუფთავებთ და მშრალი ჩვრით მოწმენდთ).

საღეჭი რეზინის, საღებავის, საძერწის და სხვა წებოვანი ლაქების იატაკიდან მოცილება შეიძლება გაყინვით. აიღეთ ყინულის პაკეტი, დაადეთ ლაქას, შემდეგ კი მოაცილეთ (მოაფხიკეთ) ჯაგრისით.

მეტლახის იატაკის გაწმენდა ადვილია ძმრით – 2 სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე. მოასხით პულვერიზატორით იატაკზე, დატოვეთ რამდენიმე წუთით, გაანაწილეთ ჯაგრისით, მერე კი მორეცხეთ და გაამშრალეთ.

მეტლახზე შერჩენილი საღებავის მოცილება შეიძლება ლიმონის მჟავას კრისტალებით და სველი ღრუბლით.

ყველაზე მარტივი და პრაქტიკული საშუალება ნიჟარის გასასუფთავებლად და სუნის გასაქრობად

დიასახლისებისთვის საკმაო დისკომფორტია, როცა ნიჟარიდან ან პირსაბანიდან უსიამოვნო სუნი ამოდის. მაშინვე ეძებენ ქიმიურ საშუალებებს. თუმცა ამ დროს თურმე ძალიან ზიანდება მიწისქვეშა წყლების ხარისხი. შეიძლება, შინაური საშუალებებითაც ებრძოლოთ ამ პრობლემას და ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭიროთ: ბუნებასაც გაუფრთხილდეთ და უსიამოვნო სურნელიც მოიცილოთ.

დაგჭირდებათ:

  • ჭიქა ლიმონის წვენი;
  • ჭიქა საჭმელი სოდა ან 4-5 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი.

როგორ უნდა დაამზადოთ ჯადოსნური საშუალება: ლიმონის წვენი ღუმელში გააცხელეთ (დაახლოებით 30 წმ). დაუმატეთ სოდა და აცადეთ, ნელა გაიხსნას. ფრთხილად იყავით, ნაზავი აბუყბუყდება. გულმოდგინედ აურიეთ კოვზით. შემდეგ ნელა ჩაასხით მილში და 10 წთ დააცადეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს მილი. მერე კი ცხელი წყლით ჩარეცხეთ.

როგორ გავაქათქათოთ ჩაის ტილოები და პირსახოცები

მარტივი ხერხი სამზარეულოს პირსახოცების, ე.წ. ჩაის ტილოების რეცხვა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. როგორც წესი, სარეცხი მანქანიდან გამოღებულებს უკმაყოფილოდ დავყურებთ. სცადეთ ამ წესით გარეცხვა: დიდ თასში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი მათეთრებელი ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 3 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი.

დაასხით ცხელი ქაფქაფა წყალი და ჩაალბეთ ტილოები. დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ამოწურეთ და მანქანაში გარეცხეთ.

ამ წესით შეგიძლიათ თეთრი ბამბის ქსოვილის ნებისმიერი ნაწარმი – პირსახოცი, მაისური ან პერანგებიც დააქათქათოთ.

რა მოხდება, თუ სარკეს ჩვეულებრივ საპონს წაუსვამთ

სარკის დაორთქვლა ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. როდესაც აბაზანა სველია, სარკეში ჩახედვა შეუძლებელია, ამ პრობლემას ვერც მისი გაწმენდა შველის – საკუთარ თავს კარგად ვერც გაწმენდის შემთხვევაში დაინახავთ.

სუფთა სარკე არა მარტო ლამაზი დასანახია, არამედ მოსახერხებელიც არის. თუ გნებავთ, რომ თქვენი სარკე სულ სუფთა და კომფორტულად მოსახმარი იყოს, გირჩევთ ამ ძალიან უბრალო, თუმცა ძალიან ეფექტური ხერხის გამოყენებას.

ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი პატარა ნაჭერი მყარი საპონი. მშრალ სარკეს ამ საპნით დაახატეთ კუბები ან უბრალოდ ზოლები. თავიდან სარკე დაიბურება. თქვენ უნდა აიღოთ რბილი ნაჭერი და პატარა კვადრატები კარგად გაწმინდოთ, სანამ სარკე სულ არ გასუფთავდება.

სპირტი, წყალი და სარეცხი საშუალება – რაც აქედან გამოვიდა, ნამდვილად გამოგადგებათ

ყინვის დროს საგრძნობლად მატულობს საფრთხე, რომ ადამიანებმა სერიოზული ტრავმები მიიღონ. ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ყინულის გალღობაში. ეს რჩევები განსაკუთრებით გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი სახლი აქვთ და ხშირად უხდებათ სავალი ბილიკების გაწმენდა.

ყინულის გასალღობად თქვენ დაგჭირდებათ:

2 ლ თბილი წყალი;60 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება;60 მლ სპირტი.

1. ეს ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს;

2. დაასხით მოყინულ ზედაპირს და ყინული მაშინვე გალღვება, ეს რჩევა გამოგადგებათ ავტომობილის გაყინული მინების გასალღობადაც.

როგორ გავწმინდოთ მიმწვარი ტაფა – სულ ერთი კომპონენტით!

თუ უეცრად საყვარელი ტაფა დაგეწვათ, პანიკას ნუ მიეცემით. ჩვენ გასწავლით ხერხს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მიმწვარ და ერთი შეხედვით გადასაგდებ ტაფას უპრობლემოდ გააწკრიალებთ და ამისთვის მხოლოდ ერთი კომპონენტი დაგჭირდებათ.

გთავაზობთ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, ალუმინის სახეხის გარეშე მიმწვარი ტაფისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაში. ამ შემთხვევაში რბილი ღრუბელიც კი გამოგადგებათ.

დაგჭირდებათ:

1 ჭიქა წყალი;

1 სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა.

ჩაასხით ტაფაში ერთი ჭიქა წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ჩაყარეთ ამ წყალში ერთი კოვზი ლიმონის მჟავა და კარგად მოურიეთ. ცოტა ხანი ადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და დააცადეთ, რომ გაცივდეს.

გაწმინდეთ ღრუბლით და გაავლეთ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ პროცედურის გამეორება. დაყარეთ ლიმონის მჟავა, დაასხით წყალი და გახეხეთ. თქვენი ტაფა ახალივით იქნება.

უნიტაზის გამწმენდი გუნდები – დაამზადეთ საკუთარი ხელით

უნიტაზის სისუფთავის შესანარჩუნელად უამრავ ფულსა და ძალისხმევას ვხარჯავთ. ჰიგიენური საშუალებები ძვირიც ღირს და არც ხეხვის პროცესია ადვილი. ქიმიის ზემოქმედება კი საზიანოა, განსაკუთრებით – ბავშვებისთვის. თუმცა არსებობს იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური საშუალება დეზინფექციის ჩასატარებლად და ჰაერის გასაწმენდად.

უნიტაზის ამ არომატიზატორებს გუნდების ფორმა აქვთ. ისინი უნიტაზში უნდა ჩააგდოთ. მათ დასამზადებლად დაგჭირდებათ:

1 სადილის კოვზი სოდა, 1/4 ს/კ ლიმონის მჟავა, 0,5 ჩაის კოვზი ძმარი, 1 ს/კ 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 15-20 წვეთი საყვარელი ეთერზეთი (შეგიძლიათ, რამდენიმე წვეთი არომატი შეურიოთ ერთმანეთს).

ამ ინგრედიენტებიდამ 30 ცალი გუნდა გამოგივათ და დღეში ერთი ცალი უნდა გამოიყენოთ.

დამზადება:

1. ღრმა თასში ჩაყარეთ სოდა, ის უსიამოვნო სუნს გააქრობს, დაუმატეთ ლიმონის მჟავა, ის ბაქტერიებს ხოცავს და არომატულიცაა.

2. ცალკე გახსენით ძმარი და წყალბადის ზეჟანგი, წვეთწვეთობით დაუმატეთ სოდიან-ლიმონისმჟავიან მასაში. სიფრთხილე გმართებთ, რათა ინგრედიენტებს შორის ქიმიური რეაქცია არ გამოიწვიოთ.

3. ბოლოს დაუმატეთ ეთერზეთი და კარგად მოურიეთ. დეზინფექციისა და არომატისთვის კარგია ჩაის ხის, ლიმონის, პიტნის, ლავანდისა და გრეიპფრუტის ეთერზეთის გამოყენება.

4. მასამ კარგად უნდა შეინარჩუნოს ფორმა. ბომბები კოვზის დახმარებით ან ხელით დაამრგვალეთ და 4-6 საათით ქაღალდზე დააწყვეთ გასაშრობად.

5. უკვე გამომშრალი ბომბები შეგიძლიათ მინის ქილაში ჩაყაროთ და სააბაზანოში შეინახოთ.

გახსოვდეთ, რომ წყალში მოხვედრის შემდეგ იწყება რეაქცია – გუნდა შიშინს იწყებს და ქაფდება. პროცესის დასრულების შემდეგ კი უნიტაზი სასიამოვნო არომატითა და სისუფთავით გაგაოცებთ. გამოიყენეთ 1-2 ცალი გუნდა 1-2 დღეში ერთხელ.