სამზარეულოს ტილოები სუფთა რომ იყოს, ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ

ჭურჭლის გამშრალება, მაგიდის გადაწმენდა, ცხელი ტაფის აღება და ა.შ. ამას კი, როგორც წესი, მძიმე ლაქები მოსდევს...
გაგიკვირდებათ და სამზარეულოს ტილოების სისუფთავეში ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩვენს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.
- ჩაალბეთ სამზარეულოს ტილო გამდინარე წყალში;
- კარგად წაუსვით ჩვეულებრივი სარეცხი საპონი;
- ჩადეთ ნებისმიერ სუფთა პოლიეთილენის პაკეტში;
- მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში და წუთნახევრიან რეჟიმზე ჩართეთ;
- ტილო ღუმელიდან გამოიღეთ და გამდინარე წყალში გაავლეთ.