დიასახლისის კუთხე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიასახლისის კუთხე

.

  • ძროხის ხორცი კარტოფილის სალათით

4 ულუფა-

  1. თითოეული - 440 კკალ;
  2. ცილები - 41 გ;
  3. ცხიმები - 19 გ;
  4. ნახშირწყლები - 31.გ

საჭიროა: 4 ცალი 150-გრამიანი შნიცელი;

  1. 800 გ კარტოფილი;
  2. 2 თავი ხახვი;
  3. 250 მლ ბულიონი;
  4. 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი;
  5. 8 სუფრის კოვზი ზეთი;
  6. 1-2 ღერი მწვანე ხახვი;
  7. კამა და ოხრახუში;
  8. 2 კონა ბოლოკი;
  9. კამისა და ოხრახუშის ფოთლები;
  10. მარილი, შავი პილპილი.

კარტოფილი გულდასმით გარეცხეთ და 20-25 წუთს ხარშეთ მარილიან წყალში. შემდეგ წყალი გადაღვარეთ, კარტოფილი გაფცქვენით და რგოლებად დაჭერით. ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ. ჩაასხით ქვაბში ბულიონი, ჩაამატეთ ხახვი, ძმარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და 5 წუთს ხარშეთ. შემდეგ გადმოდგით და დაახლოებით 15 წუთს თავდახურული გააჩერეთ. ამასობაში გაარჩიეთ მწვანილი, გარეცხეთ, გააშრეთ და დაკეპეთ. შემდეგ ბულიონში ჩაყარეთ კარტოფილი, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი ზეთი, შეაზავეთ დაჭრილი მწვანილით, მარილით, შავი პილპილით და თავდახურული კიდევ 20 წუთს გააჩერეთ. ბოლოკი გაარჩიეთ, გარეცხეთ, რგოლებად დაჭერით და დაამატეთ კარტოფილის სალათს.

ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ და ტაფაში დარჩენილ მცენარეულ ზეთში ან გრილზე ორივე მხრიდან 3-4 წუთის განმავლობაში წვით. შემდეგ თავზე დაახურეთ და ცოტა ხანს გააჩერეთ.

ხორცი გადაიღეთ თეფშებზე კარტოფილის სალათთან ერთად, მორთეთ კამისა და ოხრახუშის ფოთლებით. შეგიძლიათ, სუფრასთან მიიტანოთ მოხარშული სიმინდის ან ბარდის მარცვლებთან ერთად.

  • ექიმის კონენტარი

ეს კერძი დახვეწილი გემოთი და ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ნივთიერებების სიუხვით გამოირჩევა. შემწვარი ბოლოკი მას სასიამოვნო, თავისებურ არომატს აძლევს. შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ნაჭერი თეთრი პური და ერთი ფინჯანი წითელი ღვინო. ასეთი სადილის წყალობით ენერგია და შრომის უნარი მთელი დღე არ მოგაკლდებათ.

  • წიწილა აზიურად ანანასითა და წიწაკით

4 ულუფა-

  1. თითოეული 575 კკალ
  2. ცილები - 41 გ;
  3. ცხიმები - 29 გ;
  4. ნახშირწყლები - 35 გ.

საჭიროა:

  1. წიწილის 4 ბარკალი (თითოეული - დაახლოებით 200 გ);
  2. 1 ქილა (500 გ) დაკონსერვებული ანანასი;
  3. 250 მლ ანანასის წვენი;
  4. 4 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი;
  5. 1 ბოთლი ცხარე კეტჩუპი;
  6. 6 სუფრის კოვზი ზეთი;
  7. 2 ცალი წითელი წიწაკა;
  8. 2 კბილი ნიორი;
  9. 1 სუფრის კოვზი ნაღები;
  10. მარილი;
  11. შავი პილპილი.

ბარკლები გარეცხეთ, გააშრეთ და სათითაოდ გაჭერით ორად. წითელ წიწაკას ამოუღეთ თესლი, გარეცხეთ და დაჭერით. ნიორი გაარჩიეთ და დაჭყლიტეთ. შეაზავეთ ბარკლები წიწაკითა და ნივრით. შემდეგ ერთმანეთში აურიეთ 10 სუფრის კოვზი ანანასის წვენი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი ცხარე კეტჩუპი, ზეთი, მარილი და პილპილი, ჩააწყვეთ ხორცი და 30 წუთს დატოვეთ.

გრილი გააცხელეთ ღუმელში. ბარკლები მარინადიდან ამოიღეთ, გააშრეთ და 20 წუთის განმავლობაში წვით გრილზე, დროდადრო უსვით მარინადი. ანანასი დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ნაღები, ჩააწყვეთ შიგ ანანასის ნაჭრები და მოაყარეთ 3 ჩაის კოვზი შაქარი. წვით საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. ორივე მხრიდან ოქროსფრად რომ დაიბრაწება, ჩაასხით დარჩენილი წვენი, წამოადუღეთ და მოაყარეთ შავი პილპილი. დააწყვეთ ბარკლები თეფშებზე ანანასის ნაჭრებთან ერთად და მოასხით დარჩენილი ცხარე კეტჩუპი.

ექიმის კონტარი

აზიურად შემწვარი წიწილის ბარკლები გემრიელი და ვიტამინებით მდიდარი კერძია. იგი აუცილებლად პურთან ერთად მიირთვით და ტკბილი ხილის წვენი დააყოლეთ. ნუ დაიზარებთ ბრინჯის გარნირის მომზადებას - ის ძალიან უხდება შემწვარ წიწილას და მის სიცხარესაც ანეიტრალებს.

კერძი მართლაც ცხარეა, ასე რომ, თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, გირჩევთ, ერიდოთ. ნურც ბავშვებს აჭმევთ ცხარე საკვებს - მათი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი მეტად სათუთია და იოლად ზიანდება.

  • საქონლის წვნიანი შტიფადო

6 ულუფა-

  1. თითოეული - 475 კკალ;
  2. ცილები - 55 გ;
  3. ცხიმები - 21 გ;
  4. ნახშირწყლები - 12 გ.

საჭიროა:

1,5 კგ უძვლო ძროხის ხორცი, 500 გ წვრილი პომიდორი, 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა,

3 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი, 100 მლ წითელი ღვინო, 1 თავი ხახვი, 6 სუფრის კოვზი ზეთი, 3 კბილი ნიორი, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, ჯავზი და მიხაკი, მარილი, შავი პილპილი.

ძროხის ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით 2-2 სმ-იან კუბებად. ტაფაზე დაასხით ზეთი და ხორცი ულუფებად შეწვით. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, კარგად აურიეთ და ტაფიდან ამოიღეთ.

ნიორი გაფცქვენით, დაკეპეთ და ოდნავ მოშუშეთ ტაფაზე დარჩენილ ზეთში დაფნის ფოთოლთან, დარიჩინთან, ჯავზთან, მიხაკსა და ტომატ-პასტასთან ერთად. დაამატეთ ხორცი და ძმარი. დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და 100 მლ წითელი ღვინო. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.

ხახვს დაასხით მდუღარე, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ გადმოიღეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით. ჩააგდეთ წვნიანში და 55 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

პომიდვრები გარეცხეთ, ცოტა ხნით ჩაყარეთ მდუღარე წყალში, ამოიღეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და გაფცქვენით. ჩაყარეთ წვნიანში და კიდევ 5 წუთს დატოვეთ ცეცხლზე. ჩაამატეთ მარილი, შავი პილპილი, დაასხით თეფშებზე და სუფრასთან მიიტანეთ. წვნიანთან ერთად მიიტანეთ მოხარშული ბრინჯი.

ექიმის კონტარი

შტიფადო ზომიერად კალორიულია, ის სათანადო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, მდიდარია ვიტამინებით და შესანიშნავი გემო აქვს. არ დაგავიწყდეთ, წვნიანი კერძი ყოველი ჩვენგანის რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. თუ მხოლოდ მშრალ საკვებს მიირთმევთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

შტიფადო ტრადიციული კვიპროსული კერძია. კვიპროსული სამზარეულო თურქულისა და ბერძნულის ნაზავს წარმოადგენს. უპირატესობა ენიჭება ხორცსა და ბოსტნეულს. თითქმის ყველა კერძს ამატებენ ნიორს.

  • ვაშლის ტორტი

16 ულუფა-

  1. თითოეული - 310 კკალ;
  2. ცილები - 3 გ;
  3. ცხიმები - 7 გ;
  4. ნახშირწყლები - 52 გ.

საჭიროა:

ბისკვიტისთვის -

250 გ პურის ფქვილი;

100 გ შაქრის ფხვნილი;

1 შეკვრა შაქარნარევი ვანილი;

1 მწიკვი მარილი;

1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;

100 გ ნაღების კარაქი;

1 კვერცხი.

გულსართისთვის -

1,5 კგ ვაშლი;

1 ცალი ლიმონის წვენი;

750 მლ სიდრი;

200 გ შაქრის ფხვნილი;

2 პაკეტი სუფთა ვანილი;

500 მლ ნაღები;

2 პაკეტი ნაღების გამამკვრივებელი;

2 პაკეტი შაქრიანი ვანილი;

150 გ კვერცხის ლიქიორი;

1 პაკეტი ვანილის სოუსი.

ბისკვიტისთვის განკუთვნილი მასალისგან მოზილეთ ცომი, შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და 30 წუთით შედეთ მაცივარში.

ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ, გული ამოუღეთ, გახეხეთ მსხვილად და დანამეთ ლიმონის წვენით.

26 სმ-იანი დიამეტრის დასაშლელ ფორმას უხვად წაუსვით ცხიმი, ცომი ისე გააბრტყელეთ, რომ მიიღოთ 32 სმ-იანი დიამეტრის წრე, ჩადეთ ფორმაში და გვერდები შეუმაღლეთ.

სიდრი და შაქარი წამოადუღეთ. ვანილის პუდინგი გახსენით 6-8 სუფრის კოვზ წყალში, ჩაამატეთ სიდრში, კიდევ ერთხელ წამოადუღეთ და ქურიდან გადმოდგით.

ვაშლი გამოწურეთ და ბისკვიტს დაადეთ. მოასხით პუდინგი. შედგით ღუმელში 60 წუთით. გამოიღეთ და როცა გაგრილდება, შედგით მაცივარში.

მაცივრიდან გამოღებული ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ. ნაღებს შეათქვიფეთ გამამკვრივებელი და შაქრიანი ვანილი. წაუსვით ბისკვიტს.

ლიქიორი ჩაასხით მაღალ ბოთლში, ჩაამატეთ ვანილის სოუსის ფხვნილი, დაახურეთ თავზე, კარგად ადღვიბეთ და მოასხით ტორტს. სურვილისამებრ, მორთეთ დაკეპილი ნიგვზით ან თხილით. სუფრასთან მიტანამდე კარგად გააცივეთ.

ექიმის კონტარი

ვაშლის ტორტი ზომიერად კალორიულია, მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ამიტომ აჯობებს, მხოლოდ ერთი ნაჭერი მივირთვათ და უშაქრო ჩაი მივაყოლოთ. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა კი თავი უნდა შეიკავონ ვაშლის ტორტის მირთმევისგან.