ნიგვზიანი კერძები საახალწლო სუფრისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიგვზიანი კერძები საახალწლო სუფრისთვის

შემდეგ ნაწილ-ნაწილ დანაყოთ ხის სანაყში ზაფრანასთან ერთად. დამუშავებული ნიგოზი შეგიძლიათ გამოწუროთ. ზეთი უკეთ რომ გამოუვიდეს, დაამატეთ ერთი კბილი გახეხილი ნიორი, შემდეგ გადაიღეთ ფართო ჯამში და ცივ წყალში დასველებული ხელით განაგრძეთ ზელა.

თუ ზეთის გამოყოფა ჭირს, შეგიძლიათ ნიგოზს ცოტა (1-2 ჩაის კოვზი) ცხელი წყალი დაასხათ. ზეთი ცალკე ჭურჭელში ჩაასხით და ცოტაოდენი მარილი ჩაამატეთ.

ცეცხლზე მდგარ საცივში ძმარი არ ჩაასხათ, თორემ წვენი გაგიმუქდებათ. ძმარი საცივს სულ ბოლოს ჩაამატეთ. შეგიძლიათ, მის ნაცვლად ლიმონის წვენი გამოიყენოთ. თუ საცივის წვენი თხელი გამოგივიდათ, მოხალეთ 2-3 სუფრის კოვზი გაცრილი სიმინდის ფქვილი, დაასხით რამდენიმე კოვზი ნელთბილი საცივის წვენი, კარგად გახსენით, შემდეგ შეურიეთ საცივში და რამდენიმე წუთი ადუღეთ.

თუ საცივის წვენი ზედმეტად სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ, ადუღებული წყლით ან ნარჩენი ბულიონით გააზავოთ.

ინდაურის საცივი

მასალა: ერთი ინდაური, 600 გ ნიგოზი, 5 თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 4 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი, ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ჩადეთ ქვაბში, დაფარეთ წყლით და ხარშეთ. ადუღებული მოქაფეთ. მოხარშული ინდაური ამოიღეთ ქვაბიდან და მოაყარეთ მარილი. ბულიონს მოხადეთ ცხიმი, ჩაასხით ალუმინის პატარა ქვაბში, დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ნიგოზი ორ-სამჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დანაყეთ ნიორი, უცხო სუნელი, წიწაკა, ზაფრანა, დაუმატეთ მარილი, დანაყილი დარიჩინი და ეს ყველაფერი გაქენით ინდაურის ნახარშის 2/3-ში. დაუმატეთ მოშუშული ხახვი და 8-10 წუთი ადუღეთ. ინდაური დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩადეთ ქვაბში. ათიოდე წუთის დუღილის შემდეგ გადმოდგით ქურიდან.

ქათმის მხალი

მასალა: ერთი ქათამი, 1 ჩაის ჭიქა დანაყილი ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, 3-3 ძირი კამა და ქინძი, 5-6 ძირი მწვანე ხახვი, 2-3 ფოთოლი სალათა, 1 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ცალი ბროწეული, წიწაკა და მარილი – გემოვნებით. მრგვალად მოხარშული ქათმის ხორცი დაჭერით წვრილად. ცალკე მოამზადეთ ნიგოზი, ბროწეულის მარცვლები, წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, მწვანე ხახვი, სალათა, ზაფრანა, დანაყილი ნიორი და წიწაკა. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ძმარი, მარილი. დაასხით ცოტაოდენი ბულიონი და ეს საკაზმი შეურიეთ წვრილად დაჭრილ ქათამს.

პრასის მხალი ნიგვზით

მასალა: 1 კგ პატარათავიანი პრასი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 4 კბილი ნიორი, 1/2 კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 1/2 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა, ბროწეულის მარცვლები, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. ადუღებულ მარილწყალში მოხარშეთ დარჩეული პრასი, გადაწურეთ, გააცივეთ და ხელით გაწურეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიგოზი ნიორთან ერთად ორჯერ გაატარეთ, დაუმატეთ წიწაკა, ზაფრანა, მოასხურეთ ცხელი წყალი და სრისეთ, ვიდრე ზეთი არ გამოუვა. გამოხდილი ზეთი გადაწურეთ ჭიქაში, ხოლო ნიგოზს დაუმატეთ დანაყილი ქინძი, მარილი, გახსენით მარილში და შეურიეთ გატარებულ პრასს. გააკეთეთ პატარ-პატარა კალათები, ჩააწყვეთ მათში სამ-სამი ცალი ბროწეულის კაკალი და მოასხით გამოხდილი ნიგვზის ზეთი.

ბადრიჯანი ნიგვზით

მასალა: 1 კგ ბადრიჯანი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2-3 კბილი ნიორი, 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1 ჩაის კოვზი ზაფრანა, ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი და ნიახური, მარილი, პილპილი – გემოვნებით. ბადრიჯანი სიგრძეზე ჩაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოსცილდეს, შიგ ჩაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაში. შემწვარი ბადრიჯანი დააწყვეთ ლანგარზე და გააცივეთ. დანაყეთ ნიგოზი, დაამატეთ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი, შეაზავეთ მარილით და აგლისეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური და ამ საკაზმით ამოავსეთ ბადრიჯანი.

კუჭმაჭი ნიგვზით

მასალა: 1 კგ კუჭმაჭი, 3 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი ბროწეული, 1 ჩაის კოვზი ქონდარი, 1/2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, თითო ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი, 2 ძირი ქინძი, მარილი – გემოვნებით. საქონლის კუჭმაჭი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააცივეთ. დაჭერით წვრილად, დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი ქინძი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა მარილი და ამ ნაზავით შეკაზმეთ კუჭმაჭი.

გოზინაყი

მასალა: 500 გ ნიგოზი, 250 გ თაფლი, 3-4 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი. ნიგვზის თეთრი და საღი ლებნები მჭრელი დანით დაჭერით, დაყარეთ ტაფაზე და ოდნავ მოხალეთ – ისე, რომ არ გაწითლდეს. გააგრილეთ, დაყარეთ ლანგარზე და ბერტყეთ, სანამ კანი მთლიანად არ მოსცილდება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე დაასხით 250 გრამი თაფლი და ცეცხლზე შედგით. დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამდენიმე წუთით გადმოდგით, მერე ისევ შედგით. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, წვეთი რამდენჯერმე კოვზით ამოიღეთ და ლამბაქზე დააწვეთეთ, აცალეთ გაცივება და ხელით მოსრისეთ. თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩაყარეთ ტაფაში დაჭრილი ნიგოზი და განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოაყარეთ ერთი-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრი. კარგად აურიეთ და ქურიდან გადმოდგით. მთელი მასა კარგად გარეცხილ სველ ფიცარზე გადაიღეთ და კარგად გააბრტყელეთ. ოდნავ შეგრილებული გოზინაყი, რომ არ დაიმსხვრეს, დაჭერით თბილი დანით.

სადღესასწაულო ტორტი ნიგვზით

მასალა: 200 გ კარაქი, 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 300 გ ნიგოზი, 1 კვერცხი, 600გ ფქვილი, 4 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 3/4 ჩაის ჭიქა რძე, 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი ძმარი. 200 გრამ კარაქს შეათქვიფეთ 200 გრამი შაქრის ფხვნილი, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, სოდა ძმრით, 600 გ ფქვილი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 300 გ ნიგოზი და მოზილეთ ცომი. გაყავით სამ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოაცხვეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ყალიბში. ფირფიტებს წაუსვით კრემი და ერთმანეთზე დაალაგეთ. კრემი: 200 გ შაქრის ფხვნილს დაუმატეთ ოთხი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, კარგად აურიეთ და გახსენით 3/4 ჭიქა რძეში, შედგით ცეცხლზე და დუღილამდე მიიყვანეთ. როცა გაცივდება, შეათქვიფეთ 100 გრამი კარაქი. ტორტს ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი.