/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

"90%-ზე მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია,10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა" - მაია ბუწაშვილი მშობლებს აფრთხილებს

"90%-ზე მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია,10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა" - მაია ბუწაშვილი მშობლებს აფრთხილებს
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და

მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით დააკვირდნენ, 1-დან 16 წლამდე ბავშვებში სიყვითლის გამოვლინებას.

როგორც ბუწაშვილი წერს, არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ახალი ფორმა, შესაძლოა კოვიდის ერთ-ერთი გართულებით იყოს გამოწვეული.

"ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ასაკი 1-დან 16 წლამდე მერყეობს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც წესი, ნორმალურია.

შემთხვევათა 90%-ზე მეტს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 10%-ზე მეტ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და საჭირო ხდება ღვიძლის გადანერგვა. ნაწილი განკურნებით მთავრდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ჰეპატიტის მქონე ბავშვებში არ დასტურდება აქამდე ცნობილი არც ერთი ჰეპატიტის ვირუსი (A,B,C,D,E). დიდ ნაწილში გამოვლინდა ადენოვირუსის ერთ-ერთი ტიპი (ტიპი 41), ხოლო გარკვეულ ნაწილს დაესვა კოვიდის დიაგნოზი, ან ჰქონდათ ახლად გადატანილი კოვიდი. ზოგიერთს ერთდროულად აღენიშნებოდა ადენოვირუსული ინფექცია და კოვიდი.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰეპატიტის ეს ახალი ფორმა, შესაძლოა, ბავშვებში კოვიდის აქამდე ცნობილი ერთ-ერთი გართულების, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის (MIS-C) ერთ-ერთი გამოვლინება იყოს.

მოკლედ, ჯერჯერობით ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ბევრი რამ უცნობია. მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება და ასეთის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას," - წერს მაია ბუწაშვილი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რამდენად პედანტი ბრძანდებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად პედანტი ბრძანდებით

პედანტიზმი, პედანტურობა, ერთი მხრივ, გულისხმობს წესების მკაცრად დაცვას, ყველა წვრილმანის გათვალისწინებას თუნდაც საქმის არსის უგულებე-ლყოფით, მეორე მხრივ კი დიდ პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერებასა და ვალდებულებათა მკაცრად შესრულებას. პედანტები სიმართლისა და სიზუსტის სიყვარულით გამოირჩევიან. მოცემული ტესტი გამოგადგებათ როგორც თვითდიაგნოსტიკისათვის, ასევე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესაფერისი პირის მისაღებად.

ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვები. თითოეულ კითხვას უპასუხეთ "კი" ან "არა". თუ ამ ორი ვარიანტიდან რომელიმეს შერჩევა გაგიჭირდათ, წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრების ბოლო კვირა, შეაფასეთ ის, გააანალიზეთ ამ ხნის განმავლობაში მომხდარი მოვლენები და პასუხის გაცემაც გაგიადვილდებათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ პასუხზე დიდხანს ფიქრი არ ღირს. როგორც წესი, პასუხი, რომელიც პირველად ამოტივტივდება ხოლმე გონებაში, ჭეშმარიტია.

კითხვარი

1) ცდილობთ თუ არა, საფულეში ქაღალდის კუპიურები მუდამ წესრიგში გქონდეთ? გაქვთ თუ არა ისინი დახარისხებული გარკვეული პრინციპით?

2) სიამოვნებით ჰკიდებთ თუ არა ხელს საპასუხისმგებლო საქმიანობას?

3) მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვები ერთმანეთისადმი ნაკლებად მომთხოვნები არიან?

4) ძალიან გაღიზიანებთ ცუდად გასწორებული გადასაფარებელი ან უწესრიგოდ მიყრილი ფეხსაცმელები? გიჩნდებათ მათი დაუყოვნებლივ მოწესრიგების სურვილი?

5) ასრულებთ თუ არა შავ და საკირკიტო სამუშაოს ისევე გულმოდგინედ და საფუძვლიანად, როგორც საყვარელ საქმეს?

6) გიჭირთ თუ არა ჩაძინება მთელი დღის განმავლობაში ამა თუ იმ პრობლემაზე ფიქრის შემდეგ?

7) ადევნებთ თუ არა თვალყურს, რომ სახლში ყველა ნივთი თავის ადგილზე იდოს?

8) წამოხვალთ თუ არა სამსახურიდან სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, თუ საქმე ვერ დაასრულეთ?

9) ამოწმებთ თუ არა შინიდან გასვლისას ან დაწოლის წინ, დაკეტილია თუ არა კარი, ონკანები, გამორთულია თუ არა შუქი და ა.შ.?

10) ჩაის ან ყავის დასხმისას ფინჯანს ბოლომდე ავსებთ?

11) გიჩნდებათ თუ არა სურვილი, ხმამაღლა გამოლანძღოთ ვიღაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, შეიტანოთ ესა თუ ის შესწორება უკვე დანერგილ ვითარებაში?

12) მართალია, რომ არ გიყვართ სამოქმედო გეგმის შედგენა, რომ მუდამ დარწმუნებული ხართ - არაფერი გამოგრჩებათ, არაფერი დაგავიწყდებათ?

13) გიჩნდებათ თუ არა სურვილი, ჩამოაშოროთ რომელიმე საქმეს ესა თუ ის პიროვნება და თავად შეუდგეთ მის შესრულებას, რადგან სათანადო შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი?

14) მართალია, რომ ხანგრძლივი და საკირკიტო საქმიანობა ზოგჯერ თავდავიწყებაში, უსიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევაში გეხმარებათ?

შედეგების შეჯამება

თითო ქულა დაიწერეთ № 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 13, 14 შეკითხვებზე "კი" პასუხისა და № 8, 12 შეკითხვებზე "არა" პასუხის გაცემის შემთხვევაში.

შეაჯამეთ ქულები და გაეცანით შეფასებას

0-4 ქულა - პედანტიზმის დაბალი დონე. თქვენ არ გიყვართ მოქმედების სტანდარტული ფორმების დაცვა. თქვენთვის მთავარია საქმის შესრულება სწრაფად და ნაკლები დანახარჯით და არა სიზუსტითა და ყველა დეტალის გათვალისწინებით. წვრილმანები თქვენთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, ხშირად გაღიზიანებთ კიდეც. როდესაც ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტას აჭიანურებთ, ამას განწყობის უქონლობითა და შეუფერებელი დროით ხსნით. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ სამუშაოს ხარისხს. ყურადღება წვრილმანებსაც მიაქციეთ.

5-9 ქულა - პედანტიზმის საშუალო დონე. ყურადღებას აქცევთ როგორც პროცესს, ასევე შედეგს. არ ერთობით წვრილმანებით, თუმცა არც ზეცაში დაფრინავთ.

10-14 ქულა - პედანტიზმის მაღალი დონე. თქვენ გიყვართ წესების მკაცრად დაცვა, წვრილმანებსაც სათანადო ყურადღებას აქცევთ. გამოირჩევით პასუხისმგებლობით, კეთილსინდისიერებითა და ვალდებულებებისადმი ერთგულებით. საქმის პირნათლად შესრულება, სიმკაცრე, სიზუსტე თქვენი დამახასიათებელი თვისებებია. ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს, იქნებ ზოგჯერ ისე წვრილმანდებით, რომ ხეების უკან ტყეს ვეღარ ამჩნევთ? სამუშაოს ხარისხს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეტისმეტად დიდი ძალისხმევის გაღება ხომ არ გიწევთ ამისთვის? იქნებ შეძლოთ ეფექტურობის გაზრდა ნაკლები დანახარჯით?