5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება

1. ტვინი ვერ ხედავს განსხვავებას რეალობასა და წარმოსახვას შორის!

ტვინი ერთნაირად რეაგირებს ყველაფერზე, რაზეც ფიქრობთ. ამ თვალსაზრისით, მისთვის არ არის განსხვავება ობიექტურ რეალობასა და თქვენს ფანტაზიებს შორის. ამ მიზეზით შესაძლებელია ე. წ. პლაცებოს ეფექტი.

თუ ტვინი მიიჩნევს, რომ თქვენ იღებთ ფარმაცევტულ პრეპარატს (და არა შაქრიან აბს), მაშინ ის შესაბამისად რეაგირებს. პლაცებოს მიღების შემთხვევაში, თუ ტვინმა იცის, რომ ეს იყო ასპირინი, ის ორგანიზმს აძლევს ტემპერატურის დაწევის ბრძანებას.

ზუსტად ასევე მუშაობს ნოცებოს ეფექტი, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით. თუ „იპოქონდრიკი“ უყურებს საღამოს საინფორმაციო გამოშვებას და გაიგებს ახალი დაავადების გავრცელების შესახებ, შესაძლოა ფიზიკურადაც კი დაეწყოს მისი სიმპტომების განცდა.

სასიხარულო ამბავი ისაა, რომ თუ სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებთ, უფრო ხშირად გრძნობთ თავს ბედნიერად, სისხლში სეროტონინის (სიხარულის ჰორმონის) არანორმალურად მაღალი დონის გამო. ნებისმიერ კონსტრუქციულ აზრს ან ოცნებას ნათელ მომავალზე, შეუძლია, გააუმჯობესოს თქვენი ფიზიკური მდგომარეობა უშუალოდ აქ და ახლა.

2. თქვენ ხედავთ იმას, რაზეც ფიქრობთ ყველაზე მეტად!

რასაც ფიქრობთ, ის ხდება თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველი. მაგალითად, თუ ახალ მანქანას შეიძენთ, ქალაქში უფრო ხშირად შეამჩნევთ ამ მარკის მანქანებს. საქმე ისაა, რომ ყიდვის შემდეგ იმაზე ხშირად ფიქრობთ თქვენს მანქანაზე, ვიდრე აქამდე ფიქრობდით.

რატომ არის ამის ცოდნა მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ ნებისმიერი სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევა შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი აზროვნების გადაპროგრამებით. მეორე მხრივ, თუ თქვენ ცდილობთ, გაანალიზოთ პოლიტიკური ვითარება, რომელსაც სრულად სხვაგვარად წარმოაჩენენ მედიასაშუალებები, თქვენ დაუჯერებთ მხოლოდ მათ, ვინც თქვენს თვალსაზრისს ასახავს.

არის კიდევ ერთი რამ. შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ ადამიანები საკმაოდ სწრაფად ჯგუფდებიან თავიანთი ინტერესების მიხედვით? პოზიტიური ადამიანები, როგორც წესი, მეგობრობენ სხვა პოზიტიურ ადამიანებთან, „იპოქონდრიკები“ კი, როგორც წესი, თავისნაირ „იპოქონდრიკებთან“, არა? ეს არ არის დამთხვევა. თუ გსურთ შეცვალოთ რაიმე ცხოვრებაში, დაიწყეთ თქვენი აზროვნების შაბლონების შეცვლით.

3. თქვენი ტვინი უმეტესად ავტოპილოტზე მუშაობს!

ადამიანის ტვინი დღეში, საშუალოდ, 60 ათას აზრს (ფიქრს) გენერირებს (გამოიმუშავებს). მაგრამ მათგან 40 ათასზე მეტი იქნება იგივე აზრები, რომლებიც გუშინ გიტრიალებდათ თავში. სწორედ ამიტომ არის ასე ადვილი ჩავარდნა ცხოვრების ნეგატიური აღქმის მორევში. აი, სწორედ ამიტომაც ხშირად გვჭირდება ჩვეული გარემოს შეცვლა უცნობი გარემოთი, რათა ტვინი „გავიწმინდოთ“.

ნეგატიური აზრები თავისთავად ქმნის სტრესს და შფოთვას, მაშინაც კი, თუ ამის რეალური მიზეზი არ არსებობს. ისინი რეალურად ანადგურებენ იმუნურ სისტემას, რომელიც იძულებულია ამაზე რეაგირება მოახდინოს.

ავარჯიშეთ თქვენი ტვინი. აიძულეთ ის უფრო ხშირად დაარეგისტრიროს დადებითი აზრები. რაც უფრო მეტს შეეცდებით, მით უფრო სწრაფად და ადვილად გამოგივათ ეს. მიუდგე ცხოვრებას შეგნებულად, ნიშნავს, ცდილობდე, ყველა ეს არაცნობიერი პროცესი კონტროლს დაუქვემდებარო. პრაქტიკის საბოლოო მიზანია, მიაღწიოთ იმას, რომ თქვენი „ნაგულისხმევი“ (აღმოცენებული) აზრების უმეტესობა დადებითი იყოს.

4. პერიოდულად გამორთვა (გამოთიშვა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

თქვენ შეგიძლიათ ფაქტობრივად იძირებოდეთ ათასობით ნეგატიურ ფიქრში, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში თავში გიტრიალებთ და „იჭედება ტვინში“. ამიტომაც თქვენ გესაჭიროებათ „გამოთიშვა“: ეს თქვენს იმუნურ სისტემას შესვენებას მისცემს, გაგხდით უფრო ჯანმრთელს და ბედნიერს.

რამდენიმე წუთით ტვინის „გათიშვის“ ყველაზე უმარტივესი გზა - მედიტაციაა. ის საშუალებას აძლევს ადამიანს გარდაქმნას ცნობიერება მოსახერხებელ და ეფექტურ ინსტრუმენტად.

და კიდევ ერთი რამ - შვებულების შესახებ. აირჩიეთ აქტიური დასვენება: თხილამურებით სრიალი, დაივინგი, ლაშქრობა მთაში. რაც უფრო ადვილი იქნება თქვენთვის საინტერესო პროცესზე ფოკუსირება, მით ეფექტურად „გაიწმინდება“ თქვენი თავი.

5. შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ტვინი, ფაქტობრივად, ფიზიკურად!

როდესაც კონცენტრირდებით რომელიმე გონებრივ აქტივობაზე, თქვენი ტვინი იმ მომენტში აქტიურად წარმოქმნის (გენერირებს) ახალ ნერვულ კავშირებს. ნეირობიოლოგები ამ პროცესს ნეიროპლასტიკურობას უწოდებენ.

აი, როგორ მუშაობს ეს პროცესი. თუ ფიქრობთ, რომ ვერასოდეს მოახერხებთ წონის დაკლებას, დროთა განმავლობაში ამ აზრში უფრო მეტად განმტკიცდებით. მაგრამ თუ ამ ქვეცნობიერ რწმენას ჩაანაცვლებთ ფიქრით: „მე ვარ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში“, მაშინ თქვენი ტვინი ყოველ ჯერზე ახალ ნერვულ კავშირებს დაამყარებს მასთან. თქვენ დაიწყებთ სულ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობის შემჩნევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადააქციოთ ეს ქვეცნობიერი დამოკიდებულება ახალ რეალობად.

ამგვარად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააკონტროლოთ თქვენი ცნობიერება და რადიკალურად შეიცვალოთ! თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ! მთავარია, გჯეროდეთ ამის! მთავარია, ირწმუნოთ ეს! რადგან, ნებისმიერი ფიზიკური პროცესი იწყება ფიქრებით, რომლებიც წარმოიქმნება თქვენს თავში!