რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით: ბუს, ჭოტსა თუ...? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით: ბუს, ჭოტსა თუ...?

სახლში საინტერესო ფილმის ყურებაში ისე გადის დრო, რომ, გვიანი ღამის მიუხედავად, ტელევიზორს ვერ სწყდებით, გინდათ სურათი ბოლომდე იხილოთ და თავს ძალას ატანთ; აგერ, მეგობართან სტუმრად წასულს აღარ გიშვებენ და მეტისმეტად გვიან გიწევთ შინ დაბრუნება; ისე ამოვარდით კალაპოტიდან და სამი-ოთხი დღის განმავლობაში იმდენი საქმე დაგიგროვდათ, სულ რომ ღამის გათენება მოგიწიოთ, დღეს მაინც უნდა გააკეთოთ, ამიტომაც მობილიზებული და შემართული გვიან ღამემდე ფუსფუსებთ და საქმეს ასრულებთ.

დღეს დღე მისდევს, საპატიო მიზეზები და აუცილებლად შესასრულებელი საქმეები არ ილევა და ასე ნელ-ნელა, ისე, რომ სრულებითაც ვერ ატყობთ ამას - იცვლება თქვენი ყოველდღიური რეჟიმი; ვერც იმას ამჩნევთ, რომ თანდათანობით „ბუდ“ იქცევით! რას ჰქვია „ბუო?“ - შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ყოველდღიურად 2-3 საათზე ადრე ვერ იძინებთ, დილაობით კი 10 საათზე ადრე ვერ სწევთ თავს ბალიშიდან.

საზიანოა თუ არა ყოველივე ეს ჯანმრთელობისათვის, მით უფრო, თუ ეს მუდმივ ხასიათს შეიძენს? ასეთი რეჟიმის გამო „ბუებს“ პრობლემები ხომ არ ემუქრებათ? თუმცა ვიდრე ამ საკითხებს შევეხებოდეთ, გავარკვიოთ, სინამდვილეში ვინ ხართ.

1. თქვენ გიჭირთ ჩაძინება

ა - ყოველთვის ან თითქმის ყოველ ღამე;

ბ - მხოლოდ მძიმე, ემოციურად გადატვირთული დღის შემდეგ;

გ - იმ შემთხვევაში, თუ არ დანაყრდით ძილის წინ;

დ - იშვიათად და ეს ძირითადად ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.

2. ღამით თქვენ

ა - ხედავთ, როგორც შავ-თეთრ, ასევე ფერად სიზმრებს, მაგრამ იშვიათად;

ბ - ხედავთ ფერად და საკამოდ უცნაურ სიზმრებს კვირაში 2-3-ჯერ მაინც;

გ - ხშირად იღვიძებთ კოშმარებისა და მძიმე სანახაობათა გამო;

დ - მთელი დღის გათანგული ვერ ხედავთ სიზმრებს ან დილით არ გახსოვთ.

3. ძილში თქვენ

ა - გცხელათ, რადგანაც ჩაძინებისას ღუმელივით ხურდებით;

ბ - სულხუთვას გრძნობთ, თუ ფანჯრებს არ გამოაღებთ;

გ - იხდით საბანს, რის გამოც ხშირად იყინებით;

დ - ვერაფერს გრძნობთ და არაფერი იცით, თქვენ ხომ გძინავთ.

4. დილით თქვენ იღვიძებთ

ა - მძიმედ და ამის გამო ცუდ განწყობაზე;

ბ - გაღვიძებისთანავე ყავა თუ არ მიირთვით, თავს ადამიანად ვერ შეიგრძნობთ;

გ - შთაგონებული და ჩაფიქრებული, იმაზე წუხილით, თუ რას გიმზადებთ ეს გათენებული დღე;

დ - გახარებული და გალაღებული, კარგ განწყობაზე, რომ დღე გათენდა.

5. ერთსა და იმავე საქმეს აკეთებთ

ა - მხოლოდ საღამოს, რადგანაც ამ პერიოდში გეუფლებათ შთაგონება და ენერგიით ივსებით;

ბ - დილაობით 2-3-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საღამოს, და თანაც უპრობლემოდ;

გ - მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას დღის მეორე ნახევარში ამჯობინებთ;

დ - თუ საქმე მნიშვნელოვანია, მას დღის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ შეუდგეთ უპრობლემოდ.

* * *

ა - პასუხების სიჭარბე ტიპურ „ბუს“ წარმოაჩენს. ამ კატეგორიას ბავშვობაშიც კი უჭირდა ადრე დაძინება. ასეთ შემთხვევაში ბრძოლას აზრი არ აქვს. რადგანაც, თუ ეს კატეგორია ადრე დაწოლასა და დაძინებას აიძულებს თავს, შესაძლოა, მეორე ტიპის უძილობა მიიღოს: ღამის 3-4 საათზე გაეღვიძება და დღის განმავლობაში მოთენთილი და „მოფლაშული“ იქნება.

რჩევა: შეეცადეთ დღის ორგანიზებას ისე, რომ 6-7 საათს მაინც იძინოთ. ზოგჯერ თავს გამოძინების ფუფუნებაც მიანიჭეთ, ანუ დაიძინეთ მანამ, სანამ ნებით არ გაგეღვიძებათ. ჭეშმარიტი „ბუები“, რომელთა ორგანიზმიც ბუნებრივად არის დაპროგრამებული ცხოვრების ღამისეულ წესზე - შედარებით იშვიათად გვხვდება (არა უმეტეს 12%-ისა, უმრავლესობა ქალაქის მცხოვრებია). მათი ამ რეჟიმისაგან გადაჩვევა და „ჭოტების“ რიტმზე გადაყვანა კი სერიოზულ პრობლემებს აძლევს დასაბამს - უძილობას, მათ სხვადასხვა ტიპის ნერვული დარღვევა ეწყებათ.

ბ - პასუხების სიჭარბე ტიპურ „ჭოტს“ ახასიათებს. ეს კატეგორია მთქნარებას უკვე 10 საათისათვის იწყებს და 11 საათისათვის ტკბილად სძინავს. „ბუებისაგან“ განსხვავებით, თუ ეს ადამიანები 8-9 საათს მაინც არ დაიძინებენ, მათი შრომისუნარიანობა სერიოზულად დაქვეითდება. საერთოდ, ეს კატეგორია ვერ უძლებს გადატვირთვასა და სამსახურებრივ გადაძაბვას. არ შეუძლია დასვენებისა თუ შვებულების გარეშე ხანგრძლივად მუშაობა. „ჭოტებს“ ხშირად დაბალი არტერიული წნევა აღენიშნებათ. მზის პირველ სხივებთან ერთად ადგომა მათთვის მეტისმეტად აუცილებელია, რადგან მოგვიანებით ორგანიზმის ბიოლოგიური საათები წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს და „ჭოტებსაც“ ამის გამო უჭირთ გაღვიძება და „სისხლის ამოძრავება“.

რჩევა: „ჭოტებისათვის“ აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში, გარბენაც კი. საკმარისია რეჟიმის ერთკვირიანი აღრევა (გვიანობამდე გართობა, ღამისთევა და სხვა ამოვარდნები) და „ჭოტების“ ჯანმრთელობას სერიოზული კვალი ემჩნევა, მოგვიანებით ის შესაძლოა ისტერიისა და დეპრესიის სახითაც კი გამოვლინდეს. ამიტომაც ნუ დაარღვევთ თქვენს ჩვეულ რეჟიმს და რაც მთავარია, ჩაძინებისას აუცილებლად გამორთეთ ტელევიზორი და სინათლე.

გ - პასუხების სიჭარბე ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც გადაღლილ-გადაქანცულები არიან შრომისა და დასვენების არასწორი რეჟიმისაგან, როგორც ამბობენ - მათ საკუთარი თავი აღარ ახსოვთ! აღნიშნული კატეგორია მეტისმეტად მგრძნობიარე, შთამბეჭდავი და სათუთია. მას 7-8 საათის ძილი სავსებით ჰყოფნის და აღავსებს ენერგიით. დაძინებამდე კი აუცილებელია დამშვიდება და მშვიდ გარემოში მოდუნება.

რჩევა: ეცადეთ სამუშაო, სატელეფონო საუბრები და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსკენ არ მოიტოვოთ, არც მძაფრსიუჟეტიანი და ემოციურად დახუნძლული ფილმების ყურებაა თქვენთვის სასურველი ძილის წინ. საღამოს, განსაკუთრებით მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ, აუცილებლად მიირთვით დამაწყნარებელი ნაყენი.

დ - პასუხების სიჭარბე ჯანმრთელ და მშვიდ ადამიანს წარმოაჩენს. დაუჯერებელიც კია, რომ ასეთი კატეგორია დღეს კიდევ შემორჩენილა. ყოველ შემთხვევაში მათ გაფრთხილება და „წითელ წიგნში“ შეტანა უნდა. თუმცა იყო დრო, ჯერ კიდევ გასული საუკუნის პერიოდში, როცა ასეთი ფსიქიკისა და ნერვების პატრონები არცთუ ისე იშვიათობას წარმოადგენდნენ, უფრო მეტიც, ეს კატეგორია მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენდა. რა „ბუ?“, რის „ჭოტი?“ დაიღალა ადამიანი და ჩაიძინა, ეძინა იმდენხანს, რამდენიც მის ორგანიზმს ესიამოვნა და დასჭირდა ძალთა აღსადგენად, გაიღვიძა და უმალ ჩაერთო ცხოვრების აქტიურ ფერხულში. ეს იდეალური ვარიანტია. ასეთი რიტმისა და რეჟიმისაკენ თითოეული ადამიანი უნდა ისწრაფოდეს! ამისათვის აუცილებელია ცხოვრების ჰარმონიულად აწყობა: სასურველი სამსახურის შერჩევა, მეგობრებსა და ახლობლებთან უკონფლიქტო ურთიერთობები, გარემოს სასურველი ცვლა, მძიმე ფიქრებისა და არასასურველი მოგონებების განდევნა, ბედნიერი და სასიხარულო წუთების მოძიება და გარკვეული დროის გამოყოფა შემოქმედებითი ჰობისათვის!

რჩევა: ნუ მიაქცევთ სხვათა აზრსა და შეხედულებებს ყურადღებას, ასე გააგრძელეთ. დაე, სხვებმაც მოგბაძონ და შეძლონ ყოველივე ეს!!!