/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

გულის შეძენილი დაავადებები ბავშვთა ასაკში და პრევენციის გზები

გულის შეძენილი დაავადებები ბავშვთა ასაკში და პრევენციის გზები
გულის დაავადებები ხშირად მხოლოდ ზრდასრულთა დაავადებები ჰგონიათ.

რეალურად კი გულის თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიები ბავშვებშიც გვხვდება. ბავშვთა ასაკში ჭარბობს გულის თანდაყოლილი პათოლოგიები, შეძენილთან შედარებით, თუმცა შეძენილი ცვლილებებიც გხვდება.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ლიკა კაპანაძე განმარტავს, გულის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რევმატული პროცესი, რომელიც ბავშვთა ასაკში იწყება. ამ დროს ხშირად ზიანდება გულის მიტრალური და აორტული სარქველი.

ბავშვთა ასაკში გულის შეძენილი პათოლოგიებისა და დაავადებების შესახებ დეტალურად თავად ლიკა კაპანაძე გვესაუბრება.

332358506-598647608374969-1380249556216843222-n-1676972373.png

გულის შეძენილი რომელი პათოლოგიები გვხვდება ბავშვებში ყველაზე ხშირად?

საყურადღებოა, თუ ბავშვი ხშირად ავადობს ანგინით, აქვს სახსრების ტკივილი, უნებლიე მოძრაობები, აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები, რომ გულის დაზიანება გამოირიცხოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი გახშირებული მიზეზი რევმატული პროცესია. თუმცა გულის შეძენილი პათოლოგიები გვხვდება არარევმატული დაავადებების დროსაც. ერთ-ერთი მათგანია კავასაკის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით, 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. ამ დროს ბავშვს აღენიშნება გამონაყარი, ხელისა და ფეხის გულების ჰიპერემია (მკვეთრად გამოხატული სიწითლე), კონიუნქტივიტი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები. დაავადების მიმდინარეობისას ბავშვებში შეიძლება დაზიანდეს გულის მკვებავი სისხლძარღვები - კორონარული არტერიები. დაზიანება მათ გაგანიერებას და მათში შესაძლო თრომბების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

კავასაკის დაავადების ტიპის ცვლილებები გულზე ასევე გვხვდება, როდესაც კოვიდ 19 ინფექციის შემდეგ ვითარდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

გულის სხვადასხვა შრე შესაძლოა დაზიანდეს სხვა ნებისმიერი ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგაც. მაგალითად, პერიკარდიტი - როდესაც გულის გარსებს შორის გროვდება ანთებითი სითხე; მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რაც გულის კუმშვადობის დაქვეითებას იწვევს. საბედნიეროდ, მიოკარდიტების განვითარება ხშირად არ გვხვდება.

როგორ უნდა მოხდეს გულის შეძენილი დაავადებების პრევენცია?

გულის შეძენილი დაავადებების პრევენცია ბავშვთა ასაკში ხდება. აუცილებელია ჭარბი წონის კორექცია, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება. ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, რომ ზრდასრულ ასაკში კორონარული არტერიების დაზიანება თავიდან ავიცილოთ.

ბავშვებში უკვე გეგმურად ვაკეთებთ ქოლესტერინის განსაზღვრას პირველად 9-11 წლამდე და განმეორებით 17-21 წლამდე, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას წარმოადგენს. რაც შეეხება სარქვლოვანი პათოლოგიების პრევენციას, ამ შემთხვევაში, უმთავრესი როლი ენიჭება რევმატული პროცესის თავიდან აცილებას, ბაქტერიული ინფექციის ადეკვატური და სრული სქემით მკურნალობას, ქრონიკული ინფექციის კერის აღმოფხვრას.

რა ტიპის დაავადებაა არითმია და რამდენად ხშირად გვხვდება ის ბავშვებში?

არითმია რამდენიმე ტიპისაა: ბრადიარითმია - როდესაც გულის ცემის სიხშირე ნორმასთან შედარებით უფრო დაბალია, ტაქიარითმია - როდესაც გულის ცემის სიხშირე მაღალია და არარეგულარული - როდესაც გულის ცემა არათანაბარია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არითმია ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიას. მაგალითად, ბავშვებში ხშირად გვხვდება სუნთქვითი ან სინუსური არითმია, რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს. თუმცა იმისათვის რომ გამოვრიცხოთ პათოლოგიური არითმიის არსებობა აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება. ზოგჯერ ხდება აუცილებელი ხანგრძლივი ე. კ. გ. მონიტორინგი, ამისათვის არ არის საჭირო კლინიკაში მოთავსება, ეს ხდება ამბულატორიულად.

რა არის არითმიის გამომწვევი მიზეზები?

არითმია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, შეიძლება გვხდებოდეს დამოუკიდებლად, ან რაიმე სხვა დაავადების ფონზე იყოს განვითარებული.

ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას განვითარებული არითმია. ასევე, შესაძლებელია განვითარდეს ვირუსული ინფექციის ფონზე, რევმატული დაზიანების დროს, ტკიპას ნაკბენის შემდეგ რამდენიმე კვირაში ან თვეში, სხვადასხვა გენეტიკური ან მემკვიდრეობითი დაავადების დროს.

რა სიმპტომები ახასიათებს არითმიას?

პაციენტმა, რომელსაც აწუხებს არითმია, შეიძლება მოგვმართოს ჩივილებით: გულის ფრიალის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, ზოგადი სისუსტე, დაღლა, სუნთქვის გაძნელება. ზოგჯერ ბავშვები არითმიის შეგრძნებას გადმოსცემენ როგორც ტკივილს გულმკერდის არეში.

რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას ბავშვთა ასაკში?

მშობლებისთვის განვმარტავ რომ, არტერიული ჰიპერტენზია ნიშნავს არტერიული წნევის მატებას. არტერიული ჰიპერტენზია არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზია არის გამორიცხვის დიაგნოზი. ამ დროს ყველა სხვა დაავადებას გამოვრიცხავთ, რომლის შედეგადაც შეიძლება ჰიპერტენზია მეორადად განვითარდეს.

მეორადი არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება თირკმლის, თირკმლის სისხლძარღვების და საშარდე სისტემის პათოლოგიების დროს, ენდოკრინული დაავადებების დროს (ჰორმონალური დარღვევები), ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პათოლოგიების დროს.

ბოლო დროს ძალიან იმატა არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევებმა ბავშვებში ჭარბი წონის და სიმსუქნის დროს. ეს მეტად საყურადღებო ფაქტია. ამ დროს ყველა ღონისძიება მიმართულია პირველ რიგში წონის კორექციაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ბავშვებს, ვისაც ოჯახური ანამნეზი აქვთ დატვირთული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჭარბი წონისა და დიაბეტის მხრივ. საჭიროა არტერიული წნევის ყოველწლიური კონტროლი.

ბავშვთა ასაკში არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენს დღენაკლულობა.

როგორ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ბავშვებში?

მეორადი ჰიპერტენზიის დროს, პირველ რიგში ხდება ძირითადი დაავადების მკურნალობა და, ასევე, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების დანიშვნა. ხოლო პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, პირველ რიგში, ვიწყებთ ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას, ფიზიკურ აქტივობას, სუფრის მარილის შეზღუდვას, დიეტას, წონის კლებას. თუ აღნიშნულმა შედეგი არ გამოიღო საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა.

რამდენად დაშვებულია სპორტი და ფიზიკური აქტივობა ბავშვებისთვის, ვისაც გულის შეძენილი პათოლოგია აქვს?

ყველაფერი დამოკიდებულია დაზიანების სახეობასა და ხარისხზე, უმეტეს შემთხვევაში ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ნებადართულია, თუმცა არსებობს დაავადებებო როდესაც არ არის რეკომენდებული პროფესიული სპორტი და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკური აქტივობის სახეობა, სიხშირე და ხანგრძლივობა უნდა განიხილოთ ბავშვის მკურნალ კარდიოლოგთან ერთად.

ბავშვთა ასაკში გულის დაავადებების არსებობა რამდენად განაპირობებს მათ ზრდასრულ ასაკში კვლავ განვითარებას?

ზოგი პათოლოგიის სრულად განკურნებაა შესაძლებელი, ზოგი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას და ნაკლებად ახასიათებს გაუარესება მოზრდილ ასაკში. არსებობს გულის პათოლოგიები, რომელიც განიცდის პროგრესირებას მოზრდილ ასაკშიც, ამიტომ პაციენტებს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ. აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევა და კონტროლი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

თვალები

თვალების გარშემო მუქი რგოლები სამი მიზეზით შეიძლება გაჩნდეს:

1. არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილის გამო;

2. ასაკის მატებასთან ერთად კანი თხელდება და გამჭვირვალე ხდება, ამიტომ მის ქვეშ განლაგებული სისხლძარღვები უფრო შესამჩნევია;

3. ზოგ ადამიანს სისხლძარღვები ბუნებრივად კანის ზედაპირთან ახლოს აქვს განლაგებული.

თუ თვალების გარშემო რგოლები მოულოდნელად გაგიჩნდათ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს შეიძლება ალერგიის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. თვალების ირგვლივ კანის შეშუპება კი ორგანიზმიდან სითხის გამოყოფის პროცესის დარღვევაზე მეტყველებს. ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ ნაკლებად ცხიმიანი და მარილიანი კერძები ჭამოთ. უარი თქვით შებოლილ და შემწვარ საკვებზე. არასდროს მოისრისოთ თვალები ხელით, რადგან ეს შეიძლება ორგანიზმში ინფექციის შეტანის მიზეზი გახდეს. თუ თვალები გექავებათ, დაიბანეთ ისინი ჩაის სუსტი ნაყენით.

ფრჩხილები

ფრჩხილების ზედაპირის გადამკვეთი თხელი, განივი ხაზები ან ნახეთქები მიუთითებენ, რომ ახლახან იავადმყოფეთ.

ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენა დაზიანების ნიშანია და არა კალციუმის ნაკლებობის, როგორც ეს ხალხშია გავრცელებული. აი, ფრჩხილების აშრევება კი ნამდვილად კალციუმის დეფიციტზე მეტყველებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს მიზეზთა სხვა ვარიანტები: მაგალითად, ხელების წყალში დიდხანს ყოფნა ან ჭურჭლის უხარისხო სარეცხი საშუალებების გამოყენება. თუ ფრჩხილები ფერმკრთალია და შიგნითაა შეზნექილი, მაშინ, სავარაუდოდ, არ გყოფნით რკინა. ფრჩხილების გარშემო კანის შეწითლებასა და შესივებას იწვევს ინფექცია.

აუცილებელია, რომ ხელები ყოველთვის მშრალი და სუფთა იყოს. სახლის საქმეების შესრულებისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. დღეში ორჯერ სუფთა ხელებზე წაისვით კრემი. პერიოდულად მიიღეთ ვიტამინები ან ყოველდღიურად იკვებეთ სეზონის შესაფერისი ხილითა და ბოსტნეულით.

ხელები

შეისწავლეთ თითების ანაბეჭდები. ამისათვის დაფქვით ფანქრის გული, ჩაყავით მასში თითების ბალიშები და შემდეგ ეს დასვრილი თითები დააჭირეთ თეთრ ქაღალდს. ანაბეჭდები მზადაა. თუ მარტივი, რკალისებრი ხაზები ჭარბობს, მაშინ, სავარაუდოდ, ჯანმრთელი ხართ. თუ ხაზები რთული, დაკლაკნილი და გადახლართულია, უნდა შეიმოწმოთ არტერიული წნევა. აი, კიდევ ერთი ტესტი - დაასხით ჭიქაში ძალიან ცივი წყალი და დაიჭირეთ იგი ხელში 30 წამით, თუ თითების წვერები გათეთრდება ან გალურჯდება, მაშინ თქვენ დარღვეული გაქვთ სისხლის მიმოქცევა. ხელის თითებზე ტემპერატურის მკვეთრ დაცემას (ცივი თითები) იწვევს თითების (ხელის და ფეხის), ფრჩხილების, ცხვირისა და ყურების სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვების სპაზმი. შედეგად, ამ მიდამოებში არ მიედინება საკმარისი რაოდენობით სისხლი და აქ ტემპერატურა ეცემა. შეძლებისდაგვარად ერიდეთ ტემპერატურის მკვეთ დაცემას, წელიწადის ცივ პერიოდში ჩაიცვით ხელთათმანები. თუ ეწევით, დაუყონებლივ დაანებეთ თავი: ნიკოტინი უარყოფითად აისახება სისხლის მიმოქცევაზე.

ღრძილები

წითელი და შეშუპებული ღრძილები, რომლებზეც მსუბუქი ზეწოლა იწვევს სისხლდენას, შეიძლება სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს. დაზიანებული ღრძილებიდან ბაქტერიები ხვდებიან სისხლში და შემდეგ მთელ ორგანიზმს ედებიან. დადგენილია კავშირი დაავადებულ ღრძილებსა და გულის შეტევას შორის.

ღრძილების დაავადების სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს.

შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტერინის დონე

გუგების გარშემო წვრილი თეთრი ხაზები სისხლში ქოლესტერინის დონის მატებაზე მეტყველებს. ქოლესტერინემიის კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნიშანია - ქუთუთოებსა და თვალების გარშემო მცირე ზომის ყვითელი ლაქების გაჩენა.

თუ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ, მაშინ უნდა გადახედოთ დიეტას: მაქსიმალურად შეამცირეთ ცხიმიანი, შებოლილი და შემწვარი საკვების მიღება, კვების რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეულით, პარკოსნებით, ბოსტნეულითა და ხილით.

კანი

თუ კანი გაგიფერმკრთალდათ, გაუხეშდა და ხშირად გექერცლებათ, ეს შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას უკავშირდებოდეს. ამ უკანასკნელს კიდევ ახასიათებს: წონის სწრაფი მატება, აპათია. თუ კანი გექერცლებათ, ფეხებზე კი წითელი ლაქები გაგიჩნდათ - სავარაუდოდ, ფარისებრი ჯირკვალი ჰიპერაქტიურია. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან ენდოკრინოლოგს.

ტესტი მოქნილობაზე

თუ თქვენს სხეულს შენარჩუნებული აქვს მოქნილობა, ე.ი. მყეს-იოგოვანი აპარატი და სახსრები კარგად მუშაობენ და შესაბამისად, მათი და კუნთების დაზიანების რისკი მინიმალურია. დაჯექით იატაკზე, გაასწორეთ ფეხები და შეეცადეთ ხელებით მისწვდეთ ფეხის თითების წვერებს. რაც უფრო იოლად გააკეთებთ ამას, მით უკეთეს ფორმაში გაქვთ სხეული.

სხეული რომ უფრო მოქნილი გქონდეთ, ამაში იოგას ვარჯიშები დაგეხმარებათ. დადგენილია, რომ დღეში მინიმალური, 5-წუთიანი ვარჯიშიც კი მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთების ტონუსს.

2. ხელისგულების წერტილოვანი მასაჟი (აკუპუნქტურა)

ბუნებამ ყველას გვიბოძა 4 პატარა „კლინიკა“ - 2 მტევნებსა და 2 ტერფებზე. მათი მუშაობის პრინციპის ცოდნა ბევრ პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება (მწვავე თავის ტკივილიდან, სერიოზული დაავადებების ქრონიკულ სიმპტომებამდე).

თავად განსაჯეთ - მტევანი შედგება ხელისგულისა და 5 თითისგან. ადამიანის სხეულშიც შეიძლება გამოვყოთ ტანი და 5 გამოწეული ნაწილი - თავი კისრით და 4 კიდური. ამგვარად, ცერა თითი - ეს არის თავი და კისერი. მასზეა ასახული ტვინი, მხედველობისა და სმენის ორგანოები. ცერა თითის ხელისგულის მხარე - სახეა, ზურგის მხარე კი -კეფა.

საჩვენებელი და ნეკა თითები - ეს ხელებია. შუა და არათითები კი - ფეხები. მტევნის ხელისგულის მხარე ცერა თითთან დაკავშირებულია გულმკერდის ყაფაზთან, დანარჩენი ნაწილი - მუცლის ღრუსთან. მტევნის ზურგის მხარე - ზურგია, რომელზეც შუა ხაზი შეესაბამება ხერხემალს. იგივე „პროექციებია“ ტერფებზე.

ადამიანის სხეული დაფარულია ურთიერთდაკავშირებული ქსელით. ამის შესახებ ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინაც იცოდნენ და დაავადებებს ადგენდნენ თვალის გარსისა და ყურის ნიჟარის მდგომარეობის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ყური, თვალები, მტევნები და ტერფები თავისებური პროექციაა, რომელზეც ადამიანის ორგანიზმის კოპირება ხდება.

„ასლები“ მოქმედებენ დისტანციური მართვის სისტემის მსგავსად - როცა რაღაც გტკივა, ამ ადგილას ჯანმრთელი ენერგია „ქრება“ და მისი „გაღვივება-ანთება“ შესაძლებელია მტევნებსა და ტერფებზე დაავადებული ორგანოს შესაბამისი წერტილების მასაჟით (მტევანი და ტერფი მარჯვენა უნდა იყოს თუ მარცხენა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ მხარესაა დაზიანებული ორგანო). სწორედ ესაა მკურნალობის მეთოდი.

როცა ექიმი დაავადებულის მტევანზე ან ტერფზე ამ წერტილს პოულობს, პაციენტი უნებლიე მოძრაობას იწყებს ან ტკივილისგან იშმუშნება.

ასეთ წერტილებზე მექანიკური ზემოქმედება მკურნალობას ეფექტურს ხდის.

მნიშვნელოვანია - თუ ადამიანი „არასწორ“ წერტილს იმასაჟებს, ამას რაიმე ცუდი შედეგი არ მოჰყვება, რაც მკურნალობის ამ მეთოდის უდიდესი ღირსებაა. ყველაზე უარესი, რაც არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს, ის არის, რომ არ გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამგვარი მკურნალობით დაავადების დამძიმება გამორიცხულია.

მტკივნეული წერტილების მასაჟისთვის სპეციალისტები გვირჩევენ სხვადასხვა ზონდის (ლითონის თავმომრგვალებული წკირი), მასაჟორის, ნემსის, მაგნიტისა და სხვათა გამოყენებას. ისინი მკურნალობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდიან. მაგრამ თუ სპეციალური ინსტრუმენტი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასანთის ღერები, ფანქარი ან საკუთარი ფრჩხილებიც კი. წერტილის მასირება 1-2 წუთის განმავლობაში კანზე შეწითლებისა და სითბოს შეგრძნების გაჩენამდე უნდა გაგრძელდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი სახის მასაჟი - ხელსმა, წრიული მოძრაობა, ზელა, მოთელვა, დარტყმითი ილეთები, ვიბრაცია.

3. ყველაზე ბინძური ადგილები

ყველამ კარგად იცის, რომ ხელების დაბანა აუცილებელია ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩიდან შინ მობრუნებისა და განსაკუთრებით - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ყოფნის შემდეგ. არსებობს ბევრი პათოლოგია, რომლებიც ხალხში „ჭუჭყიანი ხელების დაავადების“ სახელწოდებითაა ცნობილი. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია ბავშვობიდან კარგად ცნობილი რჩევის - ჰიგიენის დაცვის გათვალისწინებით (ხელების ხშირი ბანა).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჭუჭყი ნაკლებად საშიშია სოფელში, აგარაკზე, ტყეში, ვიდრე დიდ ქალაქებში, სადაც ინფექციების გამავრცელებელი ორგანიზმების ცხოვრებისა და გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, რესტორნებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში - ყველგან, სადაც კი დღის განმავლობაში ხალხის დიდი ნაკადი მიედინება.

საინტერესოა ამერიკელი მეცნიერების კვლევა. მათ გააანალიზეს და შეადგინეს ოფისებში ყველაზე ბინძური ადგილების რეიტინგი.

ლიდერობს და ყველაზე საშიში ინფექციის წყაროა საპირფარეშოებში ხელსაბანი ნიჟარები და ონკანების სახელურები. მათ მოსდევს მიკროტალღური ღუმელებისა და მაცივრების სახელურები, მესამე ადგილზეა კომპიუტერის კლავიატურა და მაუსი. ყველაზე ჭუჭყიან და საშიშ ნივთთა სიაში შესულია ყავის მანქანისა და ტელეფონის ღილაკები.

სასტუმროებშიც არის განსაკუთრებულად ბინძური ადგილები. საინტერესო და მოულოდნელია, რომ პირველ ადგილს აქ ტელევიზორის პულტი, ტელეფონის ღილაკები და სინათლის ჩამრთველ-ამომრთველი იკავებს. მაგრამ ეს ნივთები სიბინძურის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დამლაგებლის ვედროს, ჯაგრისსა და რეზინის ხელთათმანებს. დამლაგებელი არა მარტო ალაგებს ნომერს, არამედ ერთი ნომრიდან მეორეში ინფექციის გადამტანიცაა.

არც საკუთარ საცხოვრებელ სახლშია ადამიანი დაცული ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმებისაგან. საინტერესოა, რომ ჩვენს სახლში ყველაზე ბინძური ადგილი უნიტაზი კი არაა, არამედ ხის საჭრელი დაფა. ზოგიერთი მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ამ დაფაზე 200-ჯერ მეტი მიკრობია, ვიდრე უნიტაზზე.

სიბინძურის თვალსაზრისით მეორე ადგილს იკავებს სახლის ტელეფონი, კერძოდ კი ყურმილი. ბინძური ნივთების რეიტინგში ასევე შევიდა: ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, შხაპის კაბინის ფარდა და ნაგვის ვედრო. არ უნდა დაგვავიწყდეს ჭურჭლის სარეცხი და სარეცხი მანქანა, რომელთა კარზეც შეიძლება გაჩნდეს ობი და სოკო.

ბინძურ ადგილთა სიაში შედის ხელისგულებიც და ეს დადასტურდა ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით. მათ 51 სტუდენტის (102 ხელი) ხელისგულიდან აიღეს მასალა, გამოიკვლიეს და მასში 4,5 ათასი სახის ბაქტერია აღმოაჩინეს.