რამდენი ფული უნდა ჰქონდეს თანამედროვე მამაკაცს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენი ფული უნდა ჰქონდეს თანამედროვე მამაკაცს

სასჯელად ექცეს? ...თუმცა "სასჯელი" მეტისმეტია - მამაკაცების უმრავლესობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ მეუღლე მასზე მეტ თანხას გამოიმუშავებს.

  • გენდერული როლების გაცვლა

სოციოლოგების აზრით, დღეს საზოგადოებაში გენდერული როლების გაცვლა შეიმჩნევა.

  1. ერთი მხრივ, თითქოს არც ისე საშიშია, რომ მამაკაცი აღარ აცხადებს პრეტენზიას ოჯახის უფროსის სტატუსზე და მზად არის, ეს მოვალეობა პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად ცოლს გაუყოს. ქალები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩაბმულნი. იშვიათადღა შეხვდებით თავწაკრულ, სამზარეულოში მოფუსფუსე ქალებს, რომლებსაც პროდუქტებზე ფასების ზრდის გარდა არაფერი აინტერესებთ.
  2. მეორე მხრივ, არსებობს პრობლემა: თუ მამაკაცი ცოლივით მდიდარი არ არის, განურჩევლად იმისა, როგორი ურთიერთობა აქვს მასთან, დისკომფორტს მაინც იგრძნობს.
  • გამოსავალი

ასეთი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება. მაგალითად, თუ ცოლს საკუთარი ბიზნესი აქვს, შეუძლია, ქმარი მთავარ მენეჯერად დანიშნოს. მაშინ მათი უფლებები, მოვალეობები და შემოსავალი ფაქტობრივად გათანაბრდება. ეს უნივერსალური რეცეპტი არ გახლავთ. მდიდარი ქალის ქმარი შეიძლება იყოს მებაღე, მხატვარი, შუა საუკუნეების ან ანტიკური ხანის ფილოსოფიის სპეციალისტი ან ზეინკალი.

მდიდარ ქალს შეუძლია, თამამად დაუკავშიროს ბედი შემოქმედებითი გაქანების პიროვნებას - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პურის ფულის შოვნაზე ფიქრი არც ერთს არ მოუხდება. მაგრამ არის საკითხი, რომელიც ეხება არა ქორწინებას, არამედ ეტიკეტს - "ვინ ვისთვის იხდის". ამ შემთხვევაში პრობლემა მოგვარდება იმ კულტურისა და გარემოს გათვალისწინებით, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობს. დასავლეთში, მაგალითად, მიღებულია, ყველამ საკუთარი დანახარჯი გადაიხადოს, რადგან ემანსიპირებულ ქალებს არ სურთ, რამენაირად იყვნენ დამოკიდებულნი მამაკაცებზე და ცდილობენ, ასე დაამტკიცონ საკუთარი დამოუკიდებლობა.

ხოლო თუ ქალს შეუძლია, მამაკაცის გარეშე გაართვას თავი პრობლემებს, მასა და მამაკაცს შორის პრინციპული განსხვავება იშლება. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ქალი მამაკაცს გადამხდელუნარიანობითაც აფასებს და არა იმიტომ, ანგარებიანია, არამედ იმიტომ, რომ სურს, თავისი რჩეულით იამაყოს, მის გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს.

  • საჭიროა კი როლების გაცვლა?

ასე რომ, მოდი, ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ: საჭიროა კი როლების გაცვლა? საქართველოში, მაგალითად, ოჯახის უფროსად ჯერ კიდევ მამაკაცი ითვლება, ქალისადმი პატივისცემის ნიშანს კი წარმოადგენს მანდილოსნის დაპატიჟება არა მისივე, როგორც ამას ამერიკაში სჩადიან, არამედ მამაკაცის ხარჯით. გარდა ამისა, თუ ქალმა და მამაკაცმა წამდაუწუმ შეახსენეს ერთმანეთს, ვინ როდის, რისთვის, რატომ და რამდენი გადაიხადა და ყოველგვარი ხარჯის თანაბრად გაყოფა დაიწყეს, მათ შორის რომანტიკა, უბრალოდ, გაქრება და ურთიერთობა სავაჭრო ბირჟას დაემსგავსება.