ლეღვის ნახარშით დამწვარი 12 წლის გოგონა მინიმუმ ერთი კვირა კვლავ სტაციონარში დარჩება

კვლავ სტაციონარში დარჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაბილურია.
„პაციენტს ყოველდღიურად გამოკვლევები, გადახვევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. იგი კვლავ ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. გოგონას სპეციფიური დამწვრობა აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
12 წლის მოზარდმა ლეღვის ნახარშით მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. იგი დამწვრობის ცენტრში იმერეთის რეგიონიდან გუშინ რეანომობილით გადაიყვანეს. პაციენტს სხეულის 40% აქვს დამწვარი. კერძოდ, გულ–მკერდი, მუცელი და ქვემო კიდურები. აღნიშნული ფაქტი ლეღვის ნახარშით მოზარდის დამწვრობის პირველი შემთხვევაა. მანამდე მსგავსი შემთხვევები მხოლოდ მოზრდილებში ფიქსირდებოდა.წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის სულ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.