ურთიერთობის სირთულეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთობის სირთულეები

.

იცით თუ არა, რომ მამაკაცი და ქალი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ გრძნობებს და განსხვავებულად აღიქვამენ ინფორმაციას?

"შენ ჩემი არ გესმის, თითქოს ყრუ ხარ!" - ყვირის ქალი. "რატომ გგონია ასე? მე შემიძლია, შენი ყოველი სიტყვა გავიმეორო, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი შენ უკვე რამდენიმეჯერ წარმოთქვი!" - გაოცებით პასუხობს მამაკაცი.

რატომ არის ასე?

  • სულ რამდენიმე წამი

ამერიკელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი ცოლის ნათქვამს მხოლოდ პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში აღიქვამს. ასე რომ, ქალბატონებო, თუ გსურთ, თქვენი სათქმელი მეუღლის გონებამდე დავიდეს, აზრი რაც შეიძლება მოკლედ გამოხატეთ.

რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ არის - როცა ახალგაზრდა ქალი ხმამაღლა ლაპარაკობს საკუთარ პრობლემაზე, მთელი არსებით ერთვება ამაში: თავს უყრის აზრებს, არკვევს გრძნობებს... მამაკაცი კი საპირისპიროდ იქცევა - დუმს, რადგან სურს, ერთი მიმართულებით წარმართოს თავისი აზრები, განმარტოვდეს და ასე გადაიტანოს ღელვა, საკუთარ თავში იკეტება, რადგან შიშობს, წონასწორობა არ დაკარგოს, მდგომარეობიდან არ გამოვიდეს.

  • ეძებეთ ნიუანსები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ქალს შეუძლია, ერთსა და იმავე დროს ილაპარაკოს ტელეფონით, თვალი ადევნოს ბავშვს და მოამზადოს ვახშამი, მამაკაცს კი მხოლოდ ერთ საქმეზე შეუძლია კონცენტრირება. თუ ის ფეხბურთს უყურებს, თქვენს ტირადას ვერ გაიგებს და არა იმიტომ, რომ თქვენი გრძნობები არ აღელვებს; უბრალოდ, უჭირს ერთდროულად რამდენიმე საგანზე ფიქრი. ამიტომ თუ მეუღლესთან საუბარი გსურთ, ჯერ გაარკვიეთ, სცალია თუ არა თქვენს მოსასმენად.

  • შეამჩნიეთ, რომ თქვენთან საუბრისას მამაკაცი ღიზიანდება?

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს: იქნებ თქვენი რეპლიკები კრიტიკას ან საყვედურს უფრო ჰგავს? თქვენ მზრუნველობის დემონსტრირება გსურთ, მას კი ჰგონია, რომ არ ენდობით... გაგება თანდაყოლილი ნიჭი არ არის. მოსმენის სწავლა შეიძლება, თუ გულწრფელად შეეცდებით საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას.

  • მოკლე სასაუბრო მეუღლეებისთვის

რა ფრაზას წარმოთქვამთ, რა აზრს დებთ და რა ესმის თქვენს ქმარს.

  • ჩვენ არსად დავდივართ ერთად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

  • მინდა, ერთად წავიდეთ სადმე და გავერთოთ!

  • იქნებ კაფეში, ბარში ან კინოში წამიყვანო?

  • არ გიყვარვარ!

  • მუდამ შენი საქმეებით ხარ დაკავებული!

  • ამიტომაც გახდა ჩვენი ცხოვრება ასეთი უინტერესო!

  • უკვე შევეჩვიე, რომ ამ სახლში ყურადღებას არავინ მაქცევს. ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა გულგრილია ჩემს მიმართ, შენც კი.

  • ვაფასებ, რომ ბევრს მუშაობ, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ შენთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახი.

  • მომეხვიე და მითხარი, რომ გჭირდები.

  • მე ძალიან ცუდად ვარ და ყურადღება მაკლია!

  • მეუბნები, რომ გიყვარვარ, მაგრამ ვერც კი მამჩნევ, ჩემს სიტყვებზეც კი არ რეაგირებ!

  • როგორ შეგიძლია, ასე მომექცე?

  • ოჰ, როგორ დავიღალე დღეს!

  • არაფრის თავი აღარ მაქვს...ვერც კი წარმოიდგენ, რამდენი რამის გაკეთება მოვასწარი დღეს!

  • მინდა, ცოტა დავისვენო.

  • იქნებ გამამხნევო და მითხრა: "ყოჩაღ"?

  • მთელი ოჯახი ჩემს კისერზეა, შენ კი არაფერს აკეთებ.

  • ყველა პრობლემის მოგვარება მე მიწევს.

  • როგორ შევცდი, შენ რომ გამოგყევი ცოლად!

  • რატომ არის მხოლოდ ჩვენს სახლში ასეთი უწესრიგობა?!

  • როგორ დამღალა ყველაფრის მარტო კეთებამ!

  • დახმარებას რომ შემომთავაზებდე, ბედნიერი ვიქნებოდი.

  • სახლში ყველაფერი თავდაყირა რომ დგას, შენი ბრალია!

  • ასე წესრიგის დაცვა შეუძლებელია!

  • ან ისწავლე წესრიგის დაცვა, ან წადი!