მამამ ცოლი მოიყვანა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამამ ცოლი მოიყვანა

საჭიროა ინიციატივა

როგორ მოიქცევა მამის მეორე ცოლი, თუ მისი ქმრის მოზრდილმა ქალიშვილმა ჩემოდნით ხელში მოულოდნელად მათი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა? შესაძლოა, ის მეორე ქალაქიდან ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად და სხვაგან წასასვლელი არსად აქვს, ან არ აეწყო ურთიერთობა მამინაცვალთან და გადაწყვიტა, ბედნიერება მამის ოჯახში ეპოვა. დედინაცვლის პირველი რეაქციის წარმოდგენა ძნელი არ არის: “მას ფული სჭირდება!” გოგონა აღიქმება როგორც თავდამსხმელი, რომელმაც თავისი ნაზი თათი ოჯახის ბიუჯეტს უნდა შეახოს. მაგრამ თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედავთ, შეიძლება დავინახოთ ბავშვი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ეღირსა საოცნებო მამის ყურადღებასა და საჩუქრებს. მაშინაც კი, თუ მის მოქმედებაში ანგარება გამოსჭვივის, დედინაცვალი უნდა ეცადოს, წინასწარ გათვალოს მოვლენების შემდგომი განვითარება. თავის მხრივ, გამოხატოს სიხარული ოჯახის ხელახლა შეერთების გამო - ასე უფრო მოახერხებს ოჯახის ბიუჯეტის გადარჩენას გაცილებით დიდი ხარჯისგან. ერთია მამისგან ფულის ქაჩვა მისი საძაგელი ცოლის გასაღიზიანებლად და სულ სხვაა მამის მომხიბვლელი მეუღლის ინტერესების გათვალისწინება. ამ შემთხვევაში არც ქმარს გაუჩნდება სურვილი, ბოროტად ისარგებლოს ცოლის სულგრძელობით. როგორც კი ქალიშვილი “მამიკოს გოგოს” როლის თამაშს დაასრულებს, თანხების ხარჯვაც ეპიზოდური გახდება.

მოვალეობების განაწილება

დედინაცვალმა არ უნდა მიანიჭოს გერს სტუმრის სტატუსი. უმჯობესია, თუ ის მაშინვე ოჯახის წევრად იგრძნობს თავს, ამასთან მკვეთრად უნდა განისაზღვროს მისი მოვალეობები ოჯახში. თუ მამას მეორე ცოლთან საერთო შვილი ჰყავს, შეიძლება მას ბავშვის ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანა დაევალოს, ასევე შეიძლება მის მოვალეობებში შევიდეს სადილის მომზადება, დალაგება, მაღაზიაში წასვლა. ამ შემთხვევაში დედინაცვალი უფრო ოპტიმისტურად შეხედავს მათი ერთობლივი ცხოვრების პერსპექტივებს. დედინაცვალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გადაჭარბება საჭირო არ არის, რომ ქმარს არ გაუჩნდეს საბაბი “კონკიას” დასაცავად, აგრეთვე აგრძნობინოს და შეახსენოს ქმარს, რომ ის ვალდებულია არა მარტო არჩინოს ოჯახი, არამედ აღზარდოს ბავშვები, მიაჩვიოს ისინი დამოუკიდებლობას. დედინაცვალს “დედინაცვლისა და გერის” თამაში ნამდვილად არ გამოადგება. რა სირთულეებიც უნდა ახლდეს ოჯახში გერის გამოჩენას, ისინი გადაულახავი არ იქნება, თუ დედინაცვალი გერს მტრად არ აღიქვამს. რა თქმა უნდა, ახალი ურთიერთობის დამყარება მარტივი არ არის. ამას ქალის მხრივ დიდი მოთმინება, ნებისყოფის დაძაბვა სჭირდება. აქ ურთიერთობის აწყობა, დალაგება და მათი შენარჩუნება რამდენიმე მიმართულებით უნდა მოხდეს: ეს არის ცოლ-ქმრის ურთიერობა, მამა-შვილის ურთიერთობა, გერისა და დედინაცვლისა და თვით შვილებს შორის ურთიერთობა. დიდი დაკვირვება და ტაქტია საჭირო როგორც მამის, ისე დედინაცვლის მხრივაც. საჭიროა ისეთი დამოკიდებულების დამყარება, რომ მამასთან დაბრუნებულმა შვილმა ზედმეტად არ იგრძნოს თავი. მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ შვილების დაახლოებას, მათ შორის სიყვარულის, მეგობრობის ჩამოყალიბებას. ეს კი თანდათანობით უნდა მოხდეს. ამით დაინტერესებული უნდა იყოს ოჯახის თითოეული წევრი, სხვაგვარად არაფერი გამოვა. მტრობა, ქიშპი, ეჭვიანობა დაანგრევს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ურთიერთობას. ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე, ტაქტი და ურთიერთგაგება.

საჭიროა უბრალოდ მეგობრობა

დედინაცვლისა და გერის ურთიერთობა მარტივი არასოდეს ყოფილა. ისინი უნდა შეეცადონ, ერთმანეთისთვის მტრებად არ იქცნენ. განქორწინებული მშობლების შვილის ფსიქიკა ყოველთვის ტრავმირებულია, შესაბამისად, მას ხასიათიც თავისებური, ზოგჯერ ძალიან რთული აქვს, ამიტომ ურთიერთობის დამყარებაც მასთან არც ისე მარტივია. თუმცა ნორმალური მოპყრობისას სავსებით შესაძლებელია გერი დედინაცვლისთვის კიდევ ერთ ნამდვილად ახლობელ ადამიანად იქცეს. დროთა განმავლობაში ჩვენი მეგობრების წრე თანდათან ვიწროვდება, ხანდაზმული ნათესავები უკეთეს სამყაროში გადაინაცვლებენ. ალბათ, ძალზე არაგონივრული იქნება, დედინაცვალმა გერი თავიდანვე თავის წინააღმდეგ განაწყოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედისგან მამასთან წამოსვლა საკმაოდ ძნელად გადასადგმელი ნაბიჯია. დედისა და შვილის ურთიერთობა, ალბათ, იდეალურისაგან შორსაა. იქნებ გოგონა დედინაცვალში უფროს მეგობარს ეძებდეს, რომელთანაც გაუადვილდება იმ პრობლემებზე საუბარი, ასე ხშირად რომ აწუხებთ თინეიჯერებს. თუმცა დედინაცვალმა გარკვეული დისტანცია მაინც უნდა დაიკავოს, რათა გერი მეტისმეტად არ გაუთამამდეს. გარდა ამისა, მისი შვილისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მოთმინება ქმრის სიყვარულის თავისებური დასტური იქნება. ქმარსაც გაუათკეცდება ცოლის პატივისცემა და სიყვარული. მადლიერების ნიშნად ქალი ქმრისგან მხოლოდ დადებით ურთიერთობას მიიღებს. ქალის უპირველესი ამოცანა ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებაა, ურთიერთობის მთავარი კრიტერიუმი კი სიყვარული უნდა იყოს.