ქალთა პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალთა პრობლემები

სქესობრივი დისკრიმინაცია

სქესის მიხედვით დისკრიმინაცია ქალების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ფიზიკური და სქესობრივი ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, შიდსი, მალარია და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ზოგიერთ ქვეყანაში დისკრიმინაციის შედეგად აწყდებიან ქალები.

სქესობრივი ძალადობა

მსოფლიოში ქალთა 15-71% სიცოცხლის ამა თუ იმ პერიოდში ფიზიკური ან სქესობრვი ძალადობის მსხვერპლია. ამასთან, პარტნიორი მამაკაცების მხრივ ქალებისადმი სასტიკი მოპყრობა შეინიშნება საზოგადოების ყველა სოციალურ-ეკონომიკურ ფენაში. ძალადობა საფუძვლიანად არყევს ქალის ჯანმრთელობას, იწვევს არასასურველ ორსულობას, ინფექციებს, დეპრესიასა და ქრონიკულ დაავადებებს.ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე გოგონა სქესობრივი ძალადობის ობიექტია.

ადრეული ქორწინება

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ქორწინებათა რიცხვი თანდათან იკლებს, უახლოესი ათი წლის განმავლობაში 18 წლამდე ასაკის 100 მილიონი გოგონა გათხოვდა. ეს განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონათა მესამედია. ამაში არ შედის ჩინეთში გათხოვილ არასრულწლოვანთა რიცხვი. გათხოვებისას მოზარდებს არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა და არ არიან მომზადებულნი ოჯახური ცხოვრებისთვის, თავს იჩენს უამრავი პრობლემა, რომლებიც მომავალში მათ ჯანმრთელობაზე აისახება.

ნაადრევი მშობიარობა

ყოველწლიურად 14 მილიონამდე არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. მათი 90% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. ყოველდღიურად 1600 ქალი და 10 000-ზე მეტი ახალშობილი იღუპება ორსულობისა და მშობიარობის ამა თუ იმ გართულებისგან. შემთხვევათა 90% ასევე განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მომხმარებელ მამაკაცთა რაოდენობა 10-ჯერ აჭარბებს ქალებისას, თუმცა დადასტურებულია, რომ კატასტროფული ტემპით იზრდება თამბაქოს მომხმარებელი ახალგაზრდა ქალების რიცხვი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალები პრაქტიკულად ვერ ახერხებენ ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმას. ისინი რამდენჯერმე ანებებენ თავს თამბაქოს წევას, მოკლე ხანში კი კვლავ იწყებენ, მათთან ნიკოტინშემცვლელი თერაპიაც გაცილებით ნაკლებეფექტიანია.

საყოფაცხოვრებო ქიმია

ქალებისთვის საფრთხის შემცველია საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ ჰიგიენისთვის. არსებობს ქვეყნები, სადაც ქიმიური საშუალებების დამზადებისას მაქსიმალურად დამზოგველი ტექნოლოგიები გამოიყენება, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში თითქმის არ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, რის შედეგადაც დიასახლისების უმრავლესობას დერმატოლოგიური თუ ალერგიული დაავადებები ემართება.

არახელსაყრელი გარემო პირობები

მოგეხსენებათ, ქურასთან ტრიალი უმთავრესად ქალების ხვედრია. იმ ქვეყნებში, სადაც კერძები ღია ცეცხლზე ან ტრადიციურ ღუმელში მზადდება, ქალები იძულებულნი არიან, ყოიველდღიურად ისუნთქონ უამრავი მომწამვლელი ნივთიერებით გაჯერებული კვამლი და ორთქლი. ამის შედეგად ყოველწლიურად 1,3 მილიონი ქალი იღუპება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით. ნახევარ მილიონ შემთხვევაში სიკვდილიანობა გამოწვეულია შენობის შიგნით არსებული კვამლით. გარდა ამისა, ეს ფაქტორი იწვევს ნაადრევ მშობიარობას, მცირე წონის ახალშობილთა დაბადებას და მკვდრადშობადობასაც კი. ქალების ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მავნე გარემო პირობებიც, რომლებსაც ისინი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აწყდებიან. აღსანიშნავია მჯდომარე და მდგომარე პროფესიები, რომლებიც ძვალ-სახსართა სისტემის, ნერვული და სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.

ინფექციური დაავადებები

რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ქალთა ავადობის სტრუქტურაში მაღალია ინფექციურ დაავადებათა წილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ქალთა სიკვდილიანობის 80% არაინფექციური პათოლოგიებითაა განპირობებული. დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. თუმცა ისიც მართალია, რომ დაბალი სანიტარულ-ჰიგიენური კულტურის მქონე ქვეყნებში გაცილებით მაღალია ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ქალთა ყველაზე გავრცელებული დაავადებები

ქალები უფრო და უფრო ხშირად უჩივიან ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, სიმსივნეები (საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის კიბო), სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ართროზები და ართრიტები, ნაღველკენჭოვანი გზების დაავადებანი, დერმატოლოგიური სნეულებანი და ალერგიები, დეპრესია და სხვა ფსიქიკური თუ ნერვული პათოლოგიები. გახშირდა ქალთა შორის ტოქსიკომანიისა და ნარკომანიის შემთხვევებიც. წინათ ნარკოდამოკიდებულება მდიდარი ქვეყნების პრობლემად მიიჩნეოდა, დღეს კი ერთნაირად ეხება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს.