/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მოკვეთილი მკერდის კომპლექსი

მოკვეთილი მკერდის კომპლექსი
მკერდის მოკვეთის შემდეგ გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, რომ არასრულფასოვანი ქალი ვარ. როგორ დავძლიო ეს განცდა?

სტატისტიკა მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველ მეცხრე ქალს სარძევე ჯირკვლის კიბო ემართება. ხშირად მკურნალობის ერთადერთ გზად რჩება მასტექტომია (მკერდის მოკვეთა). როცა ოპერაცია უკვე უკან არის დარჩენილი, ქალს უხდება შეჯახება არანაკლებ სერიოზულ პრობლემებთან: როგორ დაძლიოს საკუთარი არასრულფასოვნების განცდა, როგორ დაიბრუნოს კვლავ სიცოცხლის ხალისი, როგორ განაგრძოს სისხლსავსე ცხოვრება?

ბევრი ქალისთვის მტანჯველია ახალ გარეგნობასთან შეგუება; ეჩვენება, რომ აღარ არის მომხიბვლელი და სასურველი მეუღლისა თუ პარტნიორისთვის, ვეღარ წარმოუდგენია მამაკაცთან ძველებური ურთიერთობა.

ყველა ქალი როდი გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით - ოპერაციის შემდეგ ბევრი ღრმა დეპრესიაში ვარდება, გაურბის ხალხთან ურთიერთობას, უჩნდება გრძნობა, რომ ზედმეტია. ერთი ცნობილი მწერალი ქალი, რომელმაც მკერდის სიმსივნის გამო რამდენიმე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, წერდა, ავადმყოფობას ძლიერებისა ეშინიაო. საავადმყოფოში ის არაერთხელ გამხდარა მოწმე, რომ ზოგიერთი ქალი მაშინვე ხელს ჩაიქნევდა გამოუვალი მდგომარეობის გამო და მალე კვდებოდა კიდეც, ხოლო ზოგიერთი აგრძელებდა სიცოცხლისთვის ბრძოლას და გადარჩნენ კიდეც. ეს ქალბატონი იხსენებს ერთ მეგობარ ქალს, რომელიც განთქმული იყო თავისი სასიყვარულო ისტორიებით ცნობილ მხატვრებთან, მუსიკოსებსა და მსახიობებთან. სწორედ მას შესჩივლა მწერალმა ქალმა, რომ მკერდი მოჰკვეთეს. რამხელა იყო მისი გაოცება, როცა პასუხად მეგობარმა ქალმა თავისი ნაოპერაციევი მკერდი აჩვენა. ოპერაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, გონება დაეკარგვინებინა მრავალი შესანიშნავი მამაკაცისთვის!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქალებმა კარგად იციან, რომ მამაკაცები, უპირველესად, ქალის თვალებს აქცევენ ყურადღებას, მერე კი მის მკერდს, ამიტომ დეკოლტეს ზონაზე ქალები განსაკუთრებულად ზრუნავენ. ქალის ლამაზი მკერდი ყოველთვის იზიდავდა ძლიერი სქესის მზერას. იგი უხსოვარი დროიდან სილამაზის, სინაზისა და სექსუალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამიტომ არის, რომ მკერდმოკვეთილ ქალებს დეპრესია იპყრობთ. მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ძალიან უყვართ და სჭირდებათ ახლობლებს. ამ უკანასკნელთ კი მზრუნველობა და გულისხმიერება მოეთხოვებათ, რომ ნაოპერაციევ ქალს სტრესის დაძლევაში დაეხმარონ. მეუღლეებმა და პარტნიორმა მამაკაცებმა უნდა აგრძნობინონ ქალს, რომ ის ისევ ძვირფასი და სასურველია მათთვის.

ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიოს ხელი, არ უნდა შეეგუოს აზრს, რომ ის აღარასოდეს იქნება მომხიბვლელი. დღეს არსებობს უამრავი საშუალება ადრინდელი გარეგნობის აღსადგენად. ჯერ კიდევ 70-იან წლებში შეიქმნა ძუძუს პირველი პროთეზები, ამჟამად კი უკვე სილიკონის პროთეზებიც არსებობს - ნებისმიერი ზომისა და ფორმისა. კოსმეტიკური ეფექტი ბრწყინვალეა. რბილი, ელასტიკური პროთეზები შესანიშნავად ეკვრის სხეულს, იღებს მის ტემპერატურას და შეხებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ბუნებრივი მკერდისგან. ისინი ძალიან პრაქტიკულია და მრავალი მოდელის გამოყენება შესაძლებელია საცურაო აუზსა თუ ზღვაში ცურვისას, სპორტულ დარბაზში ვარჯიშისას. ასე რომ, ნაოპერაციევი მკერდი არავითარ ბარიერს არ უქმნის ქალს. მას შეუძლია, დარჩეს ძველებურად მომხიბვლელი.

შეკითხვა ექიმს
<p>-დიდხანს და აკვირდოთ და და ადგინეთ რომ ის პროდიქტები რომლებიც შედარებით მეტ სისველეს შეიხავენ ანუ წყალს მწყენს.მექმნება პრობლემა ზოგი მიცელს მტკენს ზოგჯწრ წმევა მეწევა ზოგჯწრ მჟაბიანობა მემატება.ზოგჯწრ ჰადანეტებული წყირვილის გამხსა მიჩნდება.იმეტეაად კი მკავიანობას მიმატებს.მარატქლია პრობლემა მაქვს საჭმლისონელებია ფაქტია მაგრამ მე მაინტერესებს რა კავშირშია სველი პროდიქტები საჭმლისონელებია სოსტემის გაღოზიანებასთქნ?შეძლებთ ეს რომ ამკხსნათ?თუნდაც ბთქვად ერთ მაგალოთს მოგიყვანთ. კარტოფილი.რომელოც მეტ სიაველეს აიხავს და ნაკლებ ცხომს იყხოვს მომზადებისას ანუ თინსაც მკხარშვისას ნაკლები ცხიმის დამატებას იყხოვს იფრომვმებს მკავიანობას მიმატებს ვიდრე ის რომელოც მშრალია როცა მოხარშავ იშლება ეგრევე და ბევრ ცხიმის მოახმას იყხოვს ეს იფრო მრჰება მერჰება....ან ჰრეჩიხა ვთქვად თუ ბოლომდე გამოვაშრე ხარშვის დროს და ლამის ჩაკრობამდე მოვოყვანე ქვაბში ომას რომ ცხომაობასხაბ ცოტას და ბჭამ მერჰება და თუ ცოტა მაინც სულ ოდნავ მაონც დავიტივე სისვწლე თინდაც 1ჩაის კოვზი ის მერე მკავიანობას მინატებს.შეგიძლიათ ეს მომენტონახანათ?ზოგადათ ეს მომენტი.არგყხ9ვთ არ. ხემს დიაგნოზს და არც მკირნალობას.</p>

არსებობს სპეციალური ბიუსტჰალტერები და საცურაო კოსტიუმებიც. ასე რომ, გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში მოიძებნება. მთავარია, შინაგანად გათავისუფლდეთ კომპლექსისაგან, უთხრათ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. მკერდის მოკვეთა, რაღა თქმა უნდა, დიდი გამოცდაა ქალისთვის, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ცხოვრება არ დამთავრებულა, ის მხოლოდ ახლა იწყება - იწყება საკუთარი თავის დაძლევით.

მთელ მსოფლიოში უამრავმა ქალმა, მათ შორის ძალიან ცნობილმა ქალებმაც - ბრიჟიტ ბარდომ, ნენსი რეიგანმა, კეიტ ჯექსონმა და მრავალმა სხვამ, გადაიტანა მსგავსი ოპერაცია, მაგრამ განაგრძობენ სრულფასოვან ცხოვრებას და კვლავ აღაფრთოვანებენ გარშემო მყოფებს თავიანთი მშვენიერი გარეგნობითა და მტკიცე ნებისყოფით. ახლობლები კი დაგეხმარებიან, კვლავ შეიგრძნოთ ცხოვრების სიხარული, დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა. გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ.

კომენტარები (4)
ნადია
შეგიძლიათ შეიძინოთ "amoena"-ს გერმანული წარმოების სილიკონის პროტეზი "დრაივინგ კომპანი"-ში. მისამართი: ი. ბერიტაშვილის 18, თბილისი
თარიღი : 02-06-2023
მზია
მკერდი მოკვეთილი მაქვს ასაკში ვარ მაგრამ მაწუხებს კომპლექსი ამის გამო სად შეიძლება შევიძინო სილიკონიანი ლიფი ან რა ფასში
თარიღი : 31-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ტოპ 10 რჩევა თმის მოვლის შესახებ აუზის შემდეგ
ტოპ 10 რჩევა თმის მოვლის შესახებ აუზის შემდეგ
ცურვა აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უს­ა­ფრთხო სპორტად: კურნავს სხეულს, ამაგრებს ზურგს და მშვენივრად წვავს კალორიებს.
სრულად
ძილის რეჟიმი და ჯანმრთელობა
ძილის რეჟიმი და ჯანმრთელობა
ადამიანები, ჩვეულებრივ, ცდილობენ ამა თუ იმ დაავადებისაგან განკურნებას, თუ საშუალება აქვთ იტარებენ ძვირადღირებულ მკურნალობას, მიმართავენ
სრულად
უცნაური და საინტერესო ფაქტები
უცნაური და საინტერესო ფაქტები
გთავაზობთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს ადამიანის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა და მისი ორგანიზმი უნიკალური მექანიზმია.
სრულად
ჯანსაღი კლება
ჯანსაღი კლება
სიმსუქნესთან გასამკლავებლად მთავარი ფაქტორი ცხოვრების ჯანსაღი წესია, რაც აუცილებლად გულისხმობს დაბალანსებულ კვებას,
სრულად
წვეტიან მაღალ ქუსლებთან დაკავშირებული 5 საშიშროება
წვეტიან მაღალ ქუსლებთან დაკავშირებული 5 საშიშროება
გენდერული თანასწორობის შესახებ ნებისმიერი პრეტენზია ყურადღების მიღმა რჩება, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის გარკვეულ საკითხებს.
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ სახის კანის ახალგაზრდული იერი?
როგორ შევინარჩუნოთ სახის კანის ახალგაზრდული იერი?
ახალგაზრდული და ჯანსაღი კანის შენარჩუნება ბევრი ადამიანის სურვილია, თუმცა, ამის მისაღწევად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მოკვეთილი მკერდის კომპლექსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები