საზაფხულო რჩევები ქალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო რჩევები ქალებს

ეს ის დროა, როცა, გვინდა თუ არა, მაინც შილიფად ჩაცმა გვიწევს, ამისთვის კი საჭიროა, სხეულის ყოველი გოჯი მოვლილი იყოს. მზე, ჰაერი და წყალი ჩვენი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან. პოსტულატი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ კრიტიკას არ ექვემდებარება. მაგრამ თუ მზეს, ჰაერსა და წყალს განსაზღვრებებს მივუწერთ, - მაგალითად, აქტიური მზე, აირებით გაჯერებული ჰაერი და დაბინძურებული (ქლორირებული) წყალი, - აზრი სრულიად შეიცვლება. რაც მეტად ვშორდებით ხმაურიან მეგაპოლისს, მით უფრო სუფთაა წყალი და ჰაერი. მზის აქტივობა უცვლელი რჩება, ხოლო ზღვის წყალი მინარევებსაც შეიცავს. ასე რომ, არ დაივიწყოთ: კანსა და მის მდგომარეობაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ როგორც ქალაქში, ისე კურორტებზეც.

გაუფრთხილდით დეკოლტეს!

ლამაზ ნამზეურს ნამდვილად არ უხდება დამწვარი კანი და მისი თანმხლები მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც განწყობილებაზეც უარყოფითად აისახება. გარუჯვისას აუცილებლად უნდა იხმაროთ მზისგან დამცავი კრემები, ხოლო მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ.

სხეულის სურნელი

დაცხება თუ არა, თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა - ოფლის სუნი. იმის თაობაზე, რომ დილა-საღამოს შხაპი აუცილებელია, ორი აზრი არ არსებობს. აუცილებლად გამოიყენეთ დეზოდორანტებიც. ყურადღება მიაქციეთ ეპილაციას: თმიანი საფარველი უკეთ ინარჩუნებს ოფლის სუნს. არსებობს სპეციალური დეზოდორანტები, რომლებიც თმის ზრდას ანელებს.

ქვედა სართული

პილინგის დროს ხშირად გვავიწყდება ჩვენი სხეულის ქვედა სართული. რა თქმა უნდა, ფეხებს ვგულისხმობთ. სხეულის სხვა უბნების შემდეგ აუცილებლად დაიმუშავეთ ფეხისგულებიც. გამოიყენეთ მკვებავი კრემი. ყავის ნალექი და ზღვის მარილიც შესანიშნავ ეფექტს იძლევა. თუ ეპილაციას არ გაიკეთებთ, ყველაზე ნატიფი პედიკურიც კი ვერ გიშველით! მით უმეტეს, თქვენს განკარგულებაშია უამრავი საშუალება სიგლუვის მისაღწევად.

იდაყვის ზონა

იდაყვებზე კანი მშრალი, მუქი და ულამაზოა, ზოგჯერ იქერცლება კიდეც. აჯბობებს, საქმე აქამდე არ მიიყვანოთ, მაგრამ თუ პრობლემები მაინც წარმოიშვა, ისარგებლეთ მარტივი რეცეპტით: გასათეთრებლად ჩაყავით იდაყვები ლიმონის "ფინჯნებში", დასარბილებლად მიიღეთ ცხელი აბაზანები (ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი).

იზრუნეთ თმაზე

თმაზე ზაფხულის დასაწყისიდანვე უნდა იზრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მზისა და ზღვის წყლისგან დაზიანებული თმა შემოდგომაზე  შესაჭრელი გაგიხდებათ. ჩვეულებრივი შამპუნი დამცავი ფაქტორის შემცველით შეცვალეთ, ბალზამიც ასეთივე იხმარეთ და ყველა დანარჩენი საშუალებაც, მათ შორის - ფიქსატორი და ლაქი.

რამდენიმე საგულისხმო რჩევა

ზღვის პირას თავშიშველი ნუ გაჩერდებით. დაიხურეთ ტილოს ან ჭილის ქუდი, ანდა წაიკარით ხილაბანდი. ნუ იბანავებთ ზღვაში თმაგაშლილი. ზღვიდან ამოსულმა აუცილებლად გადაივლეთ თმაზე სუფთა წყალი.

რუჯი და მაკიაჟი

ლამაზი რუჯი ზაფხულში იშვიათობა არ არის. ბევრი ამ დროს ზარმაცობს, მაკიაჟს არ იკეთებს, რადგან მიაჩნია, რომ მზემ მათთვის ისედაც არ დაიშურა "ბრინჯაოსფერი საღებავი". თუმცა ზოგჯერ სიტუაცია მაინც მოითხოვს თუნდაც მინიმალურ მაკიაჟს. ამ დროს ძალზე აქტუალურია მბზინავი კოსმეტიკა მოციმციმე ეფექტით, ასევე - ავტორუჯი კანის ერთგვაროვანი ტონალობის მისაღწევად. აქცენტი თვალებზე უნდა გაკეთდეს. შეგიძლიათ, ფანქარი არ გამოიყენოთ, მხოლოდ თვალის ჩრდილი წაისვათ. პუდრიც კანისფერი ან ოდნავ მუქი უნდა იყოს. ტუჩებზე თხლად და ფაქიზად გადაისვით ოქროსფერი ან ბრინჯაოსფერი მბზინავი საცხი. გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და სიამოვნებაც სრულფასოვანი იქნება.