ქალთა ტიპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალთა ტიპები

.

  • რომელია ქალის იდეალური ტიპი და რომელი ახდენს ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას მამაკაცზე?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალის ხასიათის რამდენიმე თავისებურება, რომლებიც მამაკაცზე ჯადოსავით მოქმედებს.

ექსპერტების აზრით, იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს ქალი, რომელიც:

  1. აშკარად არასოდეს გამოხატავს მამაკაცზე მბრძანებლობის სურვილს, მასზე გავლენის მოხდენის მოთხოვნილებას;
  2. ზომიერად ჭირვეულია;
  3. უსიტყვოდ ასრულებს საყვარელი მამაკაცის სურვილებს;
  4. სექსუალურად თავისუფალია (არ არის შებოჭილი);
  5. კეკლუცია და მამაკაცის მოხიბვლა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ცოლიანი და უცოლო მამაკაცების შეხედულებები ბევრი რამით ერთმანეთისგან განსხვავდება.

ცოლიანები ქალის იდეალურ თვისებებად მიიჩნევენ:

  1. შრომისმოყვარეობას;
  2. კარგ დიასახლისობას;
  3. გულისხმიერებას;
  4. დიდ ყურადღებას არ აქცევენ სილამაზეს.

უცოლო მამაკაცის ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს:

  1. ქალის გარეგნობა;
  2. ქალურობა;
  3. ინდივიდუალობა.

  • ქალის ხასიათი

ქალის ხასიათის ამოცნობა თურმე ნიკაპის ფორმითაც არის შესაძლებელი:

  1. წაგრძელებული და ფართო ნიკაპის პატრონი ქედმაღალია. ასეთ ადამიანთან მეგობრობა და ურთიერთობა ძნელია.
  2. ჩამოთლილი ნიკაპი დამახასიათებელია ფრთხილი და მერყევი ქალებისთვის.
  3. გრძელნიკაპა ქალი უმეტესად ეშმაკი და ძუნწია. უყვარს სხვისი დაცინვა. აქვს იუმორის გრძნობა. ცდილობს, ყველაფერი თავისებურად აკეთოს.
  4. ბრტყელნიკაპა დაუნდობელია, პრაგმატული და ანგარიშიანი, ცდილობს ყველაფერში სარგებელი ნახოს. საჭირო ადამიანთან დასაახლოებლად ყველაფერს იკადრებს. ასეთებს ნამდვილი მეგობარი არ ჰყავთ.
  5. ღაბაბი აქვს ჭამის მოყარულ ქალს. ის ხალისიანია და ემოციური, მაგრამ ზოგჯერ საშიშიც, რადგან პირად გამორჩენას ყველაზე მაღლა აყენებს.
  6. წვეტიანი ნიკაპი აქვთ სულსწრაფ, ეგოისტ ქალებს. ასეთი ქალი ენამწარე და ავია.
  7. მომრგვალებული, ჩაჩვრეტილი ნიკაპის პატრონები ძლიერი ნებისყოფისანი არიან და სხვისი მფარველობაც უყვართ.

  • ქალის აღნაგობა

ქალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან აღნაგობითაც. ზოგს მოხდენილი სხეული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს იცავს დიეტას და არც სპორტულ დარბაზებში ვარჯიშობს, ზოგი კი მუდამ დიეტაზეა, ვარჯიშობს კიდეც და მაინც იმატებს წონას. ქალის აღნაგობა მთლიანადაა დამოკიდებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობაზე, ნივთიერებათა ცვლასა და ფსიქიკაზე.

აღნაგობის მიხედვით ქალები ოთხ ტიპად იყოფიან:

  1. ნატიფი;
  2. ხმელ-ხმელი;
  3. ვნებიანი;
  4. შემოქმედებითი.

  • დიეტა

იმისდა მიხედვით, რომელ ტიპს განეკუთვნებით, წონის შესანარჩუნებლად და პრობლემური ზონების მოსაწესრიგებლად დიეტაც ადეკვატური უნდა შეარჩიოთ.

  1. თუ სხეული მოზარდ გოგონას მიგიგავთ (წვრილი ძვლები, ვიწრო თეძოები), ე. ი. ნატიფი აღნაგობის ტიპს მიეკუთვნებით. თუ წონისა და ცელულიტის პრობლემას არასოდეს შეუწუხებიხართ - ეს ნამდვილად თქვენი ტიპია. ასეთი კატეგორიის ქალები მართლაც დიდხანს ინარჩუნებენ მოხდენილ გარეგნობას. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მაინც იმატებენ წონას. იმისთვის, რომ სიმსუქნემ არ შეგაწუხოთ, აკონტროლეთ საკვების შემადგენლობა. მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილა (ბურღულეული, ხორცეული, თევზეული, კვერცხი) და ნაკლებად - ნახშირწყლები (პური, მაკარონი), შეზღუდვით მიირთვით რძე, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ფუნთუშეული. დღიური ულუფის დიდი ნაწილი მიირთვით საუზმეზე. სადილი შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი სპორტით სერიოზული გატაცება, თუმცა მცირე ვარჯიშები დროგამოშვებით ნამდვილად სასარგებლოა.
  2. თუ თქვენი სხეულის ზედა ნაწილი (ფართო მხრები, ლამაზი მკერდი) ქვედაზე (ვიწრო თეძოები, ძლიერი ფეხები) დიდია, ე.ი. თქვენ ძარღვმაგარ ტიპს მიეკუთვნებით. შესაძლოა ცელულიტი არ გაწუხებდეთ, მაგრამ მკერდისა და მუცლის არეში ცხიმის ჩალაგებისკენ ხართ მიდრეკილი. თქვენი სხეული ამის გამო ათლეტურს წააგავს. პრობლემურმა ადგილებმა რომ არ შეგაწუხოთ, მიმართეთ დიეტას. ეცადეთ, შეზღუდოთ მწარე, მლაშე საკვები, ხორცეული და ალკოჰოლი, ასევე - საწებლები, ნაღების კარაქი და შოკოლადი. გაზარდეთ რაციონში ხილის (განსაკუთრებით - ნესვის) და ბოსტნეულის წილი. თუ დარბიხართ ან ცეკვავთ, ეს მისასალმებელია; თუ არა - გირჩევთ, ივარჯიშოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა.
  3. ვნებიანი (მადის აღმძვრელი) ტიპი ქალის კლასიკური აღნაგობაა, ვიწრო მხრებითა და ფართო თეძოებით. ასეთ ქალებს, როგორც არ უნდა ეცადონ, სხეულის ზედა ნაწილი ნაკლებად უსუქდებათ, სამაგიეროდ იოლად უგროვდებათ ცხიმი მუცელსა და თეძოებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქალები მამაკაცების მოწონებით სარგებლობენ, მაინც უნდა ეცადონ, უარი თქვან ტკბილეულზე, პურ-ფუნთუშეულზე, კარაქზე, მაკარონზე, საწებლებზე, შოკოლადზე და მათ ნაცვლად რაციონში ჩართონ ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით - კომბოსტო. ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად ივარჯიშეთ. სასურველია ჰანტელების გამოყენება, განსაკუთრებით - დილაობით.
  4. შემოქმედებით ტიპს იდეალური პროპორციების (90X60X90) მქონე ქალებს მიაკუთვნებენ, თუმცა მათ ასაკის მატებასთან ერთად პრობლემური ადგილები სირთულეებს უქმნით - მუცელსა და თეძოებზე ცხიმის დაგროვება აწუხებთ, კიდურები კი ახალგაზრდულად ნატიფი რჩებათ. ასეთი პარამეტრების მქონე სხეულის შესანარჩუნებლად სწორად უნდა იკვებოთ. საკვებში ჩართოთ უცხიმო რძის ნაწარმი, მსუბუქი ცხოველური პროდუქტი (ქათმის ხორცი, თევზეული, კვერცხი), დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეული და მწვანილი. სასურველია თხილეულიც. ამ ტიპის ქალებისთვის სპორტის სახეობებიდან საუკეთესოა აერობიკა და ცეკვა.