ნაოჭები, ღაბაბი, მოდუნებული, ფერმკთალი და მშრალი კანი - პარაფინის ნიღაბი, რომელიც აღნიშნულ პრობლემებს დაგავიწყებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაოჭები, ღაბაბი, მოდუნებული, ფერმკთალი და მშრალი კანი - პარაფინის ნიღაბი, რომელიც აღნიშნულ პრობლემებს დაგავიწყებთ

პარაფინის ნიღბების გამოყენება იკრძალება სახის სიწითლის, გამონაყარისა და კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. მათი გამოყენება არ შეიძლება ჰიპერტენზიული დაავადების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმისას.

კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება გასუფთავებული პარაფინი, რომელიც გამოირჩევა ელასტიკური თვისებებით. ნიღბის დადებამდე პარაფინს ათავსებენ სრულიად სუფთა ჭურჭელში და ადნობენ წყლის აბაზანაზე.

დნობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 48 გრადუსს. პარაფინის ნიღბის გამოყენების დროს ჭურჭელში წყლის არსებობამ შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ამავე მიზეზის გამო პარაფინის გამოყენებამდე კანი გულდასმით უნდა გაიწმინდოთ.

ამისათვის ნიღბის დადებამდე 10-15 წუთით ადრე კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ წინასწარ გაიწმინდეთ კანი სპირტის ლოსიონით. შემდეგ კოსმეტიკური ფუნჯით ან ბამბის ტამპონით დაიდეთ სახეზე 2-3 ფენა პარაფინი, თავისუფალი დატოვეთ მხოლოდ პირი, ცხვირი და თვალები. პარაფინი უნდა დაიდოთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, უნდა დაიწყოთ ნიკაპიდან და გაჰყვეთ სახის შტრიხების გასწვრივ.

ნაოჭები რომ კარგად გასწორდეს, პარაფინი მათ (შუბლი, ზედა ტუჩი, საფეთქლებთან და ა.შ) გაყოლებაზე წაისვით. პარაფინის დადების შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად სახეზე დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი. ამ პროცედურამ რომ არ გადაგღალოთ, უმჯობესი იქნება, მიიღოთ ნახევრად მწოლიარე მდგომარეობა.

მნიშვნელოვანია, რომ მოადუნოთ სახისა და ტანის კუნთები. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 15-20 წუთით და მისი მოშორების შემდეგ კანი ხელმეორედ უნდა გაიწმინდოთ გულყვითელას 15-20%-იანი ნაყენით (1/2 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი გულყვითელა).

პარაფინის ნიღაბი კეთდება კვირაში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 8-10-12 პროცედურას.

სპეციალური პარაფინიანი ნარევი მშრალი კანისთვის

დაგჭირდებათ 50 გ პარაფინი, 5 გ ფუტკრის ცვილი, 5 გ კაკაოს ზეთი, 5 გ მცენარეული ზეთი. ნარევი უნდა გაადნოთ წყლის აბაზანაზე და თან განუწყვეტლივ ურიოთ. როგორც კი მომზადდება, მაშინვე დაიდეთ სახეზე. ნიღბის მოშორების შემდეგ კანი უნდა გაიწმინდოთ ლოსიონით ან ჩაის ნაყენით და მსუბუქად დაიზილეთ კანი წრიული მოძრაობებით. ზამთარში პარაფინის ნიღბის შემდეგ გაციების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული პროცედურის დასრულებიდან 20-25 წუთზე ადრე ქუჩაში გასვლა. პარაფინის მასის ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება.

პარაფინის ნიღაბ-სახვევი შუბლისა და ნიკაპისთვის

სარჩულიანი პარაფინის ნიღაბი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და კანზე კარგ პლასტიკურ ზემოქმედებას ახდენს. დადებითი შედეგის მისაღწევად პარაფინის სახვევი შუბლსა და ღაბაბზე უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ, კურსი კი შეადგენს მაქსიმუმ 12 პროცედურას.

პარაფინის ნიღაბ-სახვევის მისაღებად აიღეთ 2 ფენა დოლბანდი და მათ შორის ჩადეთ თხელ ფენად ბამბა. შუბლსა ან ნიკაპზე წაისვით ცხიმი, შემდეგ კი გამდნარი პარაფინი. გაჟღინთეთ პარაფინით დოლბანდის შუა ბამბიანი ფენა, შემდეგ მსუბუქად გაწურეთ და დაიდეთ შუბლის ან ნიკაპის კანზე, ზემოდან დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი და ხაოიანი პირსახოცი. პარაფინის ნიღბის ან სახვევის შემდეგ რეკომენდებულია ნაოჭების გასწვრივ ჩქმეტითი მასაჟის გაკეთება.

წაიკითხეთ სრულად