/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოსმეტოლოგია

ლამაზი და ჯანსაღი კანი - სახის ნიღბები

ლამაზი და ჯანსაღი კანი - სახის ნიღბები
ღამის ნიღბები ნორმალური და მშრალი კანისთვის1. მკვებავი, მატონიზებელი ნიღაბი1 ჩაის კოვზ მაიონეზს შეურიეთ იმავე ოდენობით მკვებავი ან ვიტამინიზებული კრემი და თანდათანობით დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი მაგარი ჩაი. ეს ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ 1:1 განზავებული თბილი რძისა და წყლის ნარევით. ნიღბის პირველი ფენა დაიდეთ კანზე წრიული მოძრაობით, 2-3 წუთის შემდეგ დაიდეთ მეორე ფენა (განსაკუთრებით - ნაოჭების ადგილებზე). 10-15 წუთის შემდეგ მოიშორეთ რძისა და წყლის ნარევით.

2. მკვებავი გასამკვრივებელი ნიღაბი

3 ჩაის კოვზ კვერცხის გულს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ნელ-ნელა შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი კონცენტრირებული მარილწყალი. მიღებული მასა აურიეთ 1 ჩაის კოვზ მკვებავ კრემში. ეს ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე 2 ფენად, ანუ ჯერ ერთი ფენა წაისვით, 5-6 წუთის შემდეგ კი - მეორე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი ჩაის სუსტი და ცივი ხსნარით.

3. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

გახეხეთ ვაშლი, 1/2 კიტრი ან გოგრის ნაჭერი, დაასხით მცირე ოდენობით რძე და დადგით ნელ ცეცხლზე (უმჯობესი იქნება, თუ ორთქლის აბაზანაზე დადგამთ). როცა კარგად დარბილდება და შეერევა ერთმანეთს, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ არაჟანი და თეთრი თიხა (უნდა მიიღოთ სქელი მასა). ნიღაბი მომზადებისთანავე დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით, რომელსაც დამატებული ექნება ხილის წვენი ან ძმრის ლოსიონი.

ღამის ნიღბები ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა ნიშნავს კანი ტურგორი და ჰიპერემია</p>

1. დამარბილებელი ნიღაბი

2 ჩაის კოვზ მაიონეზს შეურიეთ ამავე ოდენობის არაჟანი. დაიდეთ ლოსიონით გაწმენდილ სახეზე 2 ფენად, ანუ ჯერ წაისვით ერთი ფენა და 3-4 წუთის შემდეგ - მეორე. გაიჩერეთ ეს ნიღაბი 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ 1:1 განზავებული წყლისა და ლოსიონის ნარევით.

2. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი (ხსნის ლაპლაპა კანის პრობლემას)

2 ჩაის კოვზ ხილის, ბოსტნეულის ან მაგარ, მომჟავო ჩაის ხსნარში გახსენით თიხა (უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა) და 5-6 წვეთი გულყვითელას ნაყენი. მომზადებისთანავე დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ საშუალოდ მაგარი ცივი ჩაით. ამ ნიღბის ცხიმიან კანზე დადებამდე კარგად გაიწმინდეთ სახე თბილი, მომჟავო რძით და შეიპკურეთ თბილი ან მარილიანი წყალი. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაიწმინდოთ კანი მატონიზებელი ლოსიონით ან ჩაით.

პარაფინის ნიღბები

პარაფინის ნიღაბი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის არბილებს ცხიმ-რქოვანას საცობებს, გამოიყენება კანის მოდუნების, სიფერმკრთალის, სიმშრალის, ასევე ნაოჭებისა და ღაბაბისათვის. პარაფინის ნიღბების გამოყენება იკრძალება სახის სიწითლის, გამონაყარისა და კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს. მათი გამოყენება არ შეიძლება ჰიპერტენზიული დაავადების, სტენოკარდიისა და ბრონქული ასთმისას.

კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება გასუფთავებული პარაფინი, რომელიც გამოირჩევა ელასტიკური თვისებებით. ნიღბის დადებამდე პარაფინს ათავსებენ სრულიად სუფთა ჭურჭელში და ადნობენ წყლის აბაზანაზე. დნობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 48 გრადუსს. პარაფინის ნიღბის გამოყენების დროს ჭურჭელში წყლის არსებობამ შეიძლება კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ამავე მიზეზის გამო პარაფინის გამოყენებამდე კანი გულდასმით უნდა გაიწმინდოთ. ამისათვის ნიღბის დადებამდე 10-15 წუთით ადრე კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ წინასწარ გაიწმინდეთ კანი სპირტის ლოსიონით. შემდეგ კოსმეტიკური ფუნჯით ან ბამბის ტამპონით დაიდეთ სახეზე 2-3 ფენა პარაფინი, თავისუფალი დატოვეთ მხოლოდ პირი, ცხვირი და თვალები. პარაფინი უნდა დაიდოთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, უნდა დაიწყოთ ნიკაპიდან და გაჰყვეთ სახის შტრიხების გასწვრივ. ნაოჭები რომ კარგად გასწორდეს, პარაფინი მათ (შუბლი, ზედა ტუჩი, საფეთქლებთან და ა.შ) გაყოლებაზე წაისვით. პარაფინის დადების შემდეგ სითბოს შესანარჩუნებლად სახეზე დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი. ამ პროცედურამ რომ არ გადაგღალოთ, უმჯობესი იქნება, მიიღოთ ნახევრად მწოლიარე მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ მოადუნოთ სახისა და ტანის კუნთები. ნიღაბი უნდა გაიჩეროთ 15-20 წუთით და მისი მოშორების შემდეგ კანი ხელმეორედ უნდა გაიწმინდოთ გულყვითელას 15-20%-იანი ნაყენით (1/2 ჭიქა წყალზე 1 ჩაის კოვზი გულყვითელა).

პარაფინის ნიღაბი კეთდება კვირაში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 8-10-12 პროცედურას.

სპეციალური პარაფინიანი ნარევი მშრალი კანისთვის

დაგჭირდებათ 50 გ პარაფინი, 5 გ ფუტკრის ცვილი, 5 გ კაკაოს ზეთი, 5 გ მცენარეული ზეთი. ნარევი უნდა გაადნოთ წყლის აბაზანაზე და თან განუწყვეტლივ ურიოთ. როგორც კი მომზადდება, მაშინვე დაიდეთ სახეზე. ნიღბის მოშორების შემდეგ კანი უნდა გაიწმინდოთ ლოსიონით ან ჩაის ნაყენით და მსუბუქად დაიზილეთ კანი წრიული მოძრაობებით. ზამთარში პარაფინის ნიღბის შემდეგ გაციების თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდებული პროცედურის დასრულებიდან 20-25 წუთზე ადრე ქუჩაში გასვლა. პარაფინის მასის ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება.

პარაფინის ნიღაბ-სახვევი შუბლისა და ნიკაპისთვის

სარჩულიანი პარაფინის ნიღაბი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და კანზე კარგ პლასტიკურ ზემოქმედებას ახდენს. დადებითი შედეგის მისაღწევად პარაფინის სახვევი შუბლსა და ღაბაბზე უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ, კურსი კი შეადგენს მაქსიმუმ 12 პროცედურას.

პარაფინის ნიღაბ-სახვევის მისაღებად აიღეთ 2 ფენა დოლბანდი და მათ შორის ჩადეთ თხელ ფენად ბამბა. შუბლსა ან ნიკაპზე წაისვით ცხიმი, შემდეგ კი გამდნარი პარაფინი. გაჟღინთეთ პარაფინით დოლბანდის შუა ბამბიანი ფენა, შემდეგ მსუბუქად გაწურეთ და დაიდეთ შუბლის ან ნიკაპის კანზე, ზემოდან დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი და ხაოიანი პირსახოცი. პარაფინის ნიღბის ან სახვევის შემდეგ რეკომენდებულია ნაოჭების გასწვრივ ჩქმეტითი მასაჟის გაკეთება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლამაზი და ჯანსაღი კანი - სახის ნიღბები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები