/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ქალთა დღე ქალებს უნდა ეკუთვნოდეთ

ქალთა დღე ქალებს უნდა ეკუთვნოდეთ
ქალთა დღე, ქალთა დღეო, გაიძახიან, მაგრამ ისიც ისეთივეა, როგორიც ყველა დანარჩენი! როგორ მინდა, ამ ერთ დღეს მაინც დავისვენო და ოჯახის წევრებმა იზრუნონ ჩემზე, მაგრამ...

არსებობს განსაკუთრებული დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნით. ის გაზაფხულის შემობრძანებას ემთხვევა, რაც შემთხვევითი არ არის: გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, სიცოცხლის სურნელი ტრიალებს, და ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი და თბილი. ქალი ნამდვილად იმსახურებს, წელიწადში ერთ დღეს მაინც დატკბეს თავისი პრივილეგიით: დედოფალივით იჯდეს, ყვავილების ზღვაში დაცურავდეს, იღებდეს მილოცვებს, მაგრამ...

ზოგჯერ ყველაფერი პირიქით ხდება: ქმარი მას მოვალეობის მოხდის მიზნით გაუწოდებს ტიტებს, რომლებსაც ფურცლები ნახევარ საათში ჩამოსცვივდება, ვაჟიშვილი ვერაფრით ხვდება, რომ დედის ნაცვლად რამე გააკეთოს, საღამოს კი მამა-შვილი ტელევიზორთან მოიკალათებს და დიასახლისს ვახშმის მირთმევას სთხოვს. ვითარება კარდინალურად უნდა შეიცვალოს.

უწინარეს ყოვლისა, ყველა ქალმა უნდა დაიმახსოვროს: საოჯახო საქმეებისთვის სხვა დღეები არსებობს, ხოლო 8 მარტი ქალთა დღეა. ესე იგი, თქვენი დღე.

მოიცილეთ აბეზარი ფიქრი იმის შესახებ, რომ "სახლი უნდა მოაწესრიგოთ". წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი სიამოვნება გვერდზე დაგრჩებათ. ამ დღეს თავი უნდა გაინებივროთ და მიიპყროთ სხვების ყურადღება სიტყვით "მინდა". ეს დღე სავსე უნდა იყოს ყვავილების სურნელით, სასიამოვნო მელოდიებით, რომლებიც გულსა და სულს ახარებს და სიურპრიზებით, რომლებიც თქვენ თვითონ უნდა მოუწყოთ საკუთარ თავს. გთავაზობთ იმპროვიზაციას თემაზე "ქალური ეგოიზმის დღესასწაული" (ვარიაციები შესაძლებელია). სიამოვნების მისაღებად საღამოდანვე გაშალეთ ლოგინი ფაქიზი თეთრეულით, რომელიც ფრანგულ სურნელს გადმოაფრქვევს (ნუ დაიშურებთ ამისთვის თქვენს საუკეთესო სუნამოებს), საწოლის თავზე ვარდი დაამაგრეთ. წინასადღესასწაულო რიტუალის მომზადების პროცესში ნებადართულია, მაღვიძარა საწოლის ქვეშ შეაგდოთ ან საერთოდ არ დააყენოთ.

  • სიამოვნება პირველი

გაღვიძება

ნუ გაახელთ თვალებს გაღვიძებისთანავე. შეიგრძენით საკუთარი სხეულის სითბო. წარმოიდგინეთ, რომ ხართ კატა. თვალები მოჭუტეთ, დაიკრუტუნეთ და ტკბილად გაიზმორეთ, შეისუნთქეთ ვარდის სურნელი. ნელ-ნელა გაახილეთ თვალი, ჩართეთ სასიამოვნო მელოდია, ჯაზი ან ბლუზი (მაგნიტოფონში საჭირო ჩანაწერი წინასწარ მოამზადეთ).

  • სიამოვნება მეორე

სიამე შხაპის ქვეშ

ისიამოვნეთ წყლის თბილი ნაკადის ქვეშ, რომელიც თქვენს მშვენიერ სხეულზე მოედინება. ფაქიზად და ნაზად გამოიყენეთ შხაპისთვის განკუთვნილი გელი, იბანავეთ საპნის ან შამპუნის ქაფში. შეიფუთეთ სქელ პირსახოცში და გამოიყენეთ ყველა კოსმეტიკური საშუალება (კრემები, მალამოები, ნიღბები, ტუალეტის წყალი). გააკეთეთ ყველაფერი, რისგანაც სიამოვნებას მიიღებთ. შეიძლება ცივი შხაპის ქვეშაც დადგეთ, მერე კი ნახევარი საათი გაათბეთ თბილი ჭავლის ქვეშ.

  • სიამოვნება მესამე

დატკბით საკუთარი თავით

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა რასაც ვფიქრობ თავში მაგას ვერ გადმოვცემ გადმოცემის დროს ტვინი მეყინება ეგეთი შეგრძნება მაქვს ან სიტყვების პოვნა მიჭირს გადმოცემის დროს უცებ ვჩერდები თითქოს დავიბნიე და მაგიტომ მაგრამ საერთოდ არ ვფიქეობ გადმოცემის დროს ბევრჯერ ჩემს აზრზე თუ როგორ გადმოვცემ რომ მერე საერთოდ არ ავირიო და არც ვიბნევი არც შფოთვა არმაქვს რომ ხელი შემიშალოს გადმოცემაში ჩემს თავში გამართულად ვსაუბრობ და ჩემს თავს კითხვად ვუსვავ და ვპასუხობ ჩვეულევრივად მაგრამ ისე გამართულად და არა როგორც ჩემს თავში ვსაუბრობ და რატომ მჭირს ეს სასწაული ვარ 15 წლის არანაირი მეტყველების ან ტვინის ორობლემა არმაქვს ჩვეულებრივად საღად ვაზროვნებ და გამრთულად ვსაუბრობ თავში მაგრამ არა რეალობაში და არ ვიცი რატომ ტექსტით კომუნიკაცია უფრო მიადვილდება სოციალური ქსელის მეშვეობით ისე გადმოვცემ როგორც ვფიქრობ და რატომ მჭირს ეს როგორც ვფუქრობ ზუსტად და როგორც ვსაუბრობ თავში ეგრე რო გადმოვცემდე მეტყველებაში წითელ დიპლომს ავიღებდი მგონი ჰაჰ მადლობა ყურადღებისთვის</p>

მთელი დიდებულებით ჩაუარეთ სარკეს და ნუ დაიზარებთ უთხრათ საკუთარ თავს: "რა კარგი ვარ! რა მოქნილი წელი მაქვს! რა საინტერესო პროფილი მაქვს! რა მშვენიერი ფეხები მაქვს! ეს თვალები კი - რამდენი ცეცხლია მათში (ქალურობა, ვნება, იდუმალება - შესაძლოა ვარიანტები)". გაგრძელება ალბათ არ არის საჭირო. ქალები სრულყოფილად ფლობენ ავტოტრენინგის ასეთ ხელოვნებას.

  • სიამოვნება მეოთხე

ყავამანია

ყავის მადუღარაში კოვზით ყრით ყავას, უმატებთ ცოტაოდენ მიხაკს, გემოს ატანთ თითოეულ მოძრაობას, ასხამთ წყალს, ტკბებით გამჭვირვალე ნაკადით. ხელის მომხიბვლელი და მსუბუქი მოძრაობით დგამთ ყავის მადუღარას ქურაზე. მოუთმენლად ელოდებით, როდის იქნება მზად ყავა, ასხამთ მას (ისე, რომ ქაფი ჰქონდეს) თხელი ფაიფურის ფინჯანში და ფრთხილად მიგაქვთ სასტუმრო ოთახში. ე.წ. ჟურნალების მაგიდაზე დგამთ, რომელზეც უკვე დგას ლარნაკი ვარდით და თეფში, რომელზეც დალაგებულია მომცრო ნაჭრებად დაჭრილი შოკოლადი. დეგუსტატორისთვის დამახასიათებელი შენელებული მოძრაობით, ნება-ნება სვამთ ყავას, რომელიც თბილად გეღვრებათ სხეულში და ადნობს პირში შოკოლადის პატარა ნაჭრებს.

  • სიამოვნება მეხუთე

ოცნების ღრუბლებში ქროლა

ქალბატონი ბოვარი ამას ასე წარმოიდგენდა: "ნეტავ ვიმგზავრო საფოსტო ეტლით, რომელშიც ცისფერი აბრეშუმის ფარდები იქნება დაშვებული, მესმოდეს, როგორ მღერის მეეტლე, როგორ წკრიალებენ ზანზალაკები თხების ჯოგის ჩავლისას, როგორ ხმაურობს ყრუდ ჩანჩქერი და როგორ იმეორებს ყველა ამ ბგერას მთის ექო". რა თქმა უნდა, ყველას თავისი ოცნებები, წარმოსახვა და ფანტაზია აქვს და ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ერთი ქალბატონი ყვებოდა, როგორ ოცნებობდა, უეცრად იმ არხში ჩავარდნილიყო, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერს უერთდება არანორმალური სიჩქარით, მერე კი, გამოფხიზლებისას, "ქემელის" კვამლში გახვეული გაუპარსავი მამაკაცის მკლავებში აღმოჩენილიყო. ამგვარი ოცნებებიც არსებობს. ზოგი კლდიდან ღია ზღვაში გადაშვებაზე ოცნებობს, ზოგი ოცნებებით ბავშვობაში ბრუნდება და ა.შ. მთავარია, ამ ნაზ ვარდისფერ და მუქ წითელ ზმანებებში რაიმე როლი შეასრულოთ.

  • სიამოვნება მეექვსე

რომანტიკული გასეირნება ყვავილების შესაძენად

წარმოიდგინეთ - გადიხართ გარეთ, მიუყვებით ქუჩას და უკან მოგყვებათ მარტის დილის მიერ ჯერ კიდევ გაუფანტავი ზმანებების გრძელი შლეიფი. მამაკაცები ჩერდებიან, ირინდებიან და თვალს გაყოლებენ. ირჩევთ ყვავილებს (ნუ დაივიწყებთ ლარნაკის ან სუფრის ფერს, რომელზეც თავი უნდა მოიწონოს თქვენ მიერ შეძენილმა ყვავილების თაიგულმა) - ვარდებს, მიმოზებს ან ორქიდეებს. უღიმით მეყვავილე ქალს ან მამაკაცს, იღებთ მათგან თუმცა მოუხერხებლად, მოუქნელად, მაგრამ მთელი გულით გამოთქმულ სურვილებსა და მილოცვებს და გრძნობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, ლამაზი და გასაოცარი. უზარმაზარი დადებითი ენერგიით ივსებით. უკან ჯერ კიდევ გაუვლელი, აუთვისებელი მარშრუტით დაბრუნდით. გზაზე საბავშვო მოედანზე ხვდებით, შეიძლება საქანელაზეც კი გაქანდეთ, თოვლზე თქვენი შეფის კარიკატურა ან საყვარელი ადამიანის ძვირფასი სახე დახატოთ.

  • სიამოვნება მეშვიდე

გასტრონომიული

საფულის მსუბუქი მოძრაობით მიეცით თავს უფლება, თქვენთვის სასიამოვნო დელიკატესები, ხილი და ღვინო შეიძინოთ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სანოვაგის ასეთი იმპრესიონისტული შეხამება ყველაზე მეტად შეესატყვისება ჩვენს ნატიფ, მეფურ ტრაპეზს. გარნირად რეკომენდებულია ნოსტალგიური მოტივები ჯო დასენის ან სტინგის რეპერტუარიდან.

  • სიამოვნება მერვე

ექსტრემალური

უეცრად მოიწყინეთ მშვენიერი, უგემრიელესი, ჰაეროვანი ნამცხვრებისა და კოქტეილების გარეშე, რომლებსაც არაჩვეულებრივად აკეთებენ, მაგალითად, ბათუმში, "ლიტერატურულ კაფეში" ან სასტუმრო "შერატონში". ნუ დაფიქრდებით: ქალთა დღე სწორედ ის დღეა, როცა შეიძლება ჩანთაში ჩაალაგო ყველა საჭირო ნივთი, ჩაჯდე თვითმფრინავში და თავი შავი ზღვის სანაპიროზე ამოყო. ირგვლივ ყველაფერი გარწმუნებს, რომ არსებობს დედამიწაზე ისეთი ადგილები, სადაც ძნელია თავი უბედნიერეს ადამიანად არ იგრძნო. შემდეგ ნეტარებით სავსე იტყვით: "დიახ, ეს იყო საუკეთესო ქალთა დღე ჩემს ცხოვრებაში..."

  • სიამოვნება რვა-ნახევარი

იავნანური

დაიძინეთ მშვიდად, სიამოვნებისგან გათანგულმა, შეისუნთქეთ თავთან დადებული ყვავილების სურნელი. ჩაეშვით სურნელით გაჟღენთილ საწოლში. დაატრიალეთ გონებაში ახლახან ნანახი კინოფილმი თქვენი მსგავსი მთავარი მოქმედი გმირით, მოდუნდით, აღიარეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, გასაოცარი, ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე. წარმოიდგინეთ, რომ ტინტორეტოს ვენერა ხართ და ნელ-ნელა ჩაიძირეთ სიზმრების სამყაროში...

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ოკუპირებულ მარიუპოლში სამედიცინო კოლაფსია, ქალაქი მედიკამენტებისა და ექიმების დეფიციტს განიცდის - უკრაინული მედია

ოკუპირებულ მარიუპოლში სამედიცინო კოლაფსია. ქალაქი მედიკამენტებისა და ექიმების დეფიციტს განიცდის.
სრულად
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 229 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალთა დღე ქალებს უნდა ეკუთვნოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები