როგორ შევუნარჩუნოთ ახალგაზრდობა კისრისა და დეკოლტეს კანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევუნარჩუნოთ ახალგაზრდობა კისრისა და დეკოლტეს კანს

როგორ მოვიქცეთ, რომ გედის კისერი გვქონდეს?

მხრებში გაიშალეთ, ზურგი გამართეთ, ასწიეთ თავი რაც შეიძლება მაღლა, ახედეთ ღრუბლებს, ხის კენწეროებს, დატკბით ვარსკვლავებით.

რა საჭიროა ეს?

ამგვარად კისრის კუნთებს გაავარჯიშებთ. როდესაც თავდახრილი დადიხართ, კუნთები უმოქმედოდაა, დროთა განმავლობაში ისინი ეშვება და კისერი ნაოჭდება. ჩნდება ღაბაბიც. კისრისა და დეკოლტეს მიდამოში კანი თხელია და საკმაოდ მგრძნობიარე გარეგანი ფაქტორების (მშრალი ჰაერი, ქარი, ულტრაიისფერი გამოსხივება) მიმართ, რადგან კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი არ გააჩნია. კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, სისხლი ნელა ცირკულირებს და სწორედ ეს აჩენს ნაადრევ ნაოჭებს. ზოგიერთს ნიკაპის ქვეშ ცხიმი უგროვდება. ეს შესაძლოა მაღალი სასთუმლის ბრალი იყოს. ამიტომ ჯობს, თავი მუთაქაზე ან პატარა ბალიშზე დადოთ. ზოგიერთი შუახნის ქალი ცდილობს, ასაკობრივი ცვლილებები მაღალი საყელოთი ან შარფით დამალოს. სამწუხაროდ, ამით სიბერეს ვერ შეაჩერებთ. ერთადერთი გამოსავალია, მოუაროთ სხეულის ამ ნაწილს, რამე მოიმოქმედოთ ასაკობრივი ცვლილებების შესანელებლად. დილაობით, შხაპის მიღებისას, აუცილებლად გადაიტარეთ კისერსა და დეკოლტეს ზონაზე გრილი წყლის ნაკადი ქვევიდან ზევით, მერე კი ამავე მიმართულებით დამატენიანებელი კრემი წაისვით. გახსოვდეთ: კრემი შინიდან გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა წაისვათ! გამოდგება მკვებავიც, თუ ის სწრაფად შეიწოვება. მარჯვენა ხელით კრემი წაისვით მარცხენა მხარეს, ხოლო მარცხენა ხელით - მარჯვენა მხარეს. კრემის წასმის შემდეგ აუცილებელია მსუბუქი მასაჟი. რამდენიმეჯერ მიირტყით ხელის ზურგი კისერსა და ღაბაბზე. ბოლოს კისერსა და ნიკაპზე ქვევიდან ზევით გადაისვით ხელი. შხაპის შემდეგ კისერს ნუ შეიმშრალებთ. მიეცით კანს საშუალება, ტენი შეიწოვოს და თავისთავად გაშრეს. თუ გეჩქარებათ, კისერი რბილი პირსახოცით ფრთხილად შეიმშრალეთ.

ნიღბები კისრისა და დეკოლტესთვის

აიღეთ 100 გრამი ცხიმიანი არაჟანი და ათქვიფეთ 1 კვერცხის გულთან ერთად, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი არაყი, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ჩაახეხეთ 1 საშუალო ზომის კიტრი. მიღებული ნარევი 2 დღით შედგით მაცივარში, მერე კი დაიწყეთ გაახალგაზრდავების კურსი. ნიღაბი თავდახურული ჭურჭლით უნდა შეინახეთ მაცივარში. იგი, გარდა იმისა, რომ ჭიმავს კანს, ათეთრებს კიდეც, რადგან ლიმონის წვენსა და კიტრს მათეთრებელი ეფექტი აქვს. პერიოდულად შეიძლება ასეთი ნიღბის გაკეთებაც: ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარის ზეთი და 1 ცალი ლიმონის წვენი. ცივი წყლით დაიზილეთ კისრისა და დეკოლტეს ზონა, მერე ეს ნიღაბი წაისვით და 15-20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.