/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სწრაფი სიარული დემენციის პროფილაქტიკისთვისაც ყოფილა მნიშვნელოვანი

სწრაფი სიარული დემენციის პროფილაქტიკისთვისაც ყოფილა მნიშვნელოვანი
მიჩნეულია, რომ ორგანიზმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელია დღეში 10 ათასი ნაბიჯის გავლა.

ამის დასათვლელად ტელეფონსა და სატარებელ გაჯეტებზე მრავალი პალიკაციაა მოწოდებული.

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს დიდი ბრიტანეთის 40-79 წლის ასაკის 78 ათასი მაცხოვრებლის ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის შესახებ არსებული მონაცემები. სპეციალისტებმა შეადარეს გაჯეტების საშუალებით სიარულზე მიღებული მონაცემები ჯანმრთელობის მონაცემებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აღმოჩნდა, რომ დღეში ყოველი 2000 ნაბიჯი კოლერილებს ნაადრევი სიკვდლილის რისკის 8-11%-ით შემცირებასთან. ანალოგიური კავშირი იქნა ნაჩვენები გულ-სისხლძარღვა და ონკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში. დღეში 3800 ნაბიჯის გავლა 25%-ით ამცირებდა დემენციის რისკს, ხოლო 9800 ნაბიჯი - 50%-ით. სიარულის სიჩქარე ასევე კორელაციაში იყო ამ რისკების შემცირებასთან. საშუალოდ, რაც უფრო სწრაფად მოძრაობდა ადამიანი, მით ნაკლები იყო ნაადრევი სიკვდილის, დემენციისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შეიმსუბუქეთ მძიმე ხვედრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიმსუბუქეთ მძიმე ხვედრი

რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფენ ოჯახს. მათ ფონზე ოდნავ დაიჩრდილა მთელი ცხოვრება დიასახლისებად "მომუშავეთა" დამსახურება. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მომსახურე და დიასახლისი ქალების ცხოვრებას.

სამსახურის დადებითი მხარეები:

ქალს შეუძლია, თავი საყვარელ საქმეს მიუძღვნას და ამით უდიდესი სიამოვნება მიიღოს, დაიმსახუროს დაფასება და ავტორიტეტი, იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, ჰქონდეს ახალი ნაცნობობისა და კავშირების გაბმის საშუალება. იზრდება მისი თვალთახედვის არეალი და კარიერულ კიბეზე ზევით მიიწევს.

სამსახურის უარყოფითი მხარეები:

თავის მოსავლელად ნაკლები დრო რჩება, ოჯახზე სათანადოდ ვერ ზრუნავს, მოიკოჭლებს შვილების აღზრდაში. მუდმივად თანამშრომელთა შორის ყოფნა აკარგვინებს ძველ მეგობრებს. ქალი ემსგავსება რბოლის შემდგომ დაქანცულ ბედაურს, რომლის ჯანმრთელობაც საგრძნობლად ირყევა. ქმარს ავიწყდება, როგორ გამოიყურებოდა მისი მეუღლე რამდენიმე წლის წინათ.

დიასახლისობის დადებითი მხარეები:

საშუალება აქვს, მოუაროს სახლს, ნამდვილად მყუდრო სავანედ აქციოს. სათანადოდ აღზარდოს შვილები, მეტი ყურადღება დაუთმოს გარეგნობასა და ჯანმრთელობას, იაროს თეატრსა და კინოში, შეხვდეს მეგობრებს და არ იჩქაროს შინ დაბრუნება მეორე დღეს სამსახურში დაგვიანების შიშით.

დიასახლისობის უარყოფითი მხარეები:

დროის სიჭარბის გამო ზოგჯერ არ იცის, რა აკეთოს. საოჯახო საქმიანობა ყოველდღიურ ჩვევად ექცევა და აღარ ახსოვს, ოდესღაც გაცილებით მნიშვნელოვან საქმეებსაც მშვენივრად რომ ართმევდა თავს. მუდმივად ენატრება ქმარი, დიდხანს განიცდის ოჯახურ კონფლიქტებს. ფინანსურად მთლიანად ქმარზეა დამოკიდებული. საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმის ალბათობა იმდენად დიდია, რომ პროფესიასთან დაკავშირებული რისკის მიხედვით დიასახლისები მეხანძრეებისა და პოლიციელების გვერდით აღმოჩნდნენ, ამიტომ გვსურს, რამდენიმე საგულისხმო რჩევა მივცეთ:

"ცხოვრებაში მთავარი საქმე ცხოვრებაა" - დაიმახსოვრეთ ეს და ამით იხელმძღვანელეთ. ოჯახის მოვლა საჭიროა, მაგრამ მიმოიხედეთ - რამდენი საინტერესო რამ ხდება ირგვლივ. იდეალური გამოსავალია, იმ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომლითაც ოდესღაც იყავით გატაცებული. დაუთმეთ მას ცოტაოდენი დრო, რა იცით, იქნებ ეს გატაცება პროფესიადაც კი გექცეთ და სიამოვნებასთან ერთად, ფინანსური დამოუკიდებლობაც მოგიტანოთ.

ოჯახის წევრებზე ფიქრისას თავი არ დაივიწყოთ - ხშირად დიასახლისი საკუთარ მეს კარგავს და დროთა განმავლობაში ოჯახური ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცევა, სტრუქტურად, რომლის ერთადერთი ფუნქცია ოჯახის წევრთა ინტერესების გათვალისწინება, მათი მოვლა-პატრონობაა.

ყოველდღე გამოძებნეთ დრო თავის მოსავლელად, სიამოვნების მომგვრელი საქმეების საკეთებლად. დაე, ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ დედასა და ცოლსაც აქვს ინტერესები, მისწრაფებანი, რომ არ შეიძლება მისი შეწუხება მაშინ, როდესაც პირადი საქმით არის დაკავებული.

დაყავი და იბატონე - გონიერი ქალი ყოველთვის გამოძებნის საქმეს, რომელიც ძვირფასი მეუღლისა და შვილების საკეთებელია, თავად კი მხოლოდ მეთვალყურის როლს შეასრულებს. სათანადო თხოვნით, გვერწმუნეთ, შვილებიც და ქმარიც დიდი სიამოვნებით გააკეთებენ მათდამი მინდობილ საშინაო საქმეებს. თქვენ კი ამ დროს დაისვენეთ და დატკბით საკუთარი ძალაუფლებით.

კვლავ ლამაზი და მიმზიდველი ვარ - დააკვირდით, რით დაბრძანდებით სახლში: ძველი ხალათით ან სვიტერით, რომლის გადაგდებაც დაგენანათ, რადგან შინ მისი ჩაცმა შეიძლება. ოჯახის წევრები თანდათან ეჩვევიან ძველმანებში გამოწყობილ დედასა და ცოლს, მეუღლეს თვალი გაცილებით მოვლილი ქალისკენ გაურბის... ნებისმიერი დიასახლისი, უპირველეს ყოვლისა, ქალია და მისგან გახამებულ პერანგებსა და გატკიცინებულ შარვლებთან ერთად ამასაც ითხოვენ.

ვინ ხართ?

დაფიქრებულხართ ოდესმე, ვინ ხართ, ნამდვილი ქალი თუ ჭეშმარიტად ნამდვილი ქალი? რა განსხვავებაა მათ შორის?

  • ნამდვილ ქალზე ნებისმიერი ტანსაცმელი თვალისმომჭრელად გამოიყურება, ჭეშმარიტად ნამდვილი ქალი კი ამ სამოსშია თვალისმომჭრელი.
  • ნამდვილი ქალი ჭკვიანია და ცდილობს დამალოს ეს. ჭეშმარიტად ნამდვილი ქალი კი ჭკვიანია და არც ამის გამხელას ერიდება.
  • ნამდვილი ქალი, თუკი დიეტას იცავს, სტუმრად დესერტზე უარს იტყვის, ჭეშმარიტად ნამდვილი ქალი კი ამჯობინებს მიირთვას დესერტი და შემდეგ მთელი კვირა იშიმშილოს, ვიდრე აღიაროს, რომ დიეტაზეა.
  • ნამდვილი ქალი აუცილებლად დააფასებს მამაკაცთა სასიამოვნო კომპანიას, ჭეშმარიტად ნამდვილი კი შეეცდება, მამაკაცთა სასიამოვნო საზოგადოებამ დააფასოს იგი.
  • ნამდვილი ქალი მშვიდად დაელოდება თაყვანისმცემლის ზარს, ჭეშმარიტად ნამდვილი კი თაყვანისმცემელს აიძულებს, მისი ზარის მოლოდინში იყოს.
  • ნამდვილ ქალს შეუძლია, დაამარცხოს მოწინააღმდეგე ქალები, ჭეშმარიტად ნამდვილს კი მეტოქეები არ ჰყავს.
  • ნამდვილი ქალი არასოდეს გაამხელს, რომ საზოგადოებაში მოწყენილია, ჭეშმარიტად ნამდვილი კი კომპანიაში არასოდეს მოიწყენს - მოწყენამდე ერთი წუთით ადრე მიატოვებს იქაურობას.
  • ნამდვილი ქალი მეუღლისთვის საჩუქარია, ჭეშმარიტად ნამდვილი კი მეუღლეს თავისთვის ირჩევს საჩუქრად.
  • ნამდვილი ქალი, თუკი ქმარი ეჭვიანობის საბაბს აძლევს, მალულად ეჭვიანობს, ჭეშმარიტად ნამდვილი კი მაშინვე ივიწყებს ქმარს.

როგორ გავხდეთ ჭეშმარიტად ნამდვილი ქალი?

საამისოდ მოდური ჟურნალები არ გამოგადგებათ, რადგან: ნამდვილი ქალი ყურს უგდებს მოდური ჟურნალების რჩევებს, ჭეშმარიტად ნამდვილი ქალისთვის კი მოდა არ არსებობს.